იგორ კოკოშკოვის გუნდი გერმანიის ქალაქ ლაიფციგში ჩავა და სამდღიან შეკრებას დაიწყებს
საქართველოს ეროვნული ნაკრები 11 აგვისტოს, გამთენიისას გერმანიაში გაემგზავრა. იგორ კოკოშკოვის გუნდი ქალაქ ლაიფციგში ჩავა და სამდღიან შეკრებას დაიწყებს, რომელიც გერმანიის ეროვნულ გუნდთან საკონტროლო მატჩით დაგვირგვინდება.

გერმანიასთან მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის ბოლო მოსამზადებელი შეხვედრა იქნება. აქამდე კოკოშკოვის გუნდმა 7 საკონტროლო მატჩი გამართა - 4 მოიგო და 3 წააგო.

13 აგვისტოს შეხვედრა ბოლო მოსამზადებელი მატჩი იქნება გერმანიასთვისაც. აი, რას ამბობს გერმანიის მთავარი მწვრთნელი ფრანკ მეტცი:

"საქართველოსთან მატჩი ევროპის პირველობის საკვალიფიკაციო შეხვედრებამდე ბოლო იქნება და ის ბიჭები უნდა გამოვცადოთ, რომელთა იმედიც სამომავლოდ გვაქვს.

საქართველოს ნაკრები იოლი მოწინააღმდეგე ნამდვილად არაა და დასკვნითი შეხვედრისთვის ასეთი მეტოქე განგებ შევარჩიეთ.

სწორედ ამგვარ გუნდთან თამაშში მოგვეცემა საშუალება, რომ სუსტი მხარეები დავინახოთ და მათ გამოსწორებაზე ვიზრუნოთ".

გერმანიის ეროვნულ გუნდში აღარ ითამაშებენ პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი დირკ ნოვიცკი და NBA-ში ცნობილი ცენტრი კრის კამანი.

შემადგენლობა კი ასე გამოიყურება: რობინ ბენცინგი ("ბაიერნი"), ბასტიან დორეტი ("ტრირი"), პერ გიუნტერი ("ულმი"), პატრიკ ჰეკმანი (ბოსტონის კოლეჯი, აშშ), იან-ჰენდრიკ იაგლა ("ბაიერნი"), მატის მიონინგჰოფი ("ტრირი"), ტიმ ოლბრეხტი (უგუნდოდ), ტიბორ პლეისი ("კახა ლაბორალი", ესპანეთი), ჰეიკო შაფარციკი ("ალბა"), ფილიპ შვეტჰელმი ("ულმი"), ანდრეას სეიფერტი ("ტრირი"), ლუკა შტაიგერი ("ლუდგვისგბურგი"), კარსტენ ტადა ("ბროზე ბასკეტსი"), ფილიპ ცვიენერი ("აისბარენი").გერმანიისა და საქართველოს ამხანაგური მატჩი 13 აგვისტოს, თბილისის დროით21 საათზე, "ლეიფციგ არენაზე" გაიმართება.

gbf.ge

ასევე იხილეთ:

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა თბილისის ტურნირი მოიგო

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა