ძალოსანმა გია მაჭავარიანმა ოლიმპიურ თამაშებზე დიდ ფსიქოლოგიურ ჭიდილს ვერ გაუძლოო...
4 აგვისტოს ლონდონის ოლიმპიადაზე საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებთან ერთად ჩამოვიდა ცნობილი ვეტერანი მოჭიდავე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი გალდავა.

მას "ლონდონ ექსელის" სპორტულ კომპლექსში იმ დროს შევხვდით, როცა მანუჩარ ცხადაიას პირველი შეხვედრა უკვე მოგებული ჰქონდა.

- თქვენ ოლიმპიადის მსვლელობას ჯერ თბილისში და აგერ, ახლა პირდაპირ დარბაზში ადევნებთ თვალს. რა განსხვავებას ხედავთ?

- ტელევიზორით ცქერისას მთლიანად ხარ დამოკიდებული კომენტატორის ოსტატობაზე და მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე. აქ, ცხადია, სხვა სიტუაციაა. ურთიერთობ სპეციალისტებთან, მიდის აზრთა გაცვლა-გაზიარება პროფესიულ დონეზე.

- ძირითადად, რა არის განსჯის თემა?

- ყველაფერი მთავარი და გამორჩეულად მნიშვნელოვანი, რაც ეხება ჭიდაობას.

- მაგალითად?..

- მაგალითად, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში არიან ფავორიტები, რომლებსაც აქვთ მედლის მოპოვების შანსი.

- მსაჯობაში უსამართლობაზე არ მსჯელობთ?

- ვმსჯელობთ და მწვავედაც. თქვენ, ალბათ, გეგეშიძის ამბავი გაინტერესებთ.

-ცხადია...

- პირადად ვესაუბრე მსაჯებს და არაფერი დაუმალავთ. მითხრეს, რომ რადგან ფინალისტი გვყავდა, მედლების გეოგრაფიის გასაფართოებლად სადავო სიტუაციაში ყაზახის მხარე დაიჭირეს. ზუსტად ასე მიპასუხეს. სხვა ვერაფერი მოიმიზეზეს.

ან რა უნდა ეთქვათ?! თანაც, მსაჯებს ცხელ გულზე კი არა, მეორე დღეს შევხვდი და ველაპარაკე. სადავო სიტუაცია იყო რუსეთის წარმომადგენელთან შეხვედრაშიც. ამ ორიდან ერთში მაინც, განსაკუთრებით რუსთან, მსაჯებს გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ ჩვენი მოჭიდავის სასარგებლოდ.

- კი მაგრამ, გეოგრაფიული პრინციპით უნდა ნაწილდებოდეს მედლები?

- რა თქმა უნდა, არა.

- როგორ ხასიათზეა გეგეშიძე?..

- ბუნებრივია, განიცდის, რაც მოხდა. მას საყვედური არ ეთქმის - ყველაფერი გააკეთა წარმატების მისაღწევად, მაგრამ...

- მერედა, ეს არის FILA-ს სამართალი?

- რას იზამ, ხდება ის, რაც არ უნდა ხდებოდეს. გეგეშიძეს დავუბრუნდეთ. ეს ბიჭი, როგორც სპორტსმენი, ძალიან გაიზარდა. სრული შესაძლებლობები გააჩნია, მიაღწიოს მაღალ შედეგებს, რისთვისაც უკვე მზად არის.

არავისზე ნაკლები არ არის მსოფლიოში თავის წონაში და ტრიალებს ელიტაში. ექვსი თვის წინათ ამას ვერ ვიტყოდით. ოლიმპიადისთვის კარგად იყო მომზადებული, მაგრამ ხომ ნახეთ, გასაქანი არ მისცეს. ძალინ დასანანია, რომ უმედლოდ დარჩა.

- აგერ, ამასობაში, ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, ცხადაიამ მეორე შეხვედრაც მოიგო...

- კიდევ მოიგებს და საპატიო კვარცხლბეკზეც დადგება.

რას არ გაიგებ...

6 აგვისტოს რუსეთის ძალოსანთა ნაკრების წევრების ოლიმპიურ ფიცარნაგზე არგამოჩენამ აქ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს, რა იყო ნამდვილი მიზეზი, მაგრამ როგორც საქართველოს დელეგაციიდან გამოვიდა ამბავი, ამ ფაქტს თითქოს... უარყოფითად უმოქმედია ჩვენი ათლეტის, გია მაჭავარიანის ასპარეზობაზე.

როგორ? ძლიერი მეტოქე ჩამომშორდაო, ქართველ ძალოსანს ეს ცნობა ზედმეტად ემოციურად აღუქვამს და სწორედ გადამეტებულ თავდაჯერებულობას შეუშლია ხელი მისთვის წარმატებით გამოსვლაში.

მართლაც, რას არ გაიგებ კაცი!

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვანო გრიქუროვის განმარტებით, ოლიმპიურ თამაშებზე დიდი ფსიქოლოგიური ჭიდილიცაა და გია მაჭავარიანმა სწორედ ამ წნეხს ვერ გაუძლო.

"ქართულ ჭერქვეშ", ლონდონში...

უკვე 10 დღეა, ლონდონში "ქართული სახლი" ჩვენებურად, ტრადიციული წესით მასპინძლობს ლონდონელებს და ოლიმპიურ თამაშებზე ლონდონში ჩამოსული სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის წევრებს.

ეს ღონისძიება სტუმრებისთვის ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურის, ხელოვნების, სპორტში მიღწევების უკეთ გაცნობის კარგ შესაძლებლობად იქცა. "ქართული სახლი" სხვა ოლიმპიურ თამაშებზეც ფუნქციონირებდა, მაგრამ ახლა მან უფრო არეალი გააფართოვა, მეტი დატვირთვა შეიძინა, რაც საქართველოს კულტურის და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს ერთობლივად საქმეში ჩართულობამ განაპირობა.

- ყველა დიდი ინტერესით ეცნობა მინიატურაში წარმოდგენილ ჩვენს ქვეყანას. მომსვლელების მოწონებას და აღტაცებას იწვევს ყველაფერი - არქეოლოგიური ექსპონატებიდან თუ ფიროსმანის "მებადურის" ორიგინალით დაწყებული და დამთავრებული ქართული სამზარეულოთი, ქართული ღვინით, მინერალური და უალკოჰოლო სასმელებით.

გვაქვს ოფიციალური შეხვედრებიც. სიმბოლურ მშობლიურ ჭერქვეშ ყოველდღე მრავლად მოდიან აქ მცხოვრები ქართველები შვილებთან, მეგობრებთან თუ მეზობლებთან ერთად, - გვითხრა "ქართული სახლის" ხელმძღვანელმა, ცნობილმა წყალბურთელმა რეზო ჩომახიძემ.

ოლიმპიური პარკი - მიუშვირე შუბლი ოლიმპიელს

გასულ კვირას მოგვეცა შესაძლებლობა, ოლიმპიადის პირველი დღეების შემდეგ კვლავ მივსულიყავით ოლიმპიურ პარკში, სადაც, როგორც იტყვიან, სიცოცხლე დუღს და გადმოდუღს. აქ უამრავ ხალხს იმოტომაც ნახავთ, რომ პარკის ტერიტორიაზე უდიდესი სავაჭრო ცენტრებია თავმოყრილი.

პარკში ახლა შეხვდებით იმ ოლიმპიელებსაც, რომლებმაც უკვე დაამთავრეს გამოსვლები სპორტულ სარბიელზე ან წინ კიდევ რამდენიმე დღე აქვთ შეჯიბრებამდე.

ყველა სპორტსმენი თავისი ქვეყნის აღმნიშვნელი სიმბოლიკიანი ჩაცმულობით დადის. მათ შორის არიან ოლიმპიური ჩემპიონებიც და პრიზიორებიც. თუ გამვლელთაგან ერთმა ვინმე ამოიცნო, უმალვე რიგი დგება მისგან ავტოგრაფის მისაღებად, თუმცა მეტწილად ავტოგრაფს ნებისმიერი ოლიმპიელისგან ითხოვენ.

დავინახეთ, ქაღალდი რომ არ აღმოაჩნდა, ერთმა სპორტსმენს შუბლი როგორ მიუშვირა და თითით მიანიშნა ავტოგრაფის აღნიშვნაზე. სხვებმა ეს ორიგინალობად ჩათვალეს, რითაც ინგლისელები ცნობილნი არიან და მიაწყდნენ, მაგრამ რა მიაწყდნენ მსურველები - განა მარტო ამ ოლიმპიელს, სხვებსაც.

რამდენიმე ცნობილი ფირმა ოლიმპიურ თამაშებს თავისი პროდუქციის სარეკლამოდ, უფასო მომსახურების პრინციპით, ეფექტურად იყენებს და ეს ოლიმპიურ პარკშიც შეინიშნება. "სამსუნგი", მაგალითად, გამვლელებს იქვე ფოტოს გადაღებას, ამ ფოტოს შენი ქვეყნის დროშის (კატალოგი კომპიუტერში აქვთ) ფონზე დასმას და ზორბა სამკერდე ნიშნად დამზადებას სთავაზობს საჩუქრად.

ამბობენ, რომ ოლიმპიურ პარკში ყოველდღე მრავალი საინტერესო რამ და უცნაურობები ხდებაო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ დრო იქ ხშირად მისასვლელად ნამდვილად არ გვრჩება.

ბიზნესის წინდახედულობამ გაამართლა

ოლიმპიადის დაწყებიდან ორიოდე დღის შემდეგ მთელ ლონდონში (შესაძლებელია, სხვაგანაც) - ქუჩაში, მეტროს სადგურებში, საერთოდ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მთავარი და სპორტული ბაზების პრესცენტრებში ყველანაირი პრესა რიგდება უფასოდ.

მათ შორის არის განსაკუთრებით პოპულარული ჟურნალ-გაზეთებიც კი. ყველა გამოცემაში, ძირითადად, მხოლოდ ოლიმპიური თამაშები და რეკლამა დომინირებს.

მათი გადათვალიერებისას მივხვდით პრინციპს - ოლიმპიური თამაშები ნებისმიერი რეკლამისთვის ძალიან ხელსაყრელია თუნდაც იმიტომაც, რომ შენი ხალხის გარდა, თამაშების დღეებში მას მთელი მსოფლიოს წარმომადგენლობა ეცნობა.

რეკლამა კი იმდენ შემოსავალს იძლევა, გამომცემელს უღირს თავისი პროდუქციის უფასოდ დარიგება.

საქართველოში მძლეოსნობა განვითარების ახალ ეტაპზეა

საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტად ალექსანდრე ახვლედიანის არჩევის შემდეგ "სპორტის დედოფლისადმი" პატივისცემა და ყურადღება აშკარად გაიზარდა. მოვიდა ახალი თაობა, რომელმაც უკვე გამოიჩინა თავი.

"საქართველოში მძლეოსნობის განვითარების ამ ახალ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ლონდონის ოლიმპიადის რამდენიმე ლიცენზიის მოპოვება. ეს შევძელით.

პარალელურად, მიმდინარეობს მიზანმიმართული მუშაობა თბილისში 2015 წელს დაგეგმილი ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის მაღალ დონეზე მოსამზადებლად.

საქართველო სპორტული ტალანტების ქვეყანაა. გვჭირდება მაღალკვალიფიციური კადრები მათ დასაოსტატებლად. ვიწვევთ უცხოელ სპეციალისტებს, ჩვენი კადრების გადასამზადებლად ტარდება თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები.

რაც შეეხება ლონდონში ჩვენი მძლეოსნების გამოსვლას, სასწაულს ნამდვილად არ ველოდით. თუმცა ახალგაზრდა ქართველი მძლეოსნებისთვის ოლიმპიადაში მონაწილეობა უკვე დიდი მიღწევაა. აქ მიღებული გამოცდილება უთუოდ სასიკეთოდ წაადგება მათ სპორტულ კარიერას მომავალში.

ლონდონის ოლიმპიადა კი, ჩემი აზრით, მაღალ დონეზე მიმდინარეობს", - გვითხრა ალექსი ახვლედიანმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მანუჩარ ცხადაია - ცხადი ბრინჯაო საოცნებო ოქროს ნაცვლად

გია მაჭავარიანის დაკარგული შანსი

ქართველები ოლიმპიადაზე: მოპოვებული ვერცხლი და წართმეული ბრინჯაო [+VIDEO]

glaxuna
მიდი ვაჯკაც;არ მოეშვა!!! მსოფლიო ჩემპიონიც გახდები და ოლიმპიურიც!!!
zako
ლადო გამაგრდი, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ გაქვს
მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს
მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა
[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა