"ლივერპულის" მესაკუთრე ჯონ ჰენრიმ განაცხადა, რომ კლუბს დაფინანსების წყაროები სჭირდება
"ლივერპულის" მესაკუთრე ჯონ ჰენრიმ განაცხადა, რომ კლუბს დაფინანსების წყაროები სჭირდება და შესაბამისად, ის მზადაა, "ენფილდისთვის" სახელის გადარქმევის საკითხი განიხილოს.

მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოში უკვე არის. მაგალითად მიუნხენის "ალიანს არენაც" გამოდგება და "არსენალის" კუთვნილი "ემირიტსიც".

მოგეხსენებათ, "წითლების" ბოსებმა ამა წლის გაზაფხულზე უარი თქვეს ახალი "სტენლი პარკის" აშენებაზე, რადგან კლუბს ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა. გულშემატკივართა დიდი ნაწილი ბედნიერი დარჩა, რომ "ენფილდიდან" წასვლა არ მოუწევდა.

წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებოდა ხალხი ჰენრის განცხადების შემდეგ. არ გვგონია, ამერიკელს ლივერპულელთა წყევლა-კრულვა აშინებდეს. მისთვის მთავარი დაფინანსების მოძიებაა.

"დღესავით ნათელია, რომ შემოსავლების ზრდა გვჭირდება. ამის გაკეთება იოლი არ იქნება და ეს მშვენივრად გვესმის. საჭიროა, საქმეს გლობალურად მივუდგეთ. "ენფილდის" სახელის გაყიდვა ერთ-ერთი ასეთი გზაა.

მთავარია, შესაბამისი პარტნიორი ვიპოვოთ. ჯერჯერობით ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. ჩვენი მიზანი პრემიერლიგის მოგებაა. წელს, ალბათ, ეს არ მოხერხდება, მაგრამ მასზე უარის თქმას მაინც არ ვაპირებთ.

ოცნების ახდენა მხოლოდ თამაშის მკვეთრად გაუმჯობესების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი," - განაცხადა ჯონ ჰენრიმ.

გოდინი აგერის ნაცვლად?

იმ შემთხვევაში, თუკი დანიელ აგერი კარიერას "მანჩესტერ სიტიში" განაგრძობს, "ლივერპული" მადრიდის "ატლეტიკოდან" დიეგო გოდინის შეძენას შეეცდება.

ჯერჯერობით დანიელ ფეხბურთელზე კლუბები არ შეთანხმებულან, თუმცა გამორიცხული არაფერია. აგერის წასვლის შემთხვევაში მარტინ შკრტელის პარტნიორი დაცვაში სებასტიან კოატესი უნდა იყოს ან ჯეიმი კარაგერი.

პირველი ახალგაზრდაა და პრემიერლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება არ გააჩნია; მეორე კი 34 წლისაა და სეზონის მთელ სიმძიმეს ნამდვილად ვერ აიტანს, ელემენტარულად, ფიზიკურად ვერ გაუძლებს.

26 წლის დიეგო გოდინს "როხიბლანკოსთან" ხელშეკრულება 2015 წლის ივლისამდე აკავშირებს. ესპანელები მას 14 მილიონ ევროდ აფასებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა