მსოფლიოს პლაჟბურთის ლეგენდამ, ბრაზილიელმა ემანუელ რეგომ ოლიმპიადის ოქროს მედლის მოპოვება ამჯერადაც ვერ შეძლო
ვაჟ პლაჟბურთელთა ტურნირს სენსაციის სურნელი მუდამ თან სდევდა. ასე იყო ფინალშიც. მსოფლიოს პლაჟბურთის ლეგენდამ, ბრაზილიელმა ემანუელ რეგომ ოლიმპიადის ოქროს მედლის მოპოვება ამჯერადაც ვერ შეძლო. არადა, სწორედ ამიტომ შეიცვალა მეწყვილე პეკინის ოლიმპიადის შემდეგ.

ემანუელი ალისონ ჩერუტისთან ერთად ტურნირზე პირველ ნომრად იყვნენ განთესილები. მთელი შეჯიბრება უმაღლეს დონეზე ჩაატარეს, თუმცა ფინალში დუეტში რაღაც მოიშალა. ამას ვერაფრით დავარქმევთ მეტოქის შეუფასებლობას.

გერმანელები იულიუს ბრინკი და იონას რიკერმანი ლონდონში მე-3 ნომრად განთესილები იყვნენ და ბრაზილიელები მათ შესანიშნავად იცნობდნენ.

პირველ სეტში გერმანელებმა ორი ქულის სხვაობით მოგება შეძლეს. მეორეში კი ემანუელ-ალისონმა თავის თამაშს მიაგნეს და მოგება დიდად არ გასჭირვებიათ - 21:15. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ბრაზილიელები "აკრეფილ სიჩქარეს" აღარ შეანელებდნენ.

თუმცა ასე არ მოხდა. მესამე, გადამწყვეტ სეტში, შუა წელამდე, თამაში ქულა ქულაში მიდიოდა. მერე გერმანელებმა ოთხქულიანი სპურტი გააკეთეს და 12:8 დაწინაურდნენ. ნათელი გახდა, რომ გამარჯვება მათ დარჩებოდათ, თუმცა ბრაზილიელებმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლეს და ანგარიშის გათანაბრება შეძლეს - 14:14.

მიუხედავად ამისა, მომდევნო ორი ქულა ბრინკ-რიკერმანის წყვილმა მიითვალა 16:14 და ოქროს მედალიც მათი წილხვედრი გახდა.

კაცები. მე-3 ადგილისთვის

პლავინსი/სმედინსი (ლატ)-ნუმერდორი/შუილი (ჰოლ) 2:1 (19:21, 21:19, 15:11).

ფინალი

ბრინკი/რიკერმანი (გერ)-ჩერუტი/რეგო (ბრა) 23:21, 16:21, 16:14.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
ქამბექი და მოგება - საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ევროპირველობაზე ითამაშებს
ბრაზილიური საფრენბურთო გოგონათა კლუბის წევრები დაქორწინდნენ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა