საკადრო პრობლემა დორტმუნდელებსაც აქვთ: ბენდერი საოპერაციოა

12 აგვისტოს გერმანიის სუპერთასისთვის მოქმედი ჩემპიონი დორტმუნდის "ბორუსია" და ვიცე-ჩემპიონი "ბაიერნი" იბრძოლებენ.

რეკორდმაისტერი "დორტმუნდზე" დაგეშილია, რადგან "ბორუსიამ" მიუნხენურ გრანდს ზედიზედ ექვსი დუელი მოუგო და ზედიზედ ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, რაც ბავარიელებისთვის, რბილად რომ ვთქვათ, შეურაცხყოფაა.

ამჯერადაც უმძაფრეს დაპირისპირებას უნდა ველოდოთ, რომელშიც "ბაიერნს" ბასტიან შვაინშტაიგერი ალბათ ვერ დაეხმარება.

28 წლის ნახევარმცველს ტრავმა აწუხებს და რომც მომჯობინდეს, მისი მოედანზე გაყვანა სარისკო გადაწყვეტილება იქნება.

სამაგიეროდ, გამოჯანმრთელდა კლაუდიო პისარო, რაც მარიო გომესის არყოფნაში "ბაიერნისთვის" დიდი შეღავათია. ბავარიელთა დამრიგებელი იუპ ჰაინკესი ხვალ გადაწყვეტს, ათამაშოს თუ არა შვაინი და თუ განაცხადს მიღმა დატოვა, ვინ გაამწესოს მის ნაცვლად - ტონი კროოსი თუ ლუის გუსტავო.

რაც შეეხება პისაროს: ვეტერანი პერუელი გოლეადორი ძირითად შემადგენლობაში ალბათ არ იქნება. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, სასტარტოში თამაშს მარიო მანჯუკიჩი დაიწყებს. აქვე გეტყვით, რომ ბავარიელებს დავიდ ალაბა და დიეგო კონტენტოც დააკლდებათ. სამაგიეროდ, გამოჯანმრთელდა და თამაში შეუძლია ბრაზილიელ მარჯვენა მცველ რაფინიას.

დორტმუნდელებს კი საყრდენი ნახევარმცველი სვენ ბენდერი აკლიათ. ახალგაზრდა ჩამშლელს ოპერაცია დასჭირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანიის ჩემპიონს დაახლოებით ოთხი კვირა ვეღარ დაეხმარება. ბენდერი ვეღარც გერმანიის ნაკრებს დაეხმარება - ბუნდესგუნდი 15 აგვისტოს არგენტინას ეთამაშება.

12 აგვისტო

გერმანიის სუპერთასი

ბაიერნი-ბორუსია (დ) 22:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა