საქართველსო ჩემპიონი "იბერია სთარი" ფუტზალში უეფას თასის ელიტრაუნდში დამაჯერებლად გავიდა. ჩეხეთის ქალაქ ხრუდიმში მესამე სატურნირო დღეს "იბერია" მასპინძელსა და ჯგუფის ლიდერ "ერა-პარკს" ხვდებოდა...
საქართველსო ჩემპიონი "იბერია სთარი" ფუტზალში უეფას თასის ელიტრაუნდში დამაჯერებლად გავიდა. ჩეხეთის ქალაქ ხრუდიმში მესამე სატურნირო დღეს "იბერია" მასპინძელსა და ჯგუფის ლიდერ "ერა-პარკს" ხვდებოდა. მატჩს ჩეხეთის სახელმწიფო ტელევიზია გადასცემდა - ჩეხები მესამე გამარჯვებასა და პირველობას წინასწარ ზეიმობდნენ.

"იბერიამ" მასპინძელთა იმედებს ცივი შხაპი გადაავლო და გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 დაამარცხა. მატჩი ქართველთა უპირატესობით დაიწყო - პირველივე წუთებზე რონიმ ორჯერ ბურთი ძელს მოარტყა. ანგარიში მე-2 წუთზე ფუმასამ გახსნა 1:0, მე-6-ზე კი ბეტინიომ სხვაობა ორამდე გაზარდა - 2:0. მასპინძლებს ანგარიშის შემცირება შეეძლოთ, მაგრამ 13-ე წუთზე დეტინიოს დარტმა ქართველთა მეკარე ველინგტონ ოლივეირამ მოიგერია. 17-ე წუთზე ბეტინიომ "ერა-პარკის" კარი მესამედ აიღო, 19-ე წუთზე კი ფუმასამ ჩეხები უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო - 4:0.

მეორე ტაიმში ჩეხებმა დიდი მონდომებითა დაიწყეს და "იბერიას" პრობლემებს უქმნიდნენ, მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს. მასპინძლებმა მეორეპენალტითაც ვერ ისარგებლეს - 35-ე წუთზე მარეშმა ბურთი კარს ააცილა. ეტყობა, ამან მასპინძლები საბოლოოდ გატეხა და საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გიორგი ალთუნაშვილმა "იბერიასთვის" მეხუთედაც გაიტანა - 5:0.

დარჩენილი წუთები ქართველთა უპირატესობით წარიმართა: კიდევ ერთხელ შეეძლო თავის გამოჩენა ბეტინიოს, მაგრამ მასპინძლები მეკარემ გადაარჩინა. საბოლოოდ სენსაციური გამარჯვება 5:0 და "იბერია-სტარი" ელიტრაუნდში გავიდა. ეს ჩეხებთან მატჩამდეც ცნობილი იყო, რადგან ჯგუფის მეორე შეხვედრაში უნგრული "დიორ ეტო" ბელარუსულ "მაპიდთან" დამარცხდა (1:3) და მეორე ადგილზე მოხვედრის შანსი დაკარგა.

"იბერიამ" თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყო: ტონი, რომარიო, ბეტინიო, რონი, ფუმასა. შემცვლელები იყვნენ: ერნესტ აკოპოვი (მეკარე) ალექსანდრე ჯამბურია, შოთა კუბლაშვილი, ალექსანდრე ძაბირაძე, გიორგი ალთუნაშვილი, კახა მაისაია, ბრუნო მელო.

ჩვენი ჯგუფიდან კი შემდეგ ეტაპზე საქართველოსა და ჩეხეთის ჩემპიონები გავიდნენ. ახლა "იბერია" ელიტრაუნდისთვის მოემზადება, რომლის წილისყრაც 11 ოქტომბერს გაიმართება. ფორმატი ასეთია: ძირითად ეტაპზე ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასულ 12 გუნდს პირდაპირ ელიტრაუნდში დაშვებული ოთხი გუნდი დაემატება. ეს გუნდებია: ლისაბონის "ბენფიკა" (მოქმედი ჩემპიონი), მურსიას "ელ პოსო", ალმაათის "ყაირათი" და ეკატერინბურგის "ვიზ-სინარა". ეს 16 გუნდი 4 ჯგუფში განაწილდება, საიდანაც ოთხთა ფინალში პირველადგილოსნები გავლენ.

ელიტრაუნდი 12-20 ნოემბერს გაიმართება, ოთხთა ფინალი კი - გაისად აპრილში.

თ მ ფ წ ბ ქ

იბერია სტარი 3 2 1 0 16-9 7

ერა-პარკი 3 2 0 1 11-10 6

მაპიდი 3 1 0 2 9-13 3

დიორი ეტო 3 0 1 2 9-13 1

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა