ჰოლანდიაში, მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე, სადაც ერთადერთი წარმომადგენელი გვყავს, უკვე ხუთი ტური გათამაშდა
ჰოლანდიაში, მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე, სადაც ერთადერთი წარმომადგენელი გვყავს, უკვე ხუთი ტური გათამაშდა.

სოფიკო გურამიშვილმა 3,5 ქულას მოუყარა თავი და ლიდერებს თითო ქულით ჩამორჩება. ქართველმა დიდოსტატმა პირველ ტურში შავი ფიგურებით გერმანელ სვენ კრუგერს სძლია, მეორე ტურშიც მისი თანამემამულე დენის ლუფტი დაამარცხა, მესამეში კი თავად დაუცდა ფეხი და დაბალი რეიტინგის მქონე მასპინძელთან - მილან მოსტერმანთან წააგო.

ბოლო ორ ტურში კი ქულანახევარს მოუყარა თავი: ჯერ 2036 რეიტინგის მქონე ჰოლანდიელს - მარტინ რადემაკერს დაუზავდა, შემდეგ კიდევ ერთ ნიდერლანდელს - ჯოშ კუიფერს აჯობა.

მე-5 ტურში ლიდერთა 9 პარტიიდან მხოლოდ ერთი გამოდგა შედეგიანი: ჰოლანდიელმა დიდოსტატმა დიმიტრი რეიდერმანმა თანამემამულე ალი ბითალზადეხი დაამარცხა. ყაიმზე შეთანხმდნენ: სურია შეხარ განგული (ინდოეთი) - ნაგენ პიოჩი (გერმანია), სტიუარტ ჰელსინჯერი (ინგლისი) - ბარის ესენი (თურქეთი), მერინ ვან დელფტი (ჰოლანდია) - ილია ნიჟნიხი (უკრაინა), პატრიკ ზელბელი (გერმანია) - ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი), მიხაელ ჰოფმანი (გერმანია) - ეიშა კარავადე (ინდოეთი).

ხუთი ტურის შემდეგ 4,5-4,5 ქულით ბარის ესენი, ნაგენ პიოჩი, სურია განგული, დიმიტრი რეინდერმანი, სტიუარტ ჰასლინჯერი მეწინავეობენ. 24 მოჭადრაკეს 4-4 ქულა აქვს.

მე-6 ტურში გურამიშვილი ფრენკ ლომერს (ჰოლანდია) დაუპირისპირდება.

არაბიძემ ჩელსის აჯობა

ორი მოგება და ოთხი ყაიმი - ასეთი შედეგით მივიდა ქართველი მოჭადრაკე მერი არაბიძე 20-წლიანთა მსოფლიოს ჩემპიონატის მე-7 ტურამდე, რომელსაც საბერძნეთის დედაქალაქი ათენი მასპინძლობს.

8 აგვისტოს ჩვენებური შავი ფიგურებით ინდონეზიელ მონიკა სიჰიტე ჩელსის ეთამაშებოდა. დებიუტიდანვე უკეთესი პოზიცია მიიღო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ინდონეზიელმა 31-ე, კB1 სვლით უხეში შეცდომა დაუშვა, შავების უპირატესობა იმდენად აშკარა გახდა, რომ 39-ე სვლაზე ჩელსიმ წინააღმდეგობა შეწყვიტა. ქართველმა მოჭადრაკემ ხუთ ქულას მოუყარა თავი.

ლიდერთა მე-7 ტურის დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: ალინა კაშლინსკაია (რუსეთი) - ირინა ბულმაგა (რუმინეთი) 0,5:0,5, ანასტასია ბოდნარუკი (რუსეთი) - კლაუდია კულონი (პოლონეთი) 1:0, დეიზი კორი (პერუ) - იოვანა ვოინოვიჩი (ჩერნოგორია) 1:0, გუო ქი (ჩინეთი) - ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი) 0,5:0,5, ანდრეა პაულა როდრიგესი (კოლუმბია) - ნასტასია ზიაზიულკინა (ბელარუსი) 0:1. ნანი უნაფქოშვილი მასზე ბევრად დაბალი რეიტინგის მქონე კანადელს - ვერონიკა რეჯინა კალაიდინას (კანადა) დაუზავდა და მხოლოდ 2,5 ქულა აქვს.

შვიდი ტურის შემდეგ გოგონებში 5,5-5,5 ქულით ბულმაგა, ბოდნარუკი, კორი და ზიაზიულკინა ლიდერობენ. შვიდმა მოჭადრაკემ, მათ შორის - არაბიძემ, 5-5 ქულა მოაგროვა.

გუშინდლამდე ვაჟებსაც ერთპიროვნული ლიდერი ჰყავდათ - ალექსანდრ იპატოვი (თურქეთი), რომელსაც 6 ტურში მხოლოდ ნახევარი ქულა ჰქონდა დაკარგული. გუშინ იგი უნგრელ რიჩარდ რაპორტს 36-ე სვლაზე დაუზავდა.

იპატოვს ნახევარ-ნახევარი ქულით რამდენიმე მოჭადრაკე ჩამორჩებოდა. მათი შეხვედრების შედეგები ასეთია: დას დებაშისი (ინდოეთი) - იუ იანი (ჩინეთი) 0,5:0,5, ალექსანდრ შიმანოვი (რუსეთი) - კარენ გრიგორიანი (სომხეთი) 0,5:0,5, სამველ ტერ-საჰაკიანი (სომხეთი) - ნილს გრანდელიუსი (შვედეთი) 0,5:0,5, დინ ლირენი (ჩინეთი) - ტალ ბარონი (ისრაელი) 1:0, მიხაილ ანტიპოვი (რუსეთი) - სალეხ სალემი (არაბთა გაერთიანებული საემიროები) 1:0, პეტერ შრეინერი (ავსტრია) - გრიგორი ოპარინი (რუსეთი) 1:0, ანტონიოს პავლიდისი (საბერძნეთი) - ვეი იი (ჩინეთი) 0,5:0,5.

ექვსი ტურის შემდეგ ქართველი მოჭადრაკე ვაჟები მეწინავეებს საკმაოდ ჩამორჩებოდნენ. მეშვიდე ტურში შალვა ნადირაშვილი - ალექსანდოს დოუნის (საბერძნეთი) შეუთანხმდა ყაიმზე, გიუსეპ ლიევამ (პერუ) დიმიტრი კვარაცხელია დაჯაბნა.

ნადირაშვილს 3,5, კვარაცხელიას 2,5 ქულა აქვს. ქართველ ჭაბუკებს შვიდი ტურის შემდეგ საპრიზო ადგილებზე გასვლის შანსი, ფაქტობრივად, აღარ შერჩათ. აქ შვიდი ტურის შემდეგ 6 ქულით ისევ იპატოვია გათამაშების ცხრილის პირველ საფეხურზე. ლიდერს ნახევარ-ნახევარი ქულით ერთბაშად 9 მოჭადრაკე ჩამორჩება.

9 აგვისტოს მოჭადრაკეები დაისვენებენ. ხვალ მე-8 ტურის ორთაბრძოლები გაიმართება. გოგონებში არაბიძე შავი ფიგურებით ჩინელ ვან იუეს შეხვდება. დანარჩენი ლიდერები ასე დაწყვილდნენ: ზიაზიულკინა - ბოდნარუკი, ბულმაგა - კორი, გუო ქი - კალინსკაია, გორიაჩკინა - ვარგა. უნაფქოშვილი ნორვეგიელ ელის ფორსს გაუწევს მეტოქეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა