არაობიექტური მსაჯობის გამო ფინალი ნაადრევად დასრულდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილისთვის
საქართველოს დელეგაციის პროტესტს ლონდონის ოლიმპიადაზე იმ მსაჯების დისკვალიფიკაცია მოჰყვა, რომლებიც 10 აგვისტოს თავისუფალ ჭიდაობაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილისა და რუს ჯამალ ოთარსულთანოვის დაპირისპირებას სჯიდნენ.

ხინჩეგაშვილისა და ოთარსულთანოვის ჭიდაობისას არაობიექტურ მსაჯობაზე საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის საიტი 10 აგვისტოსაც იუწყებოდა.

"არაობიექტური მსაჯობის გამო ფინალი ნაადრევად დასრულდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილისთვის. რუს ჯამალ ოთარსულთანოვთან ოქროს მედლისთვის შეხვედრის ბოლო წამებზე ქართველმა მოჭიდავემ აშკარად მომგებიანი გდება გაუკეთა მეტოქეს, მაგრამ მსაჯებმა განხილვის შემდეგ ქულა რუსს მიაკუთვნეს.

ვინაიდან ბოლო ილეთი ოთარსულთანოვს ჰქონდა გაკეთებული, თანაბარ ანგარიშზე ის იგებდა სეტსაც და ამ შემთხვევაში მთლიანად მატჩსაც. მაგრამ ხინჩეგაშვილმა 12 წამი იმყოფინა ილეთის მოსამზადებლად და 2-წუთიანი დროის ამოწურვამდე ორი წამით ადრე ყველასთვის იოლად დასანახი გდება შეასრულა.

მსაჯები მისთვის ქულის მიცემას არ აპირებდნენ, ქართველებმა კი მომენტი გააპროტესტეს. არბიტრებმა მოკლე განხილვის შემდეგ 3:3 ანგარიში დატოვეს, შემდეგ კი მეორედ მოითათბირეს და ქულა რუსს დაარიცხეს.

ხინჩეგაშვილს კუთვნილი ქულა რომ მიეღო, სეტს ის მოიგებდა, ანგარიშს გაათანაბრებდა და მესამე სეტში მოგებისთვის იბრძოლებდა, ასე კი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ლონდონის ოლიმპიადაზე ეს იყო მეორე მკაფიო შემთხვევა, როდესაც მსაჯებმა ქართველ მოჭიდავეს ქულა დააკლეს. რამდენიმე დღის წინ ანალოგიურ ვითარებაში მათ ბერძნულ რომაულად მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძეს ბრინჯაოს ფინალში ყაზახ მოჭიდავესთან არ მიაკუთვნეს ქულა ილეთისთვის", - იუწყებოდა ოლიმპიური კომიტეტის ვებგვერდი.

10 გავისტოს ფინალში ხინჩეგაშვილი ოთარსულთანოვთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ჭიდაობას შუა აზიელი მსაჯები სჯიდნენ.

იხილეთ ვიდეო: ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ოლიმპიური ოქრო მსაჯებმა წაართვეს?

interpressnews.ge

ასევე იხილეთ:

ვერცხლი და სინანული - მორიგი ქართული დრამა ლონდონში

ჰარი
მსაჯობაში საქმე კარგათ რომ არ არის ცხადია. მაგრამ ანგარიშით 5:5 ზე, როცა ბოლო გდებით გამარჯვებული ხარ, გაპროტესტება რა საჭირო იყო, ამით ხომ ქულა მოწინააღმდეგემ მიიღო და სეტიც წავაგეთ. მწვრთნელებშიც ვერ არის კარგათ საქმე, ან ეშინიათ! თუ რაიმეში ვცდები იქნებ გამაგებინოს ვინმემ?
Leo
მსაჯების დიკვალიფიკაცია მარტო ქართულ საიტებზეა - მე მგონი გვატყუებს სპორტის სამინისტრო ...
vaja margiani
მაგარი მძნინარა სპორტის სამინისტრო და ჭიდაობის ფედერაცია გვყავს... ქართულ ჭიდაობის სკოლას ისეთი სახელი აქვს ჭიდაობის სამყაროში რომ ასე უსამართლოდ არ უნდა გვექცეოდნენ ჩვენები რო უნიათოები არ იყვნენ... მიშა ეტყობა მაგათაც ნათესაობით ნიშნავს
Temurmur
გადაამოწმეთ მაგ მსაჯების მოხსნის ამბავი. ესენი ყველანი მუცლით მეზრაპრეები არიან.
pirkusha
ერთი დადეთ ოფიციალური ლინკი ლონდონის ოლიმიპადის ან ფილასი რო დავიჯეროთ რო მართლა დასაჯეს გუშინდელი ფინალის მსაჯები. ეს ამბავი ჩვენი ხიხო დელეგაციის შეთითხნილი მგონია (ტურისტებად რო არიან წასულები), ლონდონში რო არაფრის თავი არ აქვთ, ჩვენთან კაცობენ.
lasha
უკვე მეორე მედალი წაართვეს ჩვენ ბიჭებს, იმათი დისკვალიფიკაცია რა ხეირი, შეიძლება მეტი შანსი არც მიეცეს, ოლიმპიური ოქროთ ისტორიაშიც შეიყვანდა და ცხოვრებასაც გაინაღდებდა.
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
[VIDEO] წარმატებული დებიუტი - მაჭარაშვილმა ბიუკენენი ეფექტური ილეთით დაამარცხა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო