მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა აღიარა, რომ დღემდე მშვიდად ვერ იძინებს ლონდონის ოლიმპიადაზე თავისი ტრიუმფის გახსენების გამო

მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა, ბრიტანელმა ენდი მიურეიმ აღიარა, რომ დღემდე მშვიდად ვერ იძინებს ლონდონის ოლიმპიადაზე თავისი ტრიუმფის გახსენების გამო.

"ჩემთვის ოლიმპიადა არ დასრულებულა მაშინ, როცა ფინალი მოვიგე ერთეულთა თანრიგში და ვერცხლი ავიღე მიქსტში. კვირა საღამოს მოდუნების საშუალება არ მქონდა, შემდეგ, სასწრაფოდ ტორონტოში უნდა გავფრენილიყავი.

ბოლო რამდენიმე დღემ ძალიან სწრაფად გაირბინა. ღამით საერთოდ ვერ ვიძინებდი, არადა, ჩვეულებრივ, 9-10 საათი მძინავს.

დღის განმავლობაში ორი-სამი საათი ვახერხებდი დასვენებას. ეს იმას ნიშნავს, ოლიმპიადაზე წარმატებას დღემდე მთლიანად უკავია ჩემი გონება. ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო ტურნირი იყო. ბევრს არ აქვს შანსი მოიგოს ოქროს მედალი საკუთარი გულშემატკივრების წინაშე.

ხოლო უიმბლდონის ცენტრალურ კორტზე როჯერ ფედერერზე გამარჯვებამ ჩემს წარმატებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შესძინა.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ყველაფერი წესრიგში მაქვს. რამდენიმე კვირის შემდეგ უნდა გავარკვიო, როგორ შეიცვალა საერთო ჯამში ჩემი განწყობა. დარწმუნებული ვარ, ამ ტრიუმფმა საკუთარ ძალებში მეტი დამაჯერებლობა შემძინა. თუმცა დამაჯერებლობა სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში ძალიან სწრაფად მოდის და მიდის", - ამბობს მიურეი.

ენდის გუშინ უნდა ეთამაშა ტორონტოს ტურნირის მესამე წრეში კანადელი მილოშ რაონიჩის წინააღმდეგ, მაგრამ ბრიტანელმა გამოიტანა განაცხადი მუხლის მცირე ტრავმის გამო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა