თავდაპირველად მთის ველოსპორტში ურთიერთობა ქალებმა გაარკვიეს
ლონდონის ოლიმპიადაზე ველოსპორტის პროგრამა რამდენიმე ნაწილად იყო დაყოფილი. ჯერ ვნახეთ საგზატკეცილო ველორბოლა, შემდეგ ესტაფეტა გადაიბარა ლონდონის ველოდრომმა, ამას მოჰყვა BMX-ოსტატების გარჩევები და ბოლოს იყო მთის ველოსიპედის (მაუნტინბაიკი) შეჯიბრი.

თავდაპირველად აქ ქალები არკვევდნენ ურთიერთობას. ერთ-ერთი ფავორიტი იყო ნორვეგიელი რიტა დალე-ფლეში - ათენის თამაშებისა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი. მაგრამ მან თავიდანვე ვერ აკრიფა სწრაფი ტემპი, შემდეგ საერთოდ დაეცა დისტანციის მსვლელობისას და რბოლის გაგრძელება ვერ შეძლო.

თავდაპირველად მონაწილეებს სათავეში ჩაუდგა ბრიტანელი ანი ლასტი. პერიოდულად მას ცვლიდნენ ფრანგი ჟიული ბრესე და კიდევ ერთი ფავორიტი, კანადელი კატარინ პენდრელი.

საერთოდ კი, ლიდერთა ჯგუფი ათი ქალისგან შედგებოდა და საკმაოდ კომპაქტურად მიიწევდა წინ. ბრესეს, ლასტისა და პენდრელის გარდა, აქ იყო ოლიმპიადის მოქმედი ჩემპიონი, გერმანელი საბინე სპიტცი.

ყველაზე კარგი ტემპი ფრანგ ბრესეს ჰქონდა. ყველაზე ხშირად სწორედ ის ედგა სათავეში პელოტონს და მისი სიჩქარე კონკურენტთა უმრავლესობისთვის მიუღწეველი აღმოჩნდა. პირველი მედლებისთვის ბრძოლას ლასტი ჩამოსცილდა, შემდეგ პენდრელი, რაც ყველაზე დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა.

ამასობაში ლიდერთა ჯგუფს დაეწია ამერიკელი ჯორჯია გოულდი. დაწინაურებულ ბრესეს სწორედ ის და სპიტცი უწევდნენ წინააღმდეგობას.

ფრანგმა ხანმოკლე იერიშებით რამდენჯერმე შეამოწმა კონკურენტების მზადყოფნა, შემდეგ კი ძლიერ და გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა. შპიტცი წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა, მაგრამ დაეცა და გოულდიც შეაყოვნა.

ამის გამო ბრესემ ფინიშზე ისეთი უპირატესობა მოიპოვა, რომ თავს უფლება მისცა, დროშით ხელში დაესრულებინა გამოსვლა.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გოულდმა შანსი არ დაუტოვა რუს ირინა კალენტიევას, ხოლო გერმანელმა სპიტცმა შეინარჩუნა მეორე ადგილი და პირველი სპორტსმენია მაუნტინბაიკში, ვისაც მედლების სრული კომპლექტი დაუგროვდა ოლიმპიურ თამაშებზე.

12 აგვისტოს ანალოგიურ დისციპლინაში კაცებმა იასპარეზეს და აქ ხელი მოეცარა ფრანგ ჟულიან აბსალონს, რომელიც წინა ორი ოლიმპიადის გამარჯვებული იყო. ის დისტანციის მსვლელობისას დაეცა და ზედიზედ მესამე ოქროს მოპოვების შანსი დაკარგა.

ამით კარგი შანსი მიიღეს მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონმა, ჩეხმა იაროსლავ კულჰავიმ და შვეიცარიელმა ნინო შურტერმა. ამ უკანასკნელმა წელს მსოფლიოს თასის ოთხი ეტაპი მოიგო და ამ ტურნირზე საერთო ჩათვლაშიც გამარჯვებული გახდა.

მოკლედ, ლონდონის ოქრო ღირსეულმა მეტოქეებმა გაითამაშეს და ბრძოლაც ღირსეული გამოვიდა. ყველაფერი სპრინტერული ფინიშით გაირკვა, რომელიც კულჰავიმ მოიგო. ერთი წამით ჩამორჩა მას შურტერი. 25 წამის შემდეგ მივიდა ფინიშთან იტალიელი მარკო ფონტანა - მას ბრინჯაო ერგო.

ქალები

1. ჟული ბრესე (საფ) 1:30:52

2. საბინე სპიტცი (გერ) 1:31:54

3. ჯორჯია გოულდი (აშშ) 1:32:00

4. ირინა კალენტიევა (რუს) 1:32:33

5. ესტერ სუსი (შვეიც) 1:32:46

6. ალექსანდრა ენგენი (შვედ) 1:33:08

კაცები

1. იაროსლავ კულჰავი (ჩეხ) 1:29:07

2. ნინო შურტერი (შვეიც) 1:29:08

3. მარკო ფონტანა (იტა) 1:29:32

4. ერმიდა რამოსი (ესპ) 1:29:36

5. ბერი სტანდერი (ს. აფრ) 1:29:37

6. კარლოს კოლომა (ესპ) 1:30:07

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო