"პარი სენ-ჟერმენმა" ჩემპიონატი იმ გუნდთან მატჩით დაიწყო, ვისთან მოგებაც ბოლო წლებში, ტრადიციულად, ძალიან უჭირს
"პარი სენ-ჟერმენმა" ჩემპიონატი იმ გუნდთან მატჩით დაიწყო, ვისთან მოგებაც ბოლო წლებში, ტრადიციულად, ძალიან უჭირს.

კარლო ანჩელოტიმ სასტარტო შემადგენლობაში სამი დებიუტანტი გაამწესა - იბრაჰიმოვიჩი, ლავესი და ვერატი.

გუნდებმა დაპირისპირება მაღალ ტემპში დაიწყეს. ანგარიში მე-5 წუთზე გაიხსნა. მაქსველმა გამჭოლი გადაცემა მარცხენა ფლანგიდან საკუთარ კარში ჩაჭრა.

მასპინძლებმა პრესინგის საშუალებით სცადეს უპირატესობის ხელში ჩაგდება, მაგრამ დიდ სამუშაოს ასრულებდნენ კრისტიან გურკუფის ბიჭებიც და შესაბამისად, "ლურჯ-წითლებს" ამის საშუალებას არ აძლევდნენ.

მეტიც, კონტრშეტევების წყალობით, სტუმრებს მეტოქე ტერორში ჰყავდათ. ტრაორემ ცარიელ კარში გაიტანა კიდეც, მაგრამ არბიტრმა სამართლიანი თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

ტაიმის მიწურულს ჟერემი ალიადიემ კონტრშეტევაზე გაიტანა და თანაც, გზად მეტოქე მცველებს დასცინა - როგორც პატარა ბავშვებს, ისე აუარა გვერდი.

65-ე წუთამდე ბრეტონელთა დაცვა უშეცდომოდ მოქმედებდა, თუმცა იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ ბოლოს მაინც ვერას გახდა.

31 წლის ფეხბურთელმა ფიზიკურ ორთაბრძოლაში დაჩაგრა ლორიანელი მცველი და ახლო მანძილიდან გაიტანა. ბოლო წუთებზე კი ბლეზ მატუიდის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ისევ შვედმა ვარსკვლავმა გაიტანა.

საფრანგეთი. ლიგა 1. I ტური

მონპელიე-ტულუზი 1:1

გოლები: 1:0 კამარა (34), 1:1 იედერი (72)

ევიანი-ბორდო 2:3

გოლები: 0:1 ობრანიაკი (11), 0:2 გუფრანი (15), 1:2 ვასი (18), 1:3 სავიე (53), 2:3 ხელიფა (90)

ნანსი-ბრესტი 1:0

გოლი: 1:0 მოლო (90)

ნიცა-აიაჩო 0:1

გოლი: 0:1 ედუარდო (11)

პსჟ-ლორიანი 2:2

გოლები: 0:1 მაქსველი (5-ს.კ-ში), 0:2 ალიადიე (45), 1:2 იბრაჰიმოვიჩი (65), 2:2 იბრაჰიმოვიჩი (90-პენ)

რენი-ლიონი 0:1

გოლი: 0:1 გურკუფი (16)

სტ. ეტიენი-ლილი 1:2

გოლები: 0:1 შეჯუ (58), 1:1 ამუმა (74), 1:2 პედრეტი (90)

სოშო-ბასტია 2:3

გოლები: 1:0 პრივა (13), 1:1 მოდესტე (59), 1:2 მაულიდა (74), 1:3 მაულიდა (83), 2:3 დუბაი (89)

ტრუა-ვალანსიენი 0:1

გოლი: 0:1 რინკონი (34-ს.კ-ში)

რეიმსი-მარსელი 0-1

გოლები: 0:1 შეირუ (77)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რჩება თუ არა პსჟ-ში და აგრძელებს კონტრაქტს - დემბელემ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
რჩება თუ მიდის - Le Parisien ლუის ენრიკეს პარიზულ მომავალზე
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო