ლუბა გოლოვინას ოლიმპიადაზე გამოსვლას ფედერაციის პრეზიდენტი აფასებს
როგორც ცნობილია, ლუბა გოლოვინა ლონდონის ოლიმპიადაზე მედალს გეგმავდა, რაც მან თამაშებამდე "ლელოში" სტუმრობის დროსაც განაცხადა.

საბოლოოდ ლუბა მეშვიდე ადგილს დასჯერდა. ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტს, მერაბ ჩიქობავას, რომელიც ლონდონში იმყოფება.

"ოლიმპიურმა კომიტეტმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, ფედერაციამ ყველაფერი გააკეთა ლუბა გოლოვინას ოლიმპიადისთვის უკეთ მოსამზადებლად, მწვრთნელებმაც, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პროცესები შედეგზე სწორად გათვლით ვერ დაიგეგმა. ის კი, რაც და როგორც დაიგეგმა, ნაკლებეფექტური გამოდგა.

ფედერაციაში ჩემს მოსვლამდე, მთელი ორი წლის განმავლობაში, მიზეზთა გამო ამ სპორტსმენს აკლდა საშეჯიბრო გამოცდილება. შევეცადეთ მდგომარეობის გამოსწორებას, მაგრამ, ეტყობა, დაგვიანებული იყო. ლუბას ტრავმებიც აწუხებდა.

საერთოდ, სპორტის ეს სახეობა ხიფათიანია. მოულოდნელობებისგანაც არავინაა დაზღვეული. აქ, ლონდონში, ასპარეზობის დაწყებამდე ორი დღით ადრე ვარჯიშზე ლუბა ბატუტიდან გადმოვარდა და სერიოზული სისხლჩაქცევა მიიღო ფეხზე.

შეჯიბრებაზე მაინც გამოვიდა. ნატკენი ფეხი იმდენად აწუხებდა, მსაჯებს სთხოვა მწვრთნელმა, ბატუტზე ლუბა მეორე მხრიდან ასულიყო, რათა მეტი ძალა ჯანსაღ ფეხზე გადაეტანა. ნება დართეს, მაგრამ, როგორც პირადმა მწვრთნელმა მითხრა, უმალვე გააპროტესტეს რუსებმა.

ვფიქრობ, ლუბამ ამ სიტუაციაში შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთა, თუმცა, ცხადია, მეტიც შეიძლებოდა, რომ არა ხსენებული უბედობა", - გვითხრა მერაბ ჩიქობავამ.

ავტოგრაფი გინესის წიგნისთვის

გახსოვთ, ალბათ, ვწერდი, რომ ოლიმპიურ პარკში ბევრი საინტერესო და ერთი შეხედვით უცნაური ამბები ხდება, ოღონდ ვერ გაიგებ, სად რა. უბრალოდ, ამ ვეებერთელა ტერიტორიაზე რაღაცას სახალისოს უნდა გადაეყარო.

მესამედ ამ პარკში მთავარ პრესცენტრში მიმავალმა გუშინ გზად გავიარე. ჩვენი დელეგაციის სპორტული ფორმის პერანგი მეცვა და სწორედ ამიტომ მოვხვდი ორი ახალგაზრდის ყურადღების ცენტრში.

გოგონას მუხლებზე ალბომი ედო, ვაჟი ოლიმპიადის სტუმარ გამვლელებზე "ნადირობდა" და პირდაპირ ემუდარებოდა, თავიანთი ავტოგრაფი დაეტოვებინათ გოგონასთან ალბომში.

ეს აქცია ასე იყო აფიშირებული: "ჩვენ ვაგროვებთ ავტოგრაფებს გინესის რეკორდების წიგნისთვის". ნამდვილად არ ვიცით, ეს ორი ლონდონელი ახალგაზრდა საბოლოოდ რამდენ ავტოგრაფს მოუყრის თავს და ვერც იმას გეტყვით, ახალ რეკორდზეა ლაპარაკი თუ უკვე არსებულის გაუმჯობესებაზე. ის კი ვნახე, რომ ჩემამდე ბევრი ხელმოწერა იყო დაფიქსირებული ქვეყნის მითითებით.

გინესის რეკორდისთვის, ალბათ, მნიშვნელობა ქვეყნების რაოდენობასაც ექნება - ვთქვათ, ავტოგრაფი დატოვა სხვადასხვა სტატუსით ოლიმპიადაში ჩართულმა ამდენმა და ამდენმა ადამიანმა ამდენი და ამდენი ქვეყნიდან და ა.შ.

ოლიმპიადა ნელდება

ოლიმპიური თამაშები ლონდონში დასასრულს უახლოვდება. რიტმი ნელდება თანდათან, თუმცა ეს შედარებით ნაკლებად შეიმჩნევა ოლიმპიურ პარკში და სულაც არ იგრძნობა ოლიმპიურ სტადიონზე, სადაც ბოლომდე შენარჩუნდება გადავსებული ტრიბუნების წინ უაღრესად საინტერესო სპორტული პაექრობები.

დიდია თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირის, სპორტის სხვა დარჩენილ სახეობებში მედლების გათამაშების მოლოდინიც. გააჩნია იმასაც, დარჩენილი პროგრამიდან ვისთვის რა უფრო საინტერესოა.

ბევრმა ქვეყანამ არა მხოლოდ სპორტის ცალკეულ სახეობებში, არამედ საერთოდაც ამოწურა თავისი პროგრამა და შინ გაეშურა. მათგან თამაშების დახურვის ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად თუ რჩება მხოლოდ დელეგაციის რამდენიმე წევრი.

იცით, ჩვენებიდან სამშობლოში პირველები ძიუდოისტები დაბრუნდნენ. ლონდონში დარჩება თამაშების დამთავრებამდე და საქართველოს დელეგაციასთან ერთად გამოემგზავრება ამ ოლიმპიადის ჯერჯერობით ერთადერთი ჩემპიონი ჩვენი სპორტსმენებიდან, ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი.

ჩვენი ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელებს, ლაშას თხოვნით, მისი მეგობარი ნუგზარ ტატალაშვილიც დაუტოვებიათ ლონდონში, რომ ჩემპიონისთვის ეს დღეები მოსაწყენი არ ყოფილიყო.

მომაბეზრებელია, მაგრამ დაცული ხარ

რა თქმა უნდა, არაკომფორტულია, მაგრამ დღევანდელ მსოფლიოში უსაფრთხოების გამართული უზრუნველყოფაც რომ "მსხვერპლს მოითხოვს", სადავო აღარ არის.

წესრიგით გამორჩეული ბრიტანეთი, რასაც ჩვენ ვხედავთ და საკუთარ თავზე განვიცდით, ოლიმპიური თამაშების ჩატარების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს უმაღლეს დონეზე.

ყოველდღიურად რამდენიმე საკონტროლო პუნქტის გავლა გვიწევს ჟურნალისტებსაც. ახლა კომპიუტერის ეპოქაა და ეს განუყრელი თანამგზავრი, განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლებისთვის, შემოწმების პროცესის დაწყებამდე ჩანთიდან აუცილებლად უნდა ამოიღო და სხვა ნივთებისგან გამოცალკევებით გაატარო რენტგენულ გაშუქებაზე. ეს კიდევ არაფერია, ჯიბეების გამუდმებულ ამოცარიელებასა და ქამრის მოხსნა-შეკვრის მომაბეზრებელ პროცედურასთან შედარებით.

საკონტროლო ზოლთან რიგებია თითქმის ყოველთვის. შემთხვევით, მით უფრო, რაიმე მაქინაციით, ამ ობიექტს ვერავინ გასცდება.

მოწმდება, უპირველესად, სააკრედიტაციო ბარათი. ბარათის შტრიხკოდს შემმოწმებელი ულტრასხივს დააშუქებს და გამოჩნდება ეკრანზე შენი ფოტო, ზუსტად იმის ასლი, რომელიც ჩაკრულია სააკრედიტაციო ბარათში. სულ ეს არის - მწვანე გზა გაქვს.

თენგიზ გაჩეჩილაძე ლონდონიდან

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რატომ არ შედგა "ბაიერნში" ოსიმენის ტრანსფერი?
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
შესაძლოა, შეთავაზება ზამთარშივე გააკეთონ - “ბაიერნს” კოსოვოელი ფორვარდი სურს
ისტორიული გამარჯვება - მეტელკინა და ბერულავა ევროპის ჩემპიონები გახდნენ
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა