ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ოქროსმედალოსანი ლაშა მოძმანაშვილს გაუთავებლად ამხნევებდა
ოლიმპიადის ბოლო სამი დღე ქართული სპორტის გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში თავისუფალი ჭიდაობა იყო.

მოდით, ასე ვთქვათ, ვინც კი ლონდონში ქართულად ლაპარაკობდა - ჩვენი დელეგაციის უკლებლივ ყველა წევრი თუ აქაური ქართველობა, საგამოფენო კომპლექსის საჭიდაო დარბაზს დილიდან საღამომდე არ ტოვებდა, გულმხურვალედ ყველა ჩვენს ბიჭებს ქომაგობდა.

ამ თამაშებზე ჩვენს ოლიმპიურ გვირგვინოსანს ლაშა შავდათუაშვილს თავის მეგობარ და თანაგუნდელ ნუგზარ ტატალაშვილთან ერთად ჩვენი პრესლოჟის გვერდით ჰქონდა ადგილი მიჩენილი.

გაგვაოცა მათმა გულშემატკივრობამ. ლაშა მოძმანაშვილს ბოლომდე ამხნევებდა გაუთავებელი ხმამაღალი შეძახილით: "მიდი, დათო, მიდი, შეგიძლია!"

- დათომ და ბიჭებმა იციან, აქ რომ ვართ, ოლიმპიურ სოფელში არც არავინ დარჩენილა. ჩვენ ერთმანეთს ვქომაგობთ, ჭიდაობის დროს ვაგულიანებთ.

ეს ბევრს ნიშნავს. მეც მესმოდა ხალიჩაზე ჩვენი ბიჭების გამამხნევებელი შეძახილები ტრიბუნიდან - გვითხრა ლაშამ. ფინალის შემდეგ ამ ბიჭებმა კომენტარისგან თავი შეიკავეს. ცუდი, რა თქმა უნდა, არც ვერცხლის პრიზიორობაა, მაგრამ ტრიბუნიდან ლაშას გამუდმებული შეძახილისა არ იყოს, მარსაგიშვილს ოქროს მედლის მოპოვება შეეძლო!

კომენტარი...

ამ ფინალის შემდეგ ლონდონის ოლიმპიადაზე საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა თავისუფალ ჭიდაობაში დავით გობეჯიშვილმა მოკლე კომენტარი დარბაზშივე გააკეთა:

"მართალია, მეტოქე ძალიან ტიტულოვანი და გამოცდილი იყო, ჩვენმა მოჭიდავემ ხელიდან გაუშვა უპირატესობა, რომელიც მან მიიღო.

როცა დგება კრიტიკული მომენტი და იცი, დასაკარგი აღარაფერი გაქვს, მთელი ძალები უნდა მოიკრიბო, რაც ამ მოჭიდავემ მანამდე, ფინალში გასასვლელ შეხვედრაში გააკეთა კიდეც" - გვითხრა მან.

რატომ ასეთი უმადურობა?

ინდოეთში თავისუფალი სტილის ჭიდაობის დანერგვა და სპორტის ამ სახეობის ტრადიციის შექმნა ქართველი სპეციალისტის, ლადო მესტვირიშვილის სახელს უკავშირდება.

ექვსი წელიწადია, ჩვენი თანამემამულე ამ ქვეყანაში მუშაობს და მისმა შეგირდებმა თავი უკვე გამოიჩინეს საერთაშორისო ტურნირებში. ერთი მათგანი შარშან მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

და აი, ახლა, ლონდონში, ოლიმპიადაზე მესტვირიშვილის მეორე მოწაფემ დუტმა 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა და მოიგო კიდეც.

გაოცებული დავრჩით, როცა ლადო მოვიკითხეთ და აღმოჩნდა, რომ თურმე ოლიმპიადაზე არც ჩამოსულა.

- ლადომ გულნატკენმა დამირეკა და მითხრა, რა ვქნა, ვერ მოვდივარ, ქვეყნის ოლიმპიურ დელეგაციაში ჩემთვის ადგილი ვერ გამოინახაო - მიზეზი გაგვანდო მისმა მეგობარმა ვაჟა კრავეიშვილმა.

არადა, ვინ იცის, პირადი მწვრთნელი რომ ჰყოლოდა გვერდით, ის უდავოდ ნიჭიერი ინდოელი ფალავანი იქნებ ფინალშიც გვეხილა.

- ამ მოჭიდავეს ვინც ახლდა, დილეტანტი იყო. მაყურებელივით იჯდა, უხმოდ შესცქეროდა ლეიბს და სპორტსმენს არანაირ მითითებას არ აძლევდაო - ესეც შეუნიშნავთ ჩვენს სპეციალისტებს.

ასე იყო გუშინაც, როცა მესტვირიშვილის დაოსტატებული ინდოელი მსოფლიოს ჩემპიონი კუმარ სოშილი ფინალში ჭიდაობდა და მეორე ადგილს დასჯერდა. არადა, შეიძლებოდა გამხდარიყო ჩემპიონი კარგი დამრიგებლის წაშველებით.

ბარსელონა მაინც სხვა იყო

ყველასთვის კარგად ცნობილი ჟურნალისტი თამარ ბალავაძე, როგორც ქართული ოლიმპიური სპორტის მემატიანე, მეცხრე (ზამთრის ჩათვლით) ოლიმპიადაზეა აკრედიტებული. მრავლისმნახველი კოლეგის შთაბეჭდილებები, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება "ლელოს" მკითხველისთვის.

- ცხრა ოლიმპიადიდან თქვენთვის რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი (თავიდან ეს ერთადერთი კითხვა დავუსვით, დანარჩენი კი ამ შეკითხვის პასუხს თავად მოაყოლა)?

- არ ვიცი, იქნებ იმიტომ, რომ ჩემთვის პირველი იყო, ბარსელონამ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ყოველ ფეხის ნაბიჯზე, უპირველესად კი, ურთიერთობებში, იგრძნობოდა, კატალონიელებმა, ოლიმპიადისთვის სამაგალითო მასპინძლობა რომ გაეწიათ, მთელი სული და გული ჩადეს ყველა საქმეში.

ლონდონში უდავოდ მაღალ დონეზეა თამაშები ორგანიზებული. რაც მთავარია, იგრძნობა ახლებური მიდგომა ოლიმპიური ობიექტების სამომავლოდ ეფექტურად გამოყენებისადმი. ოლიმპიადის შემდეგ წყალში არ უნდა გადაიყაროს დიდი დანახარჯები.

პირველად ლონდონმა ძალიან სოლიდური ეკონომია გასწია ასაწყობი ობიექტების გამოყენებით. ნახეთ, ფეხით მოსიარულეთათვის რა ორიგინალურია მთლიანად ხის მასალისგან დამზადებული სპორტულ ბაზებზე გადასასვლელი ხიდები და მთავარ პრესცენტრში გასასვლელები. ჟაკ როგიმ თავის დროზე თქვა, რომ ლონდონის ოლიმპიადა იქნება სამაგალითო და სანიმუშო, ნაკლები დანახარჯებით როგორ აიგოს და შემდეგ კვლავ დარჩეს სპორტის სამსახურში ოლიმპიური ობიექტებიო.

ისე, ქალაქში, იგივე ბარსელონისგან განსხვავებით, ოლიმპიური თამაშებით გამოწვეული აჟიოტაჟი დიდად ნამდვილად არ იგრძნობა.

სპორტულ ბაზებზე კი ვნებათაღელვა აპოგეას აღწევს. ჟურნალისტებისთვის მუშაობა, ძირითადად, ამდენი მისვლა-მოსვლითა და შემოწმებებით ნამდვილად გართულებულია, მაგრამ, რაღა დროს ეგაა, დღეს ოლიმპიადა უკვე მთავრდება.

თენგიზ გაჩეჩილაძე ლონდონიდან

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა