გთავაზობთ ინტერვიუს ესპანეთის ნაკრებისა და "რეალის" მცველ ალვარო არბელოასთან. მსოფლიოს ჩემპიონთან საუბარი "სამეფო კლუბის" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

გთავაზობთ ინტერვიუს ესპანეთის ნაკრებისა და "რეალის" მცველ ალვარო არბელოასთან. მსოფლიოს ჩემპიონთან საუბარი "სამეფო კლუბის" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

- თამაშის რა ასპექტში ესაჭიროება გუნდს გაძლიერება?

- ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს დასახვეწი. გუნდში ყოველთვის არის "ზრდის" რეზერვი, სამუშაოც ბევრია.

- თუმცა "რეალი" ესპანეთსა და ევროპაში ჯერ კიდევ დაუმარცხებელია...

- და ეს ძალიან მნიშვნელოვანია - გუნდი ფორმაში მინიმალური დანაკარგებით შედის. ჩვენი დამარცხება ძნელია და მალე კიდევ უფრო ძნელი იქნება.

- "რეალი" ამ სეზონში ძალიან ბევრ საგოლე მომენტს ანიავებს, ამის გამო გუნდში ხომ არ შფოთავთ?

- ვგულშემატკივრობთ ჩვენს ფორვარდებს და მათ გამოც განვიცდით, მაგრამ მთავარია, გუნდმა დაცვაში თამაშს უმატოს, მწვრთნელის იდეები მოედანზე გადმოიტანოს, ამის შემდეგ კი ყველაფერი რიგზე იქნება, რადგან ჩვენ ფანტასტიკური შემტევები გვყავს.

- "დეპორტივოსთან" გოლებს ველოდოთ?

- ვიმედოვნებ, რომ ბევრ გოლს გავიტანთ. როგორც წესი, "სანტიაგო ბერნაბეუზე" უამრავ საგოლე მომენტს ვქმნით.

- თქვენთვის "დეპორთან" თამაში განსაკუთრებული უნდა იყოს...

- რა თქმა უნდა, მე ხომ ერთი სეზონი გალისიაში გავატარე. ყოველთვის მსიამოვნებს "დეპორტივოს" წინააღმდეგ თამაში.

- ლოტინას გუნდიდან ყველაზე მეტად ვის ან რას უფრთხით?

- მეტოქეს ახლა ცუდი დროება აქვს და ძალიან მოინდომებს ჩვენს წინააღმდეგ.

- რას ეტყოდით "რეალის" ფანებს?

- ყოველ კვირას უკეთესი გუნდი ვიქნებით, ვიდრე წინა ტურში. მალე ისინი სახლში ძალიან კმაყოფილები წავლენ. გულშემატკივრებს ვთხოვ, სჯეროდეთ ჩვენი.

- მოურინიოს მოსვლა თუ დაეტყო "რეალს"?

- მოურინიო ძლიერი პიროვნებაა. მან ყოველთვის იცის, რა უნდა ჩვენგან. რაც ის მოვიდა, ტაქტიკურ აზროვნებაში მოვუმატეთ. კარვალიოს მოსვლაც ძალიან წაგვადგა, პორტუგალიელი ძალიან გამოცდილი მცველია.

- "რეალის" სხვა ახალწვეულებს როგორ დაახასიათებთ?

- ხედირა, იოზილი, პედრო ლეონი, დი მარია, კანალესი ძალიან ნიჭიერები არიან და მათ დიდი მომავალი აქვთ.

- ფილმების მოყვარული ხართ და რას დაარქმევდით "ფილმს", მოურინიოს "რეალს"?

- წარმოდგენა არა მაქვს, მაგრამ ამ ფილმს აუცილებლად "ჰეფი ენდი" ექნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა