იოახიმ ლიოვმა ის შემადგენლობა გამოაცხადა, რომლითაც ბუნდესგუნდი 15 აგვისტოს არგენტინას ამხანაგურად დაუპირისპირდება
9 აგვისტოს გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ის შემადგენლობა გამოაცხადა, რომლითაც ბუნდესგუნდი 15 აგვისტოს არგენტინას ამხანაგურად დაუპირისპირდება.

როგორც მოსალოდნელი იყო, იოგიმ შემადგენლობა დიდად არ შეცვალა - 19-კაციან სიაში 17 ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატის შემადგენლობიდანაა გამოძახებული. მათ სვენ ბენდერისა და იულიან დრაქსლერის სახით ორი ისეთი მოთამაშე დაემატათ, რომლებიც ბუნდესგუნდის გაფართოებულ სიაში ევრო 2012-ისთვისაც იყვნენ.

ოდნავ მოულოდნელი იყო ლიოვის გადაწყვეტილება მეკარეების შერჩევისას: იოგიმ მანუელ ნოიერთან ერთად ჰანოვერელ რონ-რობერტ ცილერს უხმო; ტიმ ვიზე კი, რომელიც ნოიერის პირველ შემცვლელად მიიჩნევა, თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა.

გერმანიის ნაკრების მეკარეების მწვრთნელმა ანდრეას კიოპკემ ეს გადაწყვეტილება ბუნდესგუნდის გაახალგაზრდავების პროცესით ახსნა:

"ჰანსი ფლიკი და მე ტიმს ჰოფენჰაიმში ვესტუმრეთ და დიდხანს ვესაუბრეთ. ჩვენ მას ავუხსენით, რომ გვინდა, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში აქცენტი ახალგაზრდა მეკარეებზე გავაკეთოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიზე საბოლოოდ ჩამოწერილია".

მწვრთნელების გადაწყვეტილება არც თავად ვიზემ გააპროტესტა:

"ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილება ჩემთვის გასაგები და მისაღებია. ლიოვისა და მისი გუნდის ნაბიჯს პატივს ვცემ. მხოლოდ იმას დავძენ, რომ თუ ნაკრებს დავჭირდები, ყოველთვის მზად ვარ, ბუნდესგუნდის ფორმა მოვირგო".

იმ შემადგენლობიდან, რომლითაც გერმანიამ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, არგენტინასთან ლიოვს "ბაიერნის" სამი ფეხბურთელი დააკლდება:

როგორც მოსალოდნელი იყო, იოგიმ კაპიტან ფილიპ ლამზე და ვიცე-კაპიტან ბასტიან შვაინშტაიგერზე უარი თქვა, მარიო გომესმა კი, როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ ოპერაცია გაიკეთა.

არგენტინასთან ტესტ-მატჩში არც ლონდონის "არსენალის" გერმანელი ფეხბურთელები, ლუკას პოდოლსკი და პერ მერტეზაკერი იასპარეზებენ, რადგან ამ შეხვედრიდან სამ დღეში ინგლისის ჩემპიონატი იწყება.

სამაგიეროდ, სიაშია მარიო გიოტცე, რომელმაც სრული დატვირთვით ვარჯიში სულ რაღაც ორიოდე დღის წინ განაახლა...

მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), რონ-რობერტ ცილერი (ჰანოვერი)

მცველები: ჯერომ ბოატენგი (ბაიერნი), ლარს ბენდერი (ლევერკუზენი), ჰოლგერ ბადშტუბერი (ბაიერნი), მატს ჰუმელსი (ბორუსია /დ/), ბენედიქტ ჰიოვედესი (შალკე), მარსელ შმელცერი (ბორუსია /დ/).

ნახევარმცველები: სვენ ბენდერი (ბორუსია /დ/), იულიან დრაქსლერი (შალკე), თომას მიულერი (ბაიერნი), მარიო გიოტცე (ბორუსია /დ/), ტონი კროოსი (ბაიერნი), მესუთ იოზილი (რეალი), მარკო როისი (ბორუსია /დ/), ანდრე შიურლე (ლევერკუზენი), სამი ხედირა (რეალი), ილქაი გიუნდოგანი (ბორუსია /დ/).

თავდამსხმელი: მიროსლავ კლოზე (ლაციო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა