ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ შეარჩია ის ოცი ფეხბურთელი, რომელთა დახმარებითაც "ლა როხას" თავკაცი ევრო-2012-ის შესარჩევ მატჩებში შოტლანდიისა და ლიტვის ნაკრებების ძლევას აპირებს. ყველაზე დიდი სიახლე ისაა, რომ ნაკრების მიღმა "ბარსელონას" ვარსკვლავი ჩავი ერნანდესი დარჩა...

გამონაკლისი ჩავისთვის

ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ შეარჩია ის ოცი ფეხბურთელი, რომელთა დახმარებითაც "ლა როხას" თავკაცი ევრო-2012-ის შესარჩევ მატჩებში შოტლანდიისა და ლიტვის ნაკრებების ძლევას აპირებს. ყველაზე დიდი სიახლე ისაა, რომ ნაკრების მიღმა "ბარსელონას" ვარსკვლავი ჩავი ერნანდესი დარჩა...

ბოლო რამდენიმე კვირაა ჩავი ტკივილებს გრძნობს ფეხის კუნთებში, რაც სერიოზული ტრავმის ბრალი არ არის, მაგრამ ტკივილები ნახევარმცველს არ გაქრობია. ამიტომაც, "ბარსელონას" სამედიცინო შტაბის, ხოსეპ გვარდიოლასა და დელ ბოსკეს ერთობლივი გადაწყვეტილებით ჩავის დასვენების საშუალება მიეცა. სანაკრებო პაუზისას ჩავი მხოლოდ ინდივიდუალურად მოემზადება. დღეს "ბარსას" პლეიმეიქერს საბოლოოდ ეტყვიან, ითამაშებს თუ არა ის კვირას პრიმერა დივიზიონის მე-6 ტურის მატჩში "მალიორკას" წინააღმდეგ.

ნაკრებს ტრავმის გამო კიდევ ორი ფეხბურთელი დააკლდა, სესკ ფაბრეგასმა ორი კვირის წინათ "სანდერლენდთან" მატჩში კოჭი დაიზიანა, ხოლო "რეალის" მცველ რაულ ალბიოლს ამ სეზონში ჯერ არც უთამაშია.

"ფურია როხა" ლიტვის ნაკრებს სალამანკაში 9 ოქტომბერს მასპინძლობს, ხოლო ოთხ დღეში "ჰემპდენ პარკზე" შოტლანდიის ნაკრებს სტუმრობს.

მართალია, ვისენტე დელ ბოსკემ კვლავ არ გამოიძახა მადრიდის "ატლეტიკოს" ახალგაზრდა გოლკიპერი დავიდ დე ხეა, მაგრამ მის მისამართით ერთი-ორი ტკბილი სიტყვა არ დაიშურა: "დავიდს ძალიან კარგად ვიცნობ. ის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ გაფართოებულ სიაშიც მყავდა. მისი დრო ესპანეთის ნაკრებში ძალიან მალე მოვა. მაგრამ ახლა ჩვენთვის პრიორიტეტი მისი განვითარებაა, ამას კი სათამაშო გამოცდილება სჭირდება, რაც დავიდს ახალგაზრდულ ნაკრებში არ მოაკლდება. რაც მეტს ითამაშებს დე ხეა, მით უკეთესია მისთვის და ჩვენთვისაც".

ნაკრებში ადგილი შეინარჩუნა "ოსასუნას" მარცხენა მცველმა ნაჩო მონრეალმა, რომელმაც სექტემბრის მატჩებში თავი დიდად ვერ გამოიჩინა.

დელ ბოსკემ მომავალ მეტოქეებზეც ილაპარაკა: "ორივე ნაკრები საკმაოდ სახიფათო გუნდია. ძალზე სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ მათ. ლიტვის ნაკრები კარგად ორგანიზებული გუნდია. შოტლანდია კი შინ დიდებულად თამაშობს. არაფრით არ უნდა წავიფორხილოთ, რადგან ეს ძვირად დაგვიჯდება", - განაცხადა მსოფლიოს ჩემპიონთა გამოცდილმა თავკაცმა.

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: იკერ კასილიასი (რეალი), ხოსე მანუელ რეინა (ლივერპული), ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა).

მცველები: სერხიო რამოსი (რეალი), ალვარო არბელოა (რეალი), ჟერარდ პიკე (ბარსელონა), კარლეს პუიოლი (ბარსელონა), კარლოს მარჩენა (ვილიარეალი), ხოან კაპდევილა (ვილიარეალი), ნაჩო მონრეალი (ოსასუნა).

ნახევარმცველები: ჩაბი ალონსო (რეალი), სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), სანტი კასორლა (ვილიარეალი), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი), ხესუს ნავასი (სევილია).

თავდამსხმელები: ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), პედრო როდრიგესი (ბარსელონა), დავიდ ვილია (ბარსელონა), ფერნანდო ტორესი (ლივერპული).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა