სტატისტიკურ მიმოხილვაში შევეხებით მრავალ ტურნირს, ლონდონის ოლიმპიადიდან იაპონიის ჯეი ლიგამდე
ვაგრძელებთ ფიფას ოფიციალური საიტის რუბრიკას. ბოლო სტატისტიკურ მიმოხილვაში შევეხებით მრავალ ტურნირს, ლონდონის ოლიმპიადიდან იაპონიის ჯეი ლიგამდე.

408. როცა 23 წლის მექსიკელმა მარკო ფაბიანმა ლონდონის ოლიმპიადის ნახევარფინალში გაიტანა, იაპონიის ოლიმპიური ნაკრების 408-წუთიანი "მშრალი" სერია შეწყვიტა.

"ლურჯ სამურაებს" ტურნირის ყველა დროის რეკორდამდე 185 წუთი დააკლდათ, რომელიც არგენტინას ეკუთვნის (1996-2008).

მექსიკის ნაკრები პირველი წარმომადგენელია კონკაკაფის რეგიონიდან, რომელიც ოლიმპიადის ფინალში ითამაშებს. ხოლო ბრაზილიელმა ლეანდრო დამიაომ მე-6 გოლი გაიტანა ოლიმპიადაზე და ამ მხრივ ქვეყნის ისტორიაში მესამე ფეხბურთელი გახდა, ბებეტოს (8 გოლი) და რომარიოს (7) შემდეგ.

7. ამერიკამ და კანადამ ერთ მატჩში 7 გოლი გაიტანეს ოლიმპიადის ნახევარფინალში - ამერიკის ქალთა ნაკრებმა 4:3 მოიგო. ეს ქალთა ფეხბურთში ოლიმპიადების ისტორიაში ყველაზე უხვგოლიანი ნახევარფინალია.

4. ჯეი ლიგაში "ნაგოია გრამპუს ეითმა" 5:1 მოუგო "ვისელ კობეს". ამ შეხვედრაში ერთმა ფეხბურთელმა პოკერი შეასრულა. ეს ვეტერანმა იაპონელმა მარკუს ტულიო ტანაკამ შეძლო, რომელიც ცენტრალური მცველია. ჯეი ლიგის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ მცველმა 4 გოლი გაიტანა ერთ მატჩში.

3. ზედიზედ ამდენი პენალტი ვერ გამოუყენებია "რივერ პლეიტს". კვირას, არგენტინის ჩემპიონატის პირველ ტურში "რივერმა" 1:2 წააგო "ბელგრანოსთან". პენალტი როხელიო ფუენეს მორიმ ვერ გაიტანა. წინა ორი პენალტი ალეხანდრო დომინგესმა ("პატრონატოს" წინააღმდეგ) და დავიდ ტრეზეგემ ("ალმირანტეს" წინააღმდეგ). ბუნებრივია, ეს თამაშები წინა ჩემპიონატს ეკუთვნოდა.

1. გოლი ყოველ 76 წუთში! ასეთია მუსა კონატეს შედეგიანობა ლონდონის ოლიმპიადაზე. 19 წლის სენეგალელმა 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

ფიოდორ ჩერენკოვის (1980 წლის ოლიმპიადა, სსრკ-ის ნაკრები) შემდეგ ოლიმპიადაზე ასეთი დებიუტი არავის ჰქონია. აქვე ვიტყვით, რომ ესპანეთის ნაკრებმა, რომელსაც ფავორიტად მიიჩნევდნენ, ერთადერთმა ვერ მოახერხა ოლიმპიადაზე გოლის გატანა. არადა, მეტოქეთა კარში 41-ჯერ დაარტყა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა