ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კევინ დურანტი: 100 მეტრს 8 წამში გავირბენ

კევინ დურანტი: 100 მეტრს 8 წამში გავირბენ

ამერიკელი კალათბურთელი არგენტინასთან პირველ შეხვედრას იხსენებს
10 აგვისტოს, ნახევარფინალურ ეტაპზე ამერიკისა და არგენტინის ნაკრებები კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს. ამ გუნდების პირველი შეხვედრა ჯგუფურ ეტაპზე "დრიმ თიმის" დიდი უპირატესობით დასრულდა, თუმცა პირველ ტაიმში აბსოლუტურად თანაბარი თამაში იყო.

იმ მატჩში ათიდან რვა სამქულიანი ჩააგდო კევინ დურანტმა და სულ ცოტა დააკლდა პარტნიორის - კარმელო ენტონის რეკორდამდე, რომელიც 12-დან ათ სამქულიანს უდრის. მელომ ეს შედეგი ნიგერიასთან მატჩში დააფიქსირა.

დღევანდელი ნახევარფინალის წინ დურანტი იხსენებს არგენტინასთან პირველ შეხვედრას და ამბობს, რომ ისეთი დაცვით, როგორიც მის გუნდს პირველ ტაიმში ჰქონდა, ამერიკამ ნებისმიერ მეტოქესთან შეიძლება წააგოს.

- არგენტინასთან მატჩის პირველი ნახევარი "ყველა ვარსკვლავის მატჩს" უფრო ჰგავდა, ვიდრე ოფიციალურ შეხვედრას. რის ხარჯზე შეძელით დიდი შესვენების შემდეგ მეტოქის განადგურება?

- ასეთი გუნდი გვყავს... არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ყველა მატჩს ვიგებთ. ლებრონმა შესანიშნავად დაიწყო მეორე ნახევარი და ჩვენც აგვიყოლია.

მან ყველას დადებითი მუხტი გადმოგვცა. ჯეიმსს შეუძლია აგრესიულად მოქმედება. ის ყოველთვის ასეთი იყო და ეს თვისება სასარგებლოა ჩვენი ნაკრებისთვის. გამოვიყენეთ ის ენერგია, რომელიც მან გუნდს დაუმატა, ტემპი დავიჭირეთ და ბურთის ჩაგდება დავიწყეთ...

- რა გაკვეთილი გამოიტანეთ პირველი ტაიმიდან, რომელშიც 59 ქულა მიიღეთ საკუთარ ფარში?

- გაკვეთილი შემდეგი იყო: თუ ასე გავაგრძელებდით, ერთხელ სადმე აუცილებლად წავაგებდით. დაცვაში ასე თამაში, უბრალოდ, არ შეიძლება. იმისთვის, რომ მოიგო, მთელი მატჩის განმავლობაში მაქსიმალურად უნდა დაიხარჯო. არ არის მართებული მხოლოდ მესამე მეოთხედიდან თამაშის დაწყება. საბედნიეროდ, ჭკვიანი გუნდი გვყავს.

შეგვიძლია უშუალოდ მატჩის მსვლელობის დროს საკუთარი შეცდომების გამოსწორება. არგენტინასთან მატჩში დიდი შესვენების შემდეგ, დაცვაში უფრო აგრესიულად თამაში დავიწყეთ - გამოგვდიოდა დაფარებები, ჩაჭრები... მთავარია, მეტოქეს აღარ მივეცით იოლი ქულების დაგროვების საშუალება. ვფიქრობ, მესამე და მეოთხე მეოთხედში ჩვენი თამაშის მიმართ სამწვრთნელო შტაბს არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა. სწორედ ასე უნდა ვითამაშოთ პირველი წამებიდან.

- მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატზე, როცა სამქულიანი რკალის რადიუსი 6,25 მეტრი იყო, თქვენ, პრაქტიკულად, არ აცილებდით ამ მანძილიდან. ახლა FIBA-ს ჩინოვნიკებმა ეს მანძილი ნახევარი მეტრით გაზარდეს, მაგრამ მაინც უშეცდომოდ ისვრით. რამდენად მნიშვნელოვანია ის 49 სანტიმეტრი, რომელიც NBA-სა და ევროპული კალათბურთის სამქულიანის რკალებს შორის არსებობს (7,24 მ და 6,75 მ)? რამდენად გიადვილდებათ FIBA-ს ტურნირებზე სამქულიანების ჩაგდება, ვიდრე NBA-ს მატჩებში?

- საერთოდ, მე უნივერსალური ფორვარდი ვარ და კალათბურთში საკმაოდ ბევრი შემიძლია - მხოლოდ სამქულიანების ჩაგდებით არ შემოვიფარგლები. უბრალოდ, გარემოება მოითხოვს, რომ კონკრეტულად ამ გუნდს ჩემგან ყველაზე მეტად შორიდან ტყორცნები სჭირდება და მე ეს როლი ძალიან მომწონს.

მით უმეტეს, რომ თქვენ მართალი ხართ - ნახევარი მეტრი შესამჩნევ გავლენას ახდენს სროლაზე. ევროპაში სამქულიანის ჩაგდება უფრო იოლია. ერთადერთი, რაც მჭირდება - პარტნიორის პასი დავიჭირო და მაშინვე ვისროლო.

- მიუხედავად ამისა, ერთხელ ცხრა მეტრიდან ჩააგდეს ბურთი...

- სროლის წინ არასოდეს ვფიქრობ ისეთ წვრილმანებზე, როგორიცაა მანძილი ფარამდე. ვგრძნობდი, რომ შემეძლო ჩაგდება და ვიცოდი - როგორც კი გადაცემას მივიღებდი, მაშინვე შევუტევდი. როცა კარგ რიტმს იჭერ, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მოშორებული ხარ სამქულიანის ხაზს. შინაგანი დამაჯერებლობა უფრო მნიშვნელოვანია.

- როგორ ახერხებთ ბურთის მიღებას სიტუაციაში, როცა თქვენს გარშემო არცერთი მეტოქე არ დგას? სუპერსნაიპერის რეპუტაცია გაქვთ და წესით, მცველები მუდმივად ყველგან უნდა დაგდევდნენ...

- გუნდში ძალიან კარგი გამთამაშებლები გვყავს. საკმარისია, წამის მეათედით დაუსხლტე მეურვეს - ბურთი უკვე შენ გაქვს. რჩება მხოლოდ ფარის მიმართულებით სროლა.

- იმავე არგენტინასთან მატჩში სერიოზულად იუხეშეს კარმელო ენტონის წინააღმდეგ და თქვენ ყველაზე აქტიურად ცდილობდით არგენტინის სათადარიგო სკამთან მისვლას...

- იმ ძალისმიერმა ილეთმა, რომლის გამოც მელო დაზარალდა, ძალიან გაგვაბრაზა. ჩვენ არგენტინას ოლიმპიადის წინ, ბარსელონაში ვეთამაშეთ და მაშინაც მოხდა პატარა ჩხუბი. ამან ძალიან ამოგვაგდო სათამაშო რიტმიდან და შედეგად, ძალიან რთული გამარჯვება მოვიპოვეთ.

ახლა კი მნიშვნელოვანია, ყველა მეტოქეს ვაგრძნობინოთ - ამერიკის ნაკრებს ვერ დააშინებენ. ამას ვერავინ გააკეთებს. ჩვენ მეტოქის უხეშობას სწორი და ადეკვატური პასუხი უნდა გავცეთ და ვფიქრობ, ეს გამოგვივიდა.

- კმაყოფილი ხართ იმ სპორტული ფორმით, რომლითაც ამერიკა პლეი ოფს შეხვდა?

- მე მგონი, იმავე არგენტინასთან და შემდეგ, მეოთხედფინალში ავსტრალიასთან მატჩმა პასუხი გასცა იმ კრიტიკოსებს, რომლებმაც ლიტვასთან მატჩის შემდეგ უსიამოვნო ფრაზები ისროლეს ჩვენი მისამართით.

- გქონდათ თუ არა საშუალება, სპორტის სხვა სახეობის სტარტებს დასწრებოდით?

- დიახ. ვიყავი ცურვაზე, კრივზე, მძლეოსნობაზე... შესანიშნავი შთაბეჭდილება იყო, ძალიან მომეწონა. შეძლებისდაგვარად, ვცდილობ, თანამემამულეებს მხარი დავუჭირო.

- უსაინ ბოლტმა მოიგო მორიგი ოქროს მედალი. თქვენ რა დროში შეგიძლიათ 100 მეტრის გარბენა?

- წარმოდგენა არ მაქვს. სავარაუდოდ, რვა წამში... ნებისმიერ შემთხვევაში, ოლიმპიადის ფინალში ბოლო ადგილზე გავიდოდი.

- როგორც ჩანს, წარმოდგენა არ გაქვთ, რას უდრის 100 მეტრზე სირბილში მსოფლიოს რეკორდი...

- დიახ, მართალი ხართ. სირბილი არასოდეს ყოფილა ჩემი გატაცება. ბავშვობიდან მხოლოდ კალათბურთს ვთამაშობ და ამის გამო სულაც არ ვნაღვლობ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] გენიალური სტეფ კარის შოუ ნიკოლა იოკიჩის "დენვერ ნაგეთსთან"

[VIDEO] ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი - "ფილას" ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული "ბოსტონი"

[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!

საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა

მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა

2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა

მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა

საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს

ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა

[VIDEO] ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი - "ფილას" ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული "ბოსტონი"

ცნობილი კამერუნელი გოლეადორი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძობს

[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე

[VIDEOS] მამუკელაშვილის წარმატებული დებიუტი - ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა

"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას

"ბორჯღალოსნები" | ნოემბერში ინგლისელი, ზელანდიელი და ირლანდიელი გვიმსაჯებს

ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს

"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა

გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა

ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს

მამარდაშვილი "აინტრახტთან" სასტარტოშია, ქოჩორაშვილი "მარსელთან" სათადარიგოა

თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა