ამერიკელმა ქალებმა იაპონელებთან ძალიან დაძაბული ფინალური დაპირისპირება მოიგეს და ზედიზედ მესამედ გახდნენ ოლიმპიური ჩემპიონები
ამერიკელმა ქალებმა იაპონელებთან ძალიან დაძაბული ფინალური დაპირისპირება მოიგეს და ზედიზედ მესამედ გახდნენ ოლიმპიური ჩემპიონები.

იაპონიის ნაკრებმა, რომელიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, ფინალამდე დამაჯერებლად კი მიაღწია, მაგრამ იქ უკვე ვეღარაფერს გახდა.

ამერიკელთა ლიდერმა კარლი ლოიდმა დუბლი შეასრულა და ფინალური მატჩის გმირად იქცა. მეორე გმირი კი აშშ-ის ნაკრების მეკარე ჰოუპ სოლოა, რომელმაც მეტოქის რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია.

იაპონელებმა ანგარიშის გათანაბრება მთელი მონდომებით სცადეს, მაგრამ მათ ხან სიზუსტე ღალატობდათ, ხანაც წინ სოლოს შესანიშნავი რეაქცია ეღობებოდათ.

მთლიანობაში, შეხვედრა ლოგიკური შედეგით დასრულდა, იაპონიისთვის კი, რომლის ქალთა ნაკრებიც ელიტაში ბოლო წლებში გაერია, ვერცხლის მედლებიც მისაღები შედეგი უნდა იყოს.

კიდევ უფრო ბედნიერები არიან ბრინჯაოს მომგები კანადელები, რომელთაც ტურნირის წინ სათვალავში თითქმის არავინ აგდებდა.

ქალთა საფეხბურთო ტურნირი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. დღეს და ხვალ კი მედლებს კაცები გაითამაშებენ. შეგახსენებთ, მესამე ადგილისთვის დღეს იაპონია და სამხრეთ კორეა იბრძოლებენ, ხვალ კი ბრაზილიისა და მექსიკის მონაწილეობით ფინალი გველის.

ქალები

ფინალი

აშშ-იაპონია 2:1

აშშ: სოლო, რამპონი, ოჰარა, ლე პეილბე, ბოქსი, ლოიდი, მორგანი, ვემბეჩი, რაპინო (57. ჩენეი), ბუელერი (80. ზაუერბრუნი), ჰეტი.

იაპონია: ფუკუმოტო, კინგა, ივაშიმიცუ, კუმაგაი, სამეშიმა (77. ივაბუჩი), საკაგუჩი (59. ტანაჯა), მიიამა, კავასუმი, სავა, ონო (86. მარუიამა), ოგიმი.

გოლები: 1:0 ლოიდი (8), 2:0 ლოიდი (54), 2:1 ოგიმი (63)

გაფრთხილება: ვემბეჩი

არბიტრი: ბ. შტაინჰაუსი (გერმანია)

მე-3 ადგილისთვის

კანადა-საფრანგეთი 1:0

კანადა: მაკლეოდი, მოსკატო, უილკინსონი, მეტისონი, სესელმანი, სკოტი, სინკლერი, შმიდტი, ტანკრედი (77. ტიმკო), ფილინიო (55. კაილი), ნაულტი (83. ჩეპმენი).

საფრანგეთი: ბუჰადი, რენარი, ჟორჟი, სუბეირანი (54. აბილი), ფრანკო, ბომპასტორი, დელიე (60. სომერი), ტომისი (90. კატალა), ნეციბი, ბუსალია, ტინეი.

გოლი: 1:0 მეტისონი (90)

გაფრთხილება: აბილი

არბიტრი: ჯ. პალმკვისტი (შვედეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა