საწყლოსნო კომპლექს "ლაგუნა ვერეს" ხელმძღვანელთა ხელშეწყობითა და ვეტერანი წყალბურთელების, სპორტის ამ სახეობის ცნობილი სპეციალისტების _ ზურაბ ჩაჩავას და ვლადიმერ გოიაშვილის ინიციატივით...

საწყლოსნო კომპლექს "ლაგუნა ვერეს" ხელმძღვანელთა ხელშეწყობითა და ვეტერანი წყალბურთელების, სპორტის ამ სახეობის ცნობილი სპეციალისტების _ ზურაბ ჩაჩავას და ვლადიმერ გოიაშვილის ინიციატივით შარშან პირველად ჩატარდა საინტერესო შეჯიბრება მინიწყალბურთში, რომელიც სახელოვანი ქართველი მწვრთნელების როსტომ ჩაჩავას და ვლადიმერ ბარნაბიშვილის ხსოვნასა და მათი სახელის უკვდავყოფას მიეძღვნა. და აი, 1-3 ოქტომბერს "ლაგუნა ვერე" ამ მემორიალს მეორედ უმასპინძლებს.

გვესაუბრება სახელოვანი ვეტერანი წყალბურთელი ოთარ მიმინოშვილი:

_ ქართული წყალბურთის აღორძინებისა და დიდი წარმატებების მესაჭე გახლდათ როსტომ ჩაჩავა. სწორედ მისი მწვრთნელობისას დააგემოვნა ქართულმა წყალბურთმა საბჭოთა კავშირის სპარტაკიადების ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები, თბილისის "დინამომ" საკავშირო ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა, მისი გაწვრთნილი ჭაბუკთა ნაკრები ორჯერ გახდა საბჭოთა კავშირის მოსწავლეთა სპარტაკიადების ჩემპიონი.

1956-1959 წლებში უფროს თაობას გვერდი დაუმშვენეს როსტომ ჩაჩავას აღზრდილებმა გივი ჩიქვანაიამ და ლერი გოგოლაძემ, რომლებიც საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრები გახდნენ და რომის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლები დაისაკუთრეს, არაერთ საერთაშორისო და საკავშირო ტურნირში ისახელეს თავი... 60-იანი წლებიდან ბატონი როსტომი მოსკოვში გადაიყვანეს სამუშაოდ. მისი ხელმძღვანელობით მოსკოვის უნივერსიტეტის გუნდი რამდენჯერმე საკავშირო ჩემპიონატების კვარცხლბეკის მეორე-მესამე საფეხურებზე ავიდა, ხოლო როსტომ ჩაჩავას შეგირდები - ოსიპოვი და კაბანოვი ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ.

"ძია ვოვა" _ ვლადიმერ ბარნაბიშვილი მთელ ქალაქში პოპულარული პიროვნება გახლდათ. წლების მანძილზე წვრთნიდა საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებს, მისი ხელმძღვანელობით აღიზარდნენ გამოჩენილი ქართველი წყალბურთელები _ ვლადიმერ ისელიძე და ნოდარ კურტანიძე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, `ძია ვოვამ~ წარუშლელი კვალი დატოვა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში.

როცა გარდასულ წლებს ვიხსენებ, თვალწინ მიდგას თბილისის "დინამოს" სტადიონისა და ქუთაისის ლითოფონის ქარხნის ერთი ციცქნა აუზები. სწორედ იქ ვისწავლეთ სამი-სამზე თამაში, უამრავი კომბინაცია, ილეთები, სწრაფი აზროვნება, რომლებიც თანამედროვე წყალბურთში უფრო ფასეულია, უწინდელთან შედარებით ბურთის ფლობის დროის შეზღუდვის გამო. ეს მცირე ახსნა-განმარტება იმიტომ დამჭირდა, რომ მინიწყალბურთს მეტი ყურადღება დაეთმოს. განსაკუთრებით ჭაბუკთა წვრთნის პროცესში. ასე რომ, როსტომ ჩაჩავას და ვლადიმერ ბარნაბიშვილის მემორიალის დაწესებით კარგ ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი. დიდი მადლობა ჩემს უფროს კოლეგებს, რომლებიც მეორედ უხელმძღვანელებენ ამ საინტერესო შეჯიბრებას.

იმედია, "ლაგუნა ვერეზე" 1-3 ოქტომბერს უამრავი გულშემატკივარი მოიყრის თავს. ისინი ამ ღირსეულ პიროვნებასთან ერთად აუცილებლად გაიხსენებენ მსოფლიო დონის წყალბურთელს, წარჩინებულ მწვრთნელ ნოდარ გვახარიას. კარგი იქნება, საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია წყალბურთის დიდოსტატის ნოდარ გვახარიას ხსოვნის ტურნირს თუ ჩაუყრის საფუძველს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია