წესით, ესპანეთის რიგით 82-ე ჩემპიონატი 18 აგვისტოს უნდა დაიწყოს, მაგრამ ისევე, როგორც შარშან, პირველი ტურები, შესაძლოა, გადაიდოს
წესით, ესპანეთის რიგით 82-ე ჩემპიონატი 18 აგვისტოს უნდა დაიწყოს, მაგრამ ისევე, როგორც შარშან, პირველი ტურები, შესაძლოა, გადაიდოს.

ამჯერად მიზეზი საფეხბურთო თამაშების ტრანსლირების უფლებებია. ჩემპიონატის მონაწილე 20 გუნდიდან 13 მზადაა, პროტესტის ნიშნად გაფიცვა დაიწყოს.

აჯანყებულებს შორის არიან: "ბილბაო", "ატლეტიკო", "ბეტისი", "სელტა", "ესპანიოლი", "ხეტაფე", "გრანადა", "მალიორკა", "ოსასუნა", "რაიო ვალეკანო", "რეალ სოსიედადი", "სევილია" და "სარაგოსა". სამშაბათს და ოთხშაბათს ამ კლუბების წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ მატჩების ტრანსლირების სატელევიზიო უფლებათა საკითხზე.

"თითოეული კლუბი, რომელიც ამ შეკრებას დაესწრო, წინააღმდეგია პროფესიული ფეხბურთის ლიგის პოზიციის. ჩვენ ყველანი კარგად ვხვდებით, როგორ უგულებელყოფენ კლუბების დიდი ნაწილის ინტერესებს. ერთმანეთს 14 აგვისტოს კვლავ შევხვდებით და ოთხ საკითხზე მივიღებთ გადაწყვეტილებას", - ვკითხულობთ აჯანყებულ კლუბთა ერთობლივ განცხადებაში.

მაშ, ვნახოთ, რომელ 4 საკითხზეა ლაპარაკი:

1. პრიმერა დივიზიონის კლუბებს გადაუხადონ სატელევიზიო ტრანსლირების დავალიანებები, თანაც დაუყოვნებლივ.

2. შეწყდეს კლუბების ლეგალური დევნა მედია-უფლებების თაობაზე კონტრაქტების დადებაში.

3. ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნას გამჭვირვალე მექანიზმი ლა ლიგის კალენდრის, მატჩების დაწყების დროების დადგენისას.

4. მოეთხოვოთ სატელევიზიო ოპერატორებს, ჩარჩო-ხელშეკრულება დადონ ლა ლიგის გუნდებთან, უკლებლივ ყველასთან და არა გამორჩეულად.

კლუბების წარმომადგენელთა მემორანდუმში ისიც წერია, რომ თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, პირველი ტურის გამართვას რეალური საფრთხე დაემუქრება.

სატელევიზიო ოპერატორთა მოთხოვნით, პირველი ორი ტურის რამდენიმე მატჩი ადგილობრივი დროით 23 საათზე დანიშნეს, რასაც ასევე აპროტესტებენ კლუბები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა