დიეგო მარადონა უზომოდ იმედგაცრუებულია. გერმანიასთან მატჩამდე არგენტინის ნაკრებისთვის თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა...

დიეგო მარადონა უზომოდ იმედგაცრუებულია. გერმანიასთან მატჩამდე არგენტინის ნაკრებისთვის თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა - "ალბისელესტემ" ოთხივე მატჩი მოიგო, გაიტანა 10 გოლი და აჩვენა მისთვის დამახასიათებელი, ლამაზი, ცეცხლოვანი თამაში... თუმცა ეს ყველაფერი გერმანიასთან თვალსა და ხელშუა გაქრა. მარადონა პრესკონფერენციაზე მოღუშული იყო:

"პირველმა გოლმა ყველაფერი შეცვალა. ამის შემდეგ სულ სხვა თამაში წავიდა. ჩვენ გერმანელებს ბევრი რამ გავუადვილეთ, თამაშის საშუალება მივეცით, რაც შეცდომა იყო... მინდა მადლობა გადავუხადო მთელ ჩემს გუნდს, ფეხბურთელებს, რომელთაც წინა შეხვედრებში გოლები გაიტანეს, და ხალხს, რომელიც მხარს გვიჭერდა. მე ვამაყობ ამ ფეხბურთელებით და ამ სიამაყეს ვერ გააქარწყლებს ის, რაც მოედანზე მოხდა. ძალიან მინდა, ამ ფეხბურთელებმა გააგრძელონ იმის ჩვენება, რასაც არგენტინული ფეხბურთი წარმოადგენს.

"ჩვენ გაგვიცრუვდა იმედები, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ ამ გზით სიარული. რატომ ვერ გაიტანა მესიმ? როცა ეს სცადა, მეკარემ ყველა ბურთი აიღო. მან შესანიშნავად ითამაშა ამ მუნდიალზე. საშინელება იყო იმის ყურება, როგორ ტიროდა ლეო გასახდელში. ის, ვინც ამბობს, რომ მესი ნაკრებში ბოლომდე არ დაიხარჯა, უბრალოდ სულელია და მეტი არაფერი.

"რაც შეეხება ჩემს მომავალს... ახლა ენერგიისგან სრულიად დაცლილი ვარ. ალბათ, ხვალ წავალ... მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ, დიახ, ვაჩვენეთ მსოფლიოს, როგორ უნდა ითამაშო შიშის გარეშე. ამავე დროს, ჩვენ ბევრი უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომავალში... უნდა დაველაპარაკო ოჯახს, ფეხბურთელებს... ვიცი, რომ ფეხბურთით ხალხი უნდა ასიამოვნო, უნდა გაიმარჯვო... არგენტინას ამის იქით გზა არ აქვს".

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა