ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსმა" მორიგ საკონტროლო მატჩში მილანის "არმანის" უმასპინძლა და ეფექტური გამარჯვება მოიპოვა - 76:60...

ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსმა" მორიგ საკონტროლო მატჩში მილანის "არმანის" უმასპინძლა და ეფექტური გამარჯვება მოიპოვა - 76:60.

გამოცემა "ტუტობასკეტში" შეხვედრის მიმოხილვა ასე იწყება: "ბოლონიელებმა იციან, რომ 10 ოქტომბერს იტალიის სუპერთასზე ძლიერი მეტოქე ელით - სიენას "მონტეპასკი". ამ მატჩისთვის "ვირტუსის" კალათბურთელები განსაკუთრებულად ემზადებიან, ცდილობენ, ყველა მატჩში აგრესიული კალათბურთი ითამაშონ და დაცვაში ნაკლები შეცდომა დაუშვან. სწორედ ასეთი შეხვედრა გამოუვიდათ ევროლიგის წარმომადგენელ "არმანისთან" - მეტოქე პირველივე ტაიმში გატეხეს. წლეულს "ვირტუსის" მთავარი ვარსკვლავი ვიქტორ სანიკიძეა, მასთან ერთად მილანელების ძლევაში დიდი წვლილი შეიტანეს უინსტონმა და კემპმა."

ბოლონიელთაგან ყველაზე მეტი უინსტონმა ჩააგდო (13 ქულა), ვიცე-სნაიპერი სანიკიძე გახდა, რომელმაც 10 ქულას 4 მოხსნა მიამატა. ქართველი ფორვარდი მონაგარი შეტევისას ასეთი იყო: 4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი, ერთი საჯარიმო.

ზემოთ ნახსენებ ინტერნეტ-გაზეთში ვიქტორს ყველაზე მეტი, 7 ბალი აქვს (10-ქულიანი შეფასებით). გვერდით ასეთი განმარტებაა: "ქართველმა თავდამსხმელმა ბოლონიელთა თამაშს დიდი ენერგია შემატა. დაცვაში დამაჯერებელი იყო თავისი დაფარებებით. ნაყოფიერად გაისარჯა იყო შეტევისასაც - სანიკიძის ანგარიშზე მნიშვნელოვანი სამქულიანია. სადაც ბრძოლაა, "ვირტუსის" მე-13 ნომერიც იქაა".

როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა