ლეგენდარულმა ხორვატმა მწვრთნელმა მეოთხედ მოიგო ოლიმპიური თამაშები
ლეგენდარულმა ხორვატმა მწვრთნელმა რატკო რუდიჩმა მეოთხედ მოიგო ოლიმპიური თამაშები.

ეს ბრწყინვალე სპეციალისტი 1984 წლიდან მოყოლებული ოთხ გუნდს ავარჯიშებდა - იუგოსლავიას, იტალიას, ამერიკასა და ხორვატიას (2004 წლიდან).

აქედან სამ გუნდს მოაგებინა ოლიმპიური ოქრო: ორჯერ იუგოსლავიას, შემდეგ იტალიას და გუშინ თავის მშობლიურ ხორვატიას. ერთხელ რუდიჩს მოთამაშის რანგში აქვს მოპოვებული მედალი - 1980 წელს, მოსკოვის ოლიმპიადაზე იუგოსლავიასთან ერთად მოიგო ვერცხლი.

რუდიჩის ამჟამინდელი გუნდი ყოფილ გუნდს - იტალიას უპირისპირდებოდა ფინალში. "სკუადრა აძურამ" უკეთესი სტარტი აიღო და 2:0 დაწინაურდა, მაგრამ ამის შემდეგ ბრწყინვალედ ათამაშდა მარო იოკოვიჩი. მისი ჰეთ-თრიკის წყალობით, ხორვატებმა ინიციატივა მოიპოვეს და ის ბოლომდე აღარ გაუშვიათ ხელიდან. ფინალის საბოლოო ანგარიშია - 8:6. ეს ხორვატთა დელეგაციისთვის მესამე ოქრო იყო ლონდონში.

გაცილებით დრამატული გამოდგა მესამე ადგილისთვის მატჩი, რომელშიც სერბეთმა ოთხი წითელი ბარათი მიიღო, სამი ბურთით აგებდა ჩერნოგორიასთან და მაინც შეძლო 12:11 გამარჯვება. გადამწყვეტი გოლი სერბებმა მატჩის ბოლო წუთზე გაიტანეს.

მეხუთე ადგილისთვის მატჩში უნგრეთმა ესპანეთს 14:8 მოუგო, ავსტრალიამ თითქმის წაგებული შეხვედრა მოუგო ამერიკას - 10:9 და მეშვიდე ადგილი დაიკავა.

კაცები

მე-3 ადგილისთვის

სერბეთი-ჩერნოგორია 12:11.

ფინალი

ხორვატია-იტალია 8:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა