მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუ" ევროთასის განთესილთა შორის მოხვდა, ჯგუფშია და მეტოქეებს ელის. ასევე ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა გიორგი ცინცაძის "ტარტუ როკი", ოღონდ _ ევროჩელენჯზე...

მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუ" ევროთასის განთესილთა შორის მოხვდა, ჯგუფშია და მეტოქეებს ელის. ასევე ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა გიორგი ცინცაძის "ტარტუ როკი", ოღონდ _ ევროჩელენჯზე.

ტორინ გრინის "გრან კანარია" საკვალიფიკაციო ეტაპზე ხორვატიის "ზაგრებს" შეხვდა, ამ წყვილში გამარჯვებული ევროთასზე გადავა, ხოლო დამარცხებული ევროჩელენჯზე ითამაშებს. ასე რომ, გრინი ამ სეზონში ან მარკოიშვილთან ერთად ევროთასზე იასპარეზებს, ან ცინცაძესთან - ევროჩელენჯზე.

"ზაგრებთან" პირველი მატჩი ესპანურმა "გრან კანარიამ" სტუმრად ითამაშა და ორი ქულის სხვაობით დამარცხდა - 69:71.

გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდაო, სწორედ ასეთ შეხვედრებზეა ნათქვამი. მეორე პერიოდი კანარის კუნძულელებმა 20:11 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი ფორით გავიდნენ (40:29). მესამე ათწუთეული "ზაგრებისა" იყო - 20:11. ბოლო რაუნდში თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა, სირენამდე 5 წუთით ადრე ესპანელები სავანემ 63:61 დააწინაურა, თუმცა ამის შემდეგ ხორვატებმა 10:2 გაქცევა მოაწყვეს და _ 71:65. ტორინ გრინის თანაგუნდელებმა სხვაობა 2 ქულამდე მატჩის ბოლო 40 წამში შეამცირეს.

გრინი სასტარტო ხუთეულში იყო, 18 წუთი ითამაშა და 6 ქულას თითო მოხსნა-პასი მიამატა. საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა ერთი სამქულიანი არაზუსტად ისროლა, 4-დან კი 3 ორქულიანი გამოიყენა.

მატჩის ბომბარდირი მარიო კასუნი გახდა - 17 ქულა ჩააგდო. პრესკონფერენციაზე კმაყოფილი იყო სტუმართა მწვრთნელი პედრო მარტინესი:

- რთული ბრძოლა გადავიტანეთ. "ზაგრებმა" აგრესიულად ითამაშა და მისი ძლევა ძალიან გაგვიჭირდა. ამის მიუხედავად, ორქულიანი წაგებით მაინც კმაყოფილი ვარ. ყველაფერი ერთი კვირის შემდეგ გადაწყდება.

"გრან კანარიასა" და "ზაგრების" განმეორებითი მატჩი 6 ოქტომბერს ესპანეთის კუნძულოვან მხარეში გაიმართება.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა