საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ ძიუდოისტის ბრალდებებს ტყუილი უწოდა
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ნამგალაურის განცხადებით, ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანის ბრალდებები მტკნარი სიცრუეა.

ამის შესახებ დავით ნამგალაურმა "ინტერპრესნიუსს" 13 აგვისტოს, ლონდონის ოლიმპიადიდან დაბრუნების შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, შუკვანის ბრალდებებით მთელ დელეგაციას ჩირქი მოეცხო.

"იმ პერიოდში ვიყავი ადგილზე და ძალიან ბევრი ტყუილი მესმის ბეთქილ შუკვანის გარშემო დატრიალებული ისტორიის შესახებ - რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა, მერვე სართულიდან გადმოხტა და გაიქცა.

ყველაფერი, რაც ამის შესახებ ითქვა, იყო ტყუილი და ამას, სადაც შესაძლებლობა მექნება, იქ ვიტყვი.

ვიზეც საუბრობენ, ზეწოლას ახორციელებდაო, მას საერთოდ არ ჰქონდა უფლება ოლიმპიურ სოფელში შემოსვლის და არც გარეთ ელოდებოდა. იმ ტერიტორიას კილომეტრიან პერიმეტრზე იცავდნენ და ხალხი, მით უმეტეს, ნასვამი - ადვილად ვერ შემოვიდოდა და გავიდოდა.

არ ვიცი, რამ აიძულა შუკვანი, რომ ამდენი ტყუილი მოეგონებინა და ჩვენთვის ჩირქი მოეცხო", - აღნიშნა ნამგალაურმა.

ნამგალაურის თქმითვე, არ არსებობდა საფუძველი, რომ შუკვანის მარცხი გასაჩივრებულიყო და ამას ძიუდოს სპეციალისტებიც დაადასტურებენ.

"არავინ დაიჯეროს, რომ ამ სპორტსმენის შემდეგ ვინმეს ჩვენზე ძალიან უნდოდა მისი წარმატება. შუკვანმა ბოლო ხუთ წამში მოგებული შეხვედრა დათმო. როდესაც საუბარი მიდის იმაზე, რომ ჩვენ არ გავასაჩივრეთ, ვერ ვხვდები, რა უნდა გაგვესაჩივრებინა?!

ძიუდოს ბევრი სპეციალისტი იტყვის, თუ რატომ წააგო, რა მოხდა რეალურად და იყო თუ არა გასასაჩივრებელი რამე.

ადამიანმა მოგებული შეხვედრა 5 წამი ვერ შეინარჩუნა. იმ დღეს ჩვენი დელეგაცია მისგან მედალს ელოდებოდა", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე ინფორმაციით, მარცხის შემდეგ შუკვანი თავისი მეგობრების საგულშემატკივროდაც არ დადიოდა.

"გასაგებია, ადამიანმა წააგო და განიცდიდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ის არ დადიოდა სხვა სპორტსმენების საგულშემატკივროდ, რაც ძალიან ცუდად გვენიშნა. ის საკუთარ ნომერში იყო ჩაკეტილი და არ ვაწუხებდით, რადგან ვფიქრობდით, რომ მარცხს განიცდიდა", - აღნიშნა ნამგალაურმა.

”ინტერპრესნიუსი”

ასევე იხილეთ:

ბეთქილ შუკვანი: მე არაჯანსაღი ქართული პოლიტიკის მსხვერპლი ვარ

"საქართველოში ხელისუფლება სპორტსმენებზე ზეწოლას ახორციელებს!"

გიორგი ალექსიძე: ბეთქილ შუკვანმა ოლიმპიადა საკუთარი სურვილით დატოვა

ბეთქილ შუკვანი: ოლიმპიური სოფლიდან ნასვამ გია უდესიანს გამოვერიდე

ბეთქილ შუკვანის 5-წამიანი დრამა

Shoda
ვერ წარმოვიდგენდი თუ ეს ნამგალაური ასეთი არაკაცი იქნებოდა! რა გიყო ბიჭო მიშაია ბლეყემ ასეთი??
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა