ჩინეთმა ოთხი შესაძლებლიდან ოთხი ოქროთი დაასრულა ტურნირი
მაგიდის ჩოგბურთში ჩინეთის ნაკრებმა გაიმეორა პეკინის ოლიმპიადის შედეგი - ოთხი შესაძლებლიდან ოთხი ოქროთი დაასრულა ტურნირი.

მედლების ბოლო კომპლექტი მამაკაცებს შორის გუნდურ ასპარეზობაში გათამაშდა. ჩინელების მეტოქე სამხრეთ კორეა იყო, რომლის მთავარი იმედი გახლდათ სეუნ-მინ რიუ.

ამ ჩოგბურთელმა 2004 წელს, ათენის ოლიმპიადაზე, სენსაცია მოახდინა, როცა კაცებს შორის ერთეულთა თანრიგში მოიგო ოქრო.

მაგრამ სწორედ რიუმ წააგო გუშინდელი ფინალის პირველი შეხვედრა, თანაც, ჩინელთა დებიუტანტთან, 23 წლის მა ლონთან.

შემდეგ კი ლიდერების ჯერი დადგა. ჯერ ლონდონის ოლიმპიადაზე ერთეულების ჩემპიონმა იკე ჟანგმა მოიგო თავისი შეხვედრა, წერტილი კი იმავე ჟანგისა და გამოცდილი ჰაო ვანის დუეტმა დასვა. ეს უკანასკნელი წყვილებში მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ერთეულებში კი მას ზედიზედ სამი ოლიმპიადის ფინალი აქვს წაგებული, მათ შორის, ლონდონშიც.

ასე რომ, ჩინეთმა იოლად გადაიტანა თაობათა ცვლის პროცესი. ჟანგი და ლონი თავიანთ პირველ ოლიმპიადას თამაშობდნენ, თუმცა ეს არ დასტყობია მამაკაცთა ნაკრების გამოსვლას.

აზიელთა დომინირების ფონზე უნდა აღინიშნოს გერმანიის ნაკრების ბრინჯაო - მან მე-3 ადგილისთვის მატჩში 3:1 მოუგო ჰონგ კონგს. სხვათა შორის, გერმანია ერთადერთი იყო გუნდურ ჩემპიონატში, რომელმაც ერთი სეტი აართვა ჩინეთის ნაკრებს - ნახევარფინალში ტიმო ბოლმა იკე ჟანგის დამარცხება შეძლო.

კაცები

გუნდური

მე-3 ადგილისთვის

გერმანია-ჰონგ კონგი 3:1

1:0 ტიმო ბოლი-ჩუ-იან ლეუნი 11:6, 11:3, 11:7

2:0 დმიტრი ოვჩაროვი-პენ ტანი 13:11, 11:13: 11:9, 11:9

2:1 ბასტიან შტეგერი/დმიტრი ოვჩაროვი-ჩუ-იან ლეუნი/ტიანი ჟიანი 10:12, 8:11, 4:11

3:1 ტიმო ბოლი-ტიანი ჟიანი 9:11, 11:5, 11:9, 11:9

ფინალი

ჩინეთი-ს. კორეა 3:0

1:0 მა ლონი-სეუნმინ რიუ 11:6, 11:6, 6:11, 11:4

2:0 იკე ჟანგი-საეჰუიკ ჟოო 11:9, 5:11, 11:6, 11:8

3:0 ჰაო ვანი/იკე ჟანგი-სანეონ ო/სეუნმინ რიუ 11:4, 11:8, 11:6

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ika
გენაცვალეთ ბიჭებო...
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა