ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

შოკი დავით მარსაგიშვილისგან - ქართველმა მეოთხედფინალში სუფთად წააგო [+VIDEO]

შოკი დავით მარსაგიშვილისგან - ქართველმა მეოთხედფინალში სუფთად წააგო [+VIDEO]

ქართველმა მოჭიდავემ პუერტორიკოელ ჰაიმე იუსეპტ ესპინალთან ვერაფერი გააწყო და ახლა ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
11 აგვისტოს, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შეჯიბრში მეორე შეხვედრა გამართა დავით მარსაგიშვილმა (84 კგ).

ქართველი ფალავანი მეოთხედფინალში პუერტორიკოელ ჰაიმე იუსეპტ ესპინალს დაუპირისპირდა და სენსაციურად დამარცხდა.

არადა, ორთაბრძოლა დათომ კარგად დაიწყო და ქულები (4:0) თავიდანვე აუღო მეტოქეს, თუმცა შემდეგ უპირატესობა ხელიდან გაუშვა. 5:5-ზე, სადავო სიტუაციაში მსაჯებმა ქულა პუერტორიკოელს დაუმატეს და პერიოდის გამარჯვებულიც ის გამოვიდა.

მეორე პერიოდი მარსაგიშვილმა კვლავაც აქტიურად დაიწყო და ქულაც აიღო, თუმცა პუერტორიკოელმა სასწაულად მარტივად შეძლო ქართველი ფალავნისთვის საქმის მომთავრება - 7:1 (იხილეთ ვიდეო).

მარსაგიშვილი ახლა მხოლოდ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ჩვენდა საბედნიეროდ, პუერტორიკოელმა ფალავანმა ნახევარფინალში ბელარუს სოსლან გაციევს აჯობა და ფინალში გავიდა.

ასევე იხილეთ:

დავით მარსაგიშვილმა მონღოლს გადაუარა და მეოთხედფინალშია [+VIDEO]

იღბლიანი წილისყრა - ქართული ტრიოს სამი მედლის რეალური შანსი

• zviadi

howk მართლაც ეგრე ჩანდა, რომ გაპროტესტების გამო წავაგეთ პირველი სეტი, არადა მოგებული ქონდა, ანუ მწვრთნელის ბრალი იყო... თვითონ მსაჯსაც გაუკვირდა, რას აპროტესტებთო...

• howk

თან სტატიაში რო წერია საეჭვო სიტუაციაში ქულა პუერტო რიკოელს მისცესო, სადავო რა იყო მანდ ცვენი პროტესტი არ დაკმაყოფილდა და ავტომატურად წესების მიხედვიტ ქულა მოწინააღმდეგეს მისცეს , რო არ გაგვეპროტესტებინა ცჰვეულებრივად ბოლო ქულით მოვიგებდით . თუ ვცდები ვინმემ დაწეროს რა როგორ მოხდა !

• howk

ხო რა ერტი ვინმე მიასვატ მაგ მინაშვილისტვის გვერდით ვინც იცის ცესები თორე ძალიან გაურკვევლობა იყო პაქტიურად მწვრთნელმა წააგებიმა პირველი სეტი ისე გამოვიდა ყველაფერი . უტვინობაა ეგ და მეტი არაფერი !

• კორე

აუუ ჯიგარო შენ ეტყობა მაგრად გესმის სპორტი, ოლიმპიადაზე ბურუნდელი და ჩადელებიც კი მოხვდნენ მაგრამ რომელია დიდი სპორტსმენი იქნებ ჩვენც გაგვიმხილო შეიძლება ლეგენდები არიან და ჩვენ აქამდე არ ვიცოდით

• pirkusha

dato, არ მოგატყუებ და არ ვიტყვი რომ სპორტის სასახლეში დავდიოდი მის საყურებლად (დაბადებულიც არ ვიყავი). მარა შენც ნუ მოიტყუები და ნუ იტყვი რო თედიაშვილის ყველა ბრძოლა გაქვს ნანახი. ჭიდაობა მარტო თბილისში არ იმართება და არც ის იცი ვისთან როგორ აქვს წაგებული უცხოურ ტურნირებზე (თუნდაც ახალგაზრობაში). 21 წლის ბიჭია და არ ღირს ამ ასაკის სპორტსმენის ასე ლანძღვა და მიწასთან გასწორება.

• odala

ჟურნალისტებს ისე "ვუჩმახებ" იფიქრებენ რაიმე პირადი წყენა გამაჩნია ვიღაცის (ან ვიღაცეების მიმართ). სულაც არა. უბრალო ქართული და მარტივი აზროვნება ხომ უნდა გეხერხებოდეს ტვ-ში გამოსაჩენ კაცს?!

• odala

სამწუხაროა, უბრალოდ პსიქოლოგიურად მოიშალა ეს ბიჭი, თორემ სუფთად არ წააგებდა. პირველი სეტის წაგება ვერ ამოიგდო თავიდან. გამოქლიავებულმა მინაშვილმა კიდევ ცხოვრებაში ერთხელ ჭკვიანური თქვა: პრაგმატულად უნდა ეჭიდავა ცოტა. ამხელა ანგარიშით იგებდა, ცოტა დაეგდო ტემპი და დაცვითი სტილით ეჭიდავა. ნამეტანი უაზროდ მიაწვა და დაისაჯა, მაგრამ 4:0-ს მერე უკვე ფიქრობ სუფთად დავამარცხებო ალბათ. რა ვიცი. თვითონ იტყვის დავითი. ბრინჯაოც მშვენიერი შედეგია. ყოჩაღ!

• odala

howk ჩვენ რომ პროფესიონალი ჟურნალისტები გვყავდეს, იმ გამოშტერებულ წამყვანს, მინაშვილს უნდა ეთქვა 2 სიტყვა იმ ყველაფერზე თუ რა მოხდა, მაგრამ არც თვითონ იცოდა ეტყობა და რატომ არ დაუსვეს მაინც გვერდზე ისეთი ვინმე ვინც იცოდა. ეგ კი არა ფრენბურთი რომ მიდიოდა ველოდებოდი პირველ არხზე ფინალს მოძმანაშვილის. ხომ 30-40 წუთის დაგვიანებით დაიწყო გამოცხადებულ დროსთან შედარებით. ამ სირიკომ, ვინც იყო წამყვანი, კი არ თქვა რომ აქ იქნება ფინალი ამის დამთავრების მერეო. მთელი ნახევარი საათი კინაღამ გავგიჟდი. მეგონა გავმაზე და ეგ არის-მეთქი. ვიფიქრე ალბათ მეორე არხზე აჩვენეს უკვე. არა და ინტერნეტში ვაპირებდი ყურებას. ამ ქლიბმა, რომ დამთავრდა ფრენბურთი და ფინალიც დამთავრებული მეგონა მაშინღა ამოილუღლუღა, ახლა იქნებაო.

• mimino

მარსაგისვილთან მიმართებაში მწვრთნელი უფროა გასაკიცხი-აბა რუსულ საიტზე ნახეთ-ეს პუერტორიკოელი ძალიანაც ცნობილი და მაგარია-ბესიკ კუდუხოვი აქამდე 2ჯერ ჰყავს დამარცხებული.მწვრთნელმა ეს არ უნდა იცოდეს ან სესაბამისად არ უნდა მოამზადოს.არად რა კარაგდ დაიწყო 4-0 მიჰყავდა.

• Jigaro

ნეტა შიგ არ გქონდეთ ყველას ვინც სპრტსმენებს ასე ლანძღავს...ნუთუ მხოლოდ იმიტომ უნდა მოიგონ აუცილებლად ,რომ ქართველები არიან. ჩვენზე რით არიან ნაკლები სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, თუ მაინცდამაინც ქართველობაში უნდა მოგვცენ მედლები... ეს ბიჭები ოლიმპიადაზე რომ მოხვდნენ და ლიცენზიები აიღეს უკვე დიდი სპორტსმენები არიან და იქ კი რაც შეეძლოდ ის გააკეთეს... ზოგმა ზედმეტად ინერვიულა, ზოგსაც ცოტა იღბალი არ ეყო..ზოგს გამცდილება... რა მნიშვნელობა აქვს, ყველაზე მეტად მათ უნდოდათ გამარჯვება და ნუ ლანძღაავთ თქვე შიგნაკრა--ბო!

• howk

ხალხო შეულება ვინმემ გამაგებინოს პირველ სეტში 5-5 ის დროს ბოლო ქულა ცჰვენი რო იყო იმ გამო...ებულმა ჩვენებმა რატო გააპროტესტეს , როცა ბოლო ქულიტ ჩვენ ვიგებდით? ვინმე ახსნის რა მოხდა ან დაწერონ რამე მაინც ეგ პერიოდი რო მოგვეგო იქნებ სულ სხვა ცჰიდაობა გვეხილა ?

• dato

არა პირკუშა ვიდეოკასეტების ყიდვა არ დამჭირვებია რადგან როგორც ახლა მაშინაც ასე უყურებდი ტელევიზორში და შენგან განსხვავებით სპორტის სასახლეში მისი ჭიდაობა ცოცხლადაც მაქვს ნანახი ოღონდ პუერტო რიკოელთან განსხვავებით ის უფრო ძლიერებს ეჭიდავებოდა როგორებიც იყვნენ იარიგინი და მატე შედარებით სუსტები რომ არ ჩავთვალოთ

• pirkusha

ხალხო რა იყოთ რამ გაგამწარათ ასე. 21 წლის ბიჭია, ყველა ოქროს ითხოვდა, წინასწარ ჩემპიონად აცხადებდა, ვერ გაუძლო ამხელა ფსიქოლოგიურ წნეხს წააგო. 21 წლისაა და ამ ასაკში ყველაფერი შეიძლება დაემართოს. თქვენზე ძაან დათოს უნდოდა მოგება. ევროპის ჩემპიონი რო იყო მაშინ ამაყობდით და ეხლა ლამის ჩამოახრჩოთ. dato, შენ უეჭველი ზეპირად იცი ხო თედიაშვილის მთელი კარიერა, ალბათ 70-იანი წლების ტურნირების ვიდეოები იყიდე თედიაშვილის მონაწილეობით და ჩაუჯექი ხო?..

• mate

არ შეიმჩნოთ ეხლა დათოს ბრინჯაო, ევროპის ჩემპიონატი ადგილობრივი ხასიათის თუ იყო პირველად გავიგე, შეცდომებს ყველა ვუშვებთ ზოგჯერ დიდს და ზოგჯერ პატარას, მთავარია მათი ღირსეულად გამოსწორება შეგვეძლოს, იმედი მაქვს ვინც ასე მწვავედ გააკრიტიკა დათოს გამოსვლა, თქვენი პროფესეიული წინსვლის ზენიტში ბრძანდებით.

• dato

იცი რა კეკე მე რა გამიკეთებია ეგ საინტერესო არ არის მაგრამ იმდენს მაინც ვაკეთებ რომ ჩემი შრომაც და თანხებიცაა ამ სპორტსმენების მომზადებაში იგივე შენი და მთEლი საქართველოსი და არ არის სასიამოვნო როცა სპორტსმენს რომელსაც ასე აპიარებენ ამხელა თანხებს ახარჯავენ ასე მთელი მსოფლიოს თვალწინ პატარა ბავშვივით დააპორწიალებს ვიღაც პუერტო რიკოელი თორემ იგივე მოძმანაშვილმა კიდევაც რომ წააგოს დღევანდელი ფინალი რაც ღმერთმა არა ქნას მაინც ვაჟკაცად დარჩება იგივეს ვიტყვი ძალოსნებზე შენ თუ ამიხსნი რატომ წავიდა მაჭავარიანი ლონდონში დიდად დამავალებ,შე დალოცვილო თუ ფსიქოლოგიურად არ ხარ მომზადებული ფიზიკურად ხარ გამოფიტული პოლიტიკურ ზეწოლას განიცდი დაჯექი რა სახლში

• korj

სპორცმენების ლანძღვა არაეთიკურია:( ფსიქოლოგი ჭირდება. მარსაგიშვილს.

• Keke

კარგით რა ხალხნო რა გჭიიიიიირთ? მანდ ყველაფერი ფსიქოლოგიაზეა დამოკიდებული კიდევ კარგად ჭიდაობენ ჩვენი ბიჭები იმდენად დიდია პოლიტიკური ზეწოლა ხინჩიგაშვილს რა უქნეს არ უყურეთ მაინც? დათო უდაოდ ჩემპიონია და ამას არ ჭირდება ბევრი ლაპარაკი, რას ნიშნავს სირცხვილი და ეს და ის... ისეთმა ხარმა დაწიწლოს ვინც მასზე მეტს იწონის, თქვენ რა გაგიკეთებიათ თქვენი ქვეყნისთვის საინტერესოაა.

• კორე

ისე რატომ აყავთ ნაკრებში ასეთი სუსტი და უპასუხისმგებლო სპორტსმენები ახარჯავენ ამხელა თანხებს და ყველაზე მთავარი ანდობენ ქვეყნის ღირსების დაცვას ამხელა მსოფლიო ფორუმზე გაუგებარია იქნებ ნაკრებების მწვრთნელებმა და ფედერაციების ხელმძღვანელებმა კეთილი ინებონ და აგვიხსნან რასთანა გვაქვშ საქმე?

• dato

ისე მე მგონი წმინდად დღევანდელ დღეს ორი მოჭიდავე დამარცხდა და ორივე ქართველი თან ერთისგან სამეულს ველოდებოდით და მეორესგან ოქროს არა? და მაინც მაგრები არიან ჰო?

• dato

კარგი რა მატე ევროპის ჩემპიონი მაჭავარიანიც გახდა მაგრამ ალბათ თვითონაც არ იცის რატომ წავიდა ლონდონში წაგებით მარსაგიშვილი კი არა ბუმბერაზი თედიაშვილიც აგებდა მაგრამ ასე საცოდავად და სამარცხვინოდ? ეგ ღუპავს ზუსტად სპორტსმენებსაც და ქვეყანასაც მოვიგებთ ერთ ლოკალურ ბრძოლას და ვაგებთ ტოტალურად ყველაფერში

• mate

ევროპის ჩემპიონი, რომ გახდა თქვენზე მეტად არავის ეამაყებოდა დარწმუნებული ვარ და შეცდომისგან დაცული არავინ არის, ბევრჯერ დაამტკიცა რომ ერთ- ერთი საუკეთესოა და მაგის შანსი კიდევ ექნება თუნდაც ბრინჯაოზე, მოდით საკუთარ შეცდომებზეც ვიფიქროთ, ერთმანეთის დაფასება ვისწავლოთ და მხარში დგომა.

• NIKA

სირცხვილი!!!ბედი ასეთ საჩუქარს რომ გაგიკეთებს და წილისყრით ფინალამდე არათუ ძლიერ არამედ საშუალო დონის მოჭიდავესაც არ გახვედრებს შენ კი ადგები და ვიღაც პუერტორიკოელთან წააგებ სირცხვილია!პუერტორიკოელი რომ გათრევს იატაკის საწმენდი ტილოსავით სირცხვილია!რა უნდა ასეთ სპორტსმენს ნაკრებში?სირცხვილი რომ გვაჭამოს მთელ მსოფლიოში?

• dato

ღირსეული წაგებაც მაინც აღარ შეგიძლიათ თქვე დალოცვილებო? ან ეს მწვრთნელები და ექსპერტები ჩვენ გვაგიჟებენ თუ თვითონ იგიჟებენ თავს? ამას მედალი და თან ოქრო როგორ უნდა აეღო თუ ვინმე ამიხსნის საღოლ იმას

• kote

აბა ახლა დაიწყეთ მგელი ხარ დავით ლომი ვეფხვი ავაზა და რა ვიცი კიდევ რას მოუგონებთ არადა სინამდვილეში ქართველი ხალხის სირცხვილი ქვია ამათ ისე ამაღსი როგორ უნდა დახარჯო ეს ჩვენი სიმწრით ნაშოვნი ფული არ მესმის

• ika

ჯიგარი ძალიან სამარცხვინოთ წააგე...

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!

ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა