ჩვენებური მე-6 ტურში ბელარუსის ეროვნული ნაკრების წევრ ნასტასია ზიაზიულკინას დაუზავდა
20 წლის მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობაზე, რომელსაც საბერძნეთის დედაქალაქი მასპინძლობს, 18-წლიანებში მსოფლიოს ჩემპიონი მერი არაბიძე ბელარუსის ეროვნული ნაკრების წევრ ნასტასია ზიაზიულკინას დაუზავდა.

ასევე, ყაიმზე შეთანხმდნენ ლიდერები: იოვანა ვოინოვიჩი (ჩერნოგორია) - ანასტასია ბოდნარუკი (რუსეთი), ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი) - ალინა კაშლინსკაია (რუსეთი), კლაუდია კულონი (პოლონეთი) - გუო ქი (ჩინეთი); რუმინეთის ნაკრების წევრმა ირინა ბულმაგამ ჰანა-მარი კლეკი (გერმანია) დაამარცხა, დეიზი კორიმ (პერუ) - ირინა პეტროვა (უკრაინა), ანდრეა პაულა როდრიგესმა (კოლუმბია) დომინიკა ბატკოვსკაიტეს (ლიტვა) სძლია.

ექვსი ტურის შემდეგ 5 ქულით ბულმაგა დაწინაურდა. ლიდერს ნახევარ-ნახევარი ქულით 9 მოჭადრაკე ჩამორჩება. არაბიძეს 4 ქულა აქვს. ნანი უნაფქოშვილმა უკრაინელ იულია ოსმაკთანაც წააგო და აქტივში 2 ქულა დარჩა.

ვაჟებში 5,5 ქულით გათამაშების ცხრილის პირველ საფეხურზე გადაინაცვლა ალექსანდრ იპატოვმა (თურქეთი), რომელმაც გუშინ შავი ფიგურებით შვედ ნილს გრანდელიუსს აჯობა. მეწინავეთა ჯგუფის წევრთა დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: იუ იანი (ჩინეთი) - სამველ ტერ-საჰაკიანი (სომხეთი) 0,5:0,5, სალემ სალეჩი (გაერთიანებული საემიროები) - დინ ლირენი (ჩინეთი) 0,5:0,5, კარენ გრიგორიანი (სომხეთი) - იაროსლავ ჟერებუხი (უკრაინა) 1:0, რიჩარდ რაპორტი (უნგრეთი) - ხორხე კორი (პერუ) 1:0, ანდრეას ნეიმანი (გერმანია) - ალექსანდრ შიმანოვი (რუსეთი) 0:1, რობინ ვან კამპენი (ჰოლანდია) - დას დებაშისი (ინდოეთი) 0:1. ექვსი ტურის შემდეგ 6-მა მოჭადრაკემ 5-5 ქულას მოუყარა თავი.

ქართველთაგან შალვა ნადირაშვილმა ფირმან ფარიდს (ინდონეზია) აჯობა და 3 ქულას მოუყარა თავი. დიმიტრი კვარაცხელიამ ვლადიმირ ჯაკოსთან (სლოვაკეთი) წააგო და 2,5 ქულა დარჩა.

8 აგვისტოს მე-7 ტურში მერი არაბიძე მონიკა სიჰიტე ჩელსის (ინდონეზია) დაუპირისპირდება; ნანი უნაფქოშვილი ასევე ორქულიან ვერონიკა რეგინა კალაიდინასთან (კანადა) გაარკვევს ურთიერთობას. ვაჟებში შალვა ნადირაშვილი ალექსანდროს დოუნისს (საბერძნეთი), ხოლო დიმიტრი კვარაცხელია გიუსეპ ლიევას (პერუ) შეხვდება.

რაპიდი არუთინიანმა მოიგო

ჩეხეთის ქალაქ ოლომოცში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი გაიმართა რაპიდში (სწრაფი ჭადრაკი). შვიდი ტურის შემდეგ ექვსმა მოჭადრაკემ 5,5-5,5 ქულას მოუყარა თავი.

უკეთესი დამატებითი მაჩვენებლებით პირველი ადგილი თბილისელმა დიდოსტატმა დავით არუთინიანმა დაიკავა. მომდევნო ადგილებზე მოდიან პლატ ვოიტეჩი (ჩეხეთი), მიხაილ სიმანცევი (უკრაინა), კონსტანტინ ჩერნიშოვი (რუსეთი), ვიტალი სივუკი (უკრაინა) და პიერ ვილეგასი (ჩერნოგორია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს