ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ფრთხილად, ეს შუშაკია - საქართველო-ხორვატიის მატჩის წინ

ფრთხილად, ეს შუშაკია - საქართველო-ხორვატიის მატჩის წინ

ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებს "დინამო თბილისის" და საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი მწვრთნელი ხელმძღვანელობს
13 აგვისტოს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" შეიკრიბება, რათა 15 აგვისტოს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის ბოლოსწინა შეხვედრაში ხორვატიას უმასპინძლოს.

ამ გუნდს "დინამო თბილისის" და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ივო შუშაკი ხელმძღვანელობს.

შუშაკის სტუმრობა თბილისში ყოველთვის სასიამოვნო იყო საფეხბურთო წრეებისთვის, რადგან ამ ხორვატმა იცის ადამიანებთან ურთიერთობის ყადრი. ჩვენთან მწვრთნელ შუშაკზე კამათობდნენ, მაგრამ როგორც პიროვნებაზე, საკამათო არაფერი იყო - შუშაკს ყველასთან შეეძლო ნორმალური ურთიერთობის დამყარება.

შუშაკი "დინამოში" 2002 წლის იანვარში მივიდა, როცა კლუბის მფლობელი ბადრი პატარკაციშვილი გახლდათ. "დინამო" მაშინ მსუყე კლუბი იყო და შუშაკის გუნდში არაერთმა ძვირად ღირებულმა ქართველმა ფეხბურთელმა დაიწყო თამაში.

2002 წელს შუშაკის "დინამომ" საქართველოს ჩემპიონობა ვერ მოიპოვა, ქუთაისის "ტორპედოს" ვერ აჯობა, მომდევნო სეზონში კი საწადელს მიაღწია.

იმ "დინამოს" უშუალო კონკურენტებთან უჭირდა თამაში, სხვა გუნდებთან კი ადვილად ინაგრებდა სამ-სამ ქულას. წარმატებულ სეზონშიც კი შუშაკის გუნდმა მიჯრით ორჯერ წააგო ქუთაისის "ტორპედოსთან". დინამოელებმა მაშინ ზურაბ იონანიძეს ვერაფერი მოუხერხეს, აქაც და იქაც "იონას" გოლებით წააგეს.

რა შანსი ჰქონდა ევროსარბიელზე ისეთ "დინამოს", რომელიც იონანიძის "ტორპედოს" დაეჩაგვრინა? ამაზე მაშინ, ალბათ, ნაკლებად ფიქრობდნენ, "დინამოში" ყველა კმაყოფილი იყო, შუშაკსაც უკვე მოპოვებული ჰქონდა დიდი მხარდაჭერა პატარკაციშვილისგან. შუშაკის "დინამომ" ხომ მოსკოვში "თანამეგობრობის თასიც" მოიგო.

ვიტალი დარასელია, გიორგი ანჩაბაძე, რატი ალექსიძე, ლადო ახალაია, დავით კვირკველია... შუშაკის ხელში ამ ფეხბურთელებმა წინ წაიწიეს. "დინამო" ყველა რგოლში კარგად დაბალანსებული, შეკრული გუნდი იყო, თუმცა ეს იყო და ეს, შემოქმედებითი ელემენტები იმდროინდელ "დინამოს" არ ეტყობოდა.

შუშაკმა თავისი მწვრთნელობითა და ქცევით ავტორიტეტი მოიპოვა. ამასობაში საქართველოს ეროვნული ნაკრები უმწვრთნელოდ დარჩა. არადა, კარს იყო მომდგარი რუსეთთან მატჩი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ შუშაკს სთხოვა, დროებით გაეწვრთნა ჩვენი ეროვნული გუნდი. შუშაკმაც გამოწვევა მიიღო და ერთხელაც დაარწმუნა ყველა იმაში, რომ მას გონება კარგად უჭრიდა.

ახლაც თვალწინ მიდგას ის მომენტი, როცა რუსეთთან მატჩის დაწყებამდე შუშაკი ზვიადი თვითრწმენით გამოვიდა არენაზე, გასახდელიდან გადმოჭრა მოედანი - საქართველო ამ თამაშს უეჭველი მოიგებს! ასეთნაირად ჩაგვინერგა ყველას რწმენა შუშაკმა.

მალხაზ ასათიანის თავური გოლით საქართველომ ის თამაში მოიგო. პრესკონფერენციაზე შუშაკს რუსმა ჟურნალისტმა ჰკითხა, იური სიომინი ასათიანს დაცვაში ათამაშებს და თქვენ რატომ გაამწესეთ ის პლეიმეიკერადო. შუშაკმა უპასუხა: მე სხვაზე კარგად ვიცი ასათიანის შესაძლებლობებიო. ის დღე საქართველოსი და შუშაკის იყო.

შუშაკის გაწვრთნილმა საქართველომ მომდევნო შეხვედრაში სტუმრად ირლანდიასთან 0:2 წააგო. ცხადია, ის მარცხი შუშაკის ავტორიტეტს ვერ შეარყევდა, მაგრამ როცა ევროსარბიელზე "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა, ხორვატ მწვრთნელს წყალი შეუდგა.

"ტირანას" შემდეგ შუშაკმა სეზონი ვერ ჩაამთავრა "დინამოში", 2004 წლის გაზაფხულზე ის წავიდა.

მას არავისთან მოსვლია კონფლიქტი, ბოლომდე შეინარჩუნა ინტილეგენტი ადამიანის რეპუტაცია.

ის ყოველთვის გვამხნევებდა ქართველებს, სლოვენიის ნაკრების მაგალითი მოჰყავდა, დიდი ოსტატები არ ჰყავთ, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც ითამაშეს და მუნდიალზეცო.

შუშაკი მსუბუქ ფილოსოფიურ წიგნებს კითხულობდა, "მარლბორო-ლაითს" ეწეოდა, დღისით საჭმელს არ მიირთმევდა, ალკოჰოლიდან კი ოდენ თეთრ ღვინოს ეამხანაგებოდა.

შუშაკი "დინამოდან" ისე წავიდა, რომ საქართველოს მეგობრად დარჩა.

მას შემდეგ ხორვატი არაერთხელ ჩამოვიდა საქართველოში, ახლა კი თავის გუნდს ჩამოჰყვება. ამ შესარჩევში შუშაკის ხორვატიამ ოთარ გაბელიას გაწვრთნილ ქართველ 21-წლამდელებთან შინ 0:1 წააგო და თქმა რად უნდა, რომ რევანშისთვის იბრძოლებს.

შუშაკმა საქართველოსთან მატჩისთვის ეს ფეხბურთელები დაიგულა:

ლორენს კლანიჩი ("ჰაიდუკი"), სიმ ვრსალკო (ზაგრების "დინამო"), მარიო ტიჩინოვიჩი ("ზაგრები"), ჩარლზ ბრუჩიჩი ("ზაგრები"), რენატო კელიჩი("ლიბერეცი"), დენის ვინესი ("ზაგრები"), ფრანკო ანდრიაჩევიჩი ("ჰაიდუკი"), მარსელო ბროზოვიჩი ("ზაგრები"), ანდრეი კრამარიჩი ("ზაგრები"), დეიან გლავიცა ("ბოჰემიანსი"), ანტონი რებიჩი ("სპლიტი"), დუი კოპი (ზაგრების "დინამო"), არინ ედემი (ზაგრების "დინამო"), მიო ჩაკტაში ("ჰაიდუკი"), ანტე ბუდიმარი ("ჰართსი"), ანტონ მაგლიცა ("ჰაიდუკი"), დარიო ზუპარიჩი ("პორტუ"), დავიდ ნქსონი ("ზაგრები"), ფილიპ მრჟლიაკი ("ზაგრები"), ანტონინ ჩულინა ("პაოკი").

შუშაკი ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებს მანამდე 1997-2000 წლებში თავკაცობდა, ეს გუნდი კი შარშან ჩაიბარა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ხორვატებთან მატჩისთვის ახალგაზრდული ნაკრების სია ცნობილია

ჩივაძე VS შუშაკი - ყველა შეტევა და ინიციატივა მომზადებული უნდა იყოს!

• sandro

ევროპა ლიგის საგზური დინამომ გეგუჩაძის ხელში მოიგო.....

• vasiko basiladze

იონანიძე მაგარი კაცია და კარგი თავდამსხმელის იყო,მაშინდელ ტორბედოს არ დაგავიწყდეთ მიხიჩა წვრთნიდა დათო ყიფიანი ახალი გარდაცვლილი იყო,იონას გვერდს უმაგრებდნენ დათო ჯანაშია ,გივი დიდავა რაც მთავარია იქ იყო მახო ასათიანი,ასე რომ ბატონო ჯურნალისტო ჯერ გაიგე ვინ თამაშობდა მაშინ ტორბედოში და მერე თქვი მასე აუგად,დინამომ შუშაკის დროს მაქსიმუმს მიაღწია თანამეგობრობის თასით და ევროპა ლიგის საგზურით გაახარა გულშემატკივარი,

19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა

21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი

[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო

19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა

21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა