15 აგვისტოს "მიხეილ მესხზე" გასამართი საქართველო-ხორვატიის მატჩის ხილვა 5 ლარი ეღირება
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 15 აგვისტოს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში ხორვატიას უმასპინძლებს.

ამ შეხვედრისთვის მზადებას ჩვენი 21-წლამდელები 12 აგვისტოს, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" დაიწყებენ.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ ამ შეხვედრისთვის შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა:

მეკარეები: გიორგი ნადირაძე (სპარტაკი), კახაბერ მეშველიანი (ზესტაფონი), გიორგი ბეგაშვილი (გაგრა);

მცველები: მამუკა კობახიძე, თედო გრიგალაშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი (ყველა - ზესტაფონი), საბა კვირკველია (ნეფტეხიმიკი, რუსეთი), არჩილ ტვილდიანი (დინამო), დავით კოხია (ვოლგა, რუსეთი), ნიკოლოზ აფაქიძე (ზუგდიდი);

ნახევარმცველები: ნიკოლოზ კვეკვესკირი, ჯაბა ჯიღაური, გიორგი პაპავა, ლაშა ჩაფიძე, ლაშა პარუნაშვილი (ყველა - დინამო), ნიკოლოზ ძალამიძე (იაგელონია, პოლონეთი), ვალერი ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), მერაბ გიგაური, გიორგი კუხიანიძე (ორივე - ტორპედო);

თავდამსხმელები: გიორგი ჭანტურია (ვიტესი, ჰოლანდია), დავით სხირტლაძე (ორჰუსი, დანია), კონსტანტინე გაბაშვილი (დინამო), ნიკოლოზ საბანაძე (ტორპედო).

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები საწვრთნელ ბაზაზე შეკრებას 12 აგვისტოს, საღამოს 17 საათიდან დაიწყებენ.

ლეგიონერების ნაწილი გუნდს 13 აგვისტოს შეუერთდება. სრული შემადგენლობით გუნდი პირველად 14 აგვისტოს ივარჯიშებს.

ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ბაზაზე გამართული ვარჯიშები დახურული იქნება. 14 აგვისტოს კი ახალგაზრდული ნაკრები მატჩისწინა ვარჯიშს "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე გამართავს და იგი მედიისთვის თავიდან ბოლომდე ღია იქნება.

ვარჯიშის დაწყებამდე სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში მატჩისწინა პრესკონფერენციას ალექსანდრე ჩივაძე გამართავს.

რაკი "მიხეილ მესხის" რეკონსტრუქცია ჯერ არ დასრულებულა, ამ შეხვედრაზე დასასწრები მხოლოდ 5 ათასი ბილეთი გაიყიდება. ბილეთების შეძენა ამავე სტადიონის სალაროში 5 ლარად იქნება შესაძლებელი.

მატჩი 15 აგვისტოს 20 საათზე დაიწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩივაძე VS შუშაკი - ყველა შეტევა და ინიციატივა მომზადებული უნდა იყოს!

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა