საუკეთესო მწვრთნელად კი, შარშანდელივით, იურგენ კლოპი დაასახელეს
ფეხბურთელების შემდეგ, გერმანიის 2012 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ჟურნალისტებმაც გერმანიის ნაკრებისა და დორტმუნდის "ბორუსიას" 23 წლის შემტევი ნახევარმცველი მარკო როისი დაასახელეს, რომელმაც გასული სეზონი "გლადბახში" ბრწყინვალედ ჩაატარა.

"კიკერის" ტრადიციულ გამოკითხვაში ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა წლის საუკეთესო მწვრთნელად შარშანდელივით იურგენ კლოპი დაასახელეს, საუკეთესო ქალ ფეხბურთელად კი - ოკოინო და მბაბი.

"კიკერი" ამ გამოკითხვას ჟურნალისტებს შორის 1960 წლიდან ატარებს და მასში მონაწილეობას გერმანიის სპორტული ჟურნალისტების გაერთიანების წევრები იღებენ.

აღსანიშნავია, რომ "გლადბახის" ფეხბურთელმა "კიკერის" წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება 25-წლიანი პაუზის (!) შემდეგ დაიმსახურა - ბოლოს ეს მიონხენგლადბახელთაგან უვე რანმა (1987 წელს) შეძლო. როისი პირველ ადგილზე უდიდესი უპირატესობით გავიდა და უკან ახალი თანაგუნდელები: მატს ჰუმელსი, რობერტ ლევანდოვსკი და შინჯი კაგავა (სამივე დორტმუნდელია) მოიტოვა.

"ძალიან ამაყი ვარ, რადგან ვიცი, რომ ეს წოდება ისტორიას სამუდამოდ დარჩება, - უთხრა როისმა "კიკერს", - ეს ჩემთვის დამატებითი მოტივაციაცაა და იმას ნიშნავს, რომ ორმაგად უნდა მოვინდომო, რადგან ჩემზე უკვე დიდი ავანსები გაიცა.

ჩემს წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ლუსიენ ფავრს, რომელიც საუკეთესო მწვრთნელია მათ შორის, ვისთანაც მიმუშავია.

არ ვივიწყებ მიხაელ ფრონტცეკის ამაგსაც, რომელიც ყველასათვის უცნობ და გამოუცდელ ბიჭს "გლადბახში" მენდო. ახლა დორტმუნდის "ბორუსიას" ფეხბურთელი ვარ და ჩემს კარიერაში ახალი ეტაპი იწყება!"

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის დასრულების შემდეგ როისის გადაბირება მიუნხენის "ბაიერნს", მადრიდის "რეალს", მილანის "ინტერს" და "მანჩესტერ სიტისაც" სურდათ, მაგრამ მარკომ არჩევანი ყოფილ და მშობლიურ კლუბ "დორტმუნდზე" შეაჩერა.

კლოპმა ფავრი დაჯაბნა

რაც შეეხება წლის საუკეთესო მწვრთნელს: "დორტმუნდის" თავკაცმა კლოპმა ეს წოდება კვლავ დიდი უპირატესობით მოიპოვა. იურგენმა ჟურნალისტებისგან 496 ხმა მიიღო - მაშინ, როცა მეორე ადგილზე გასულ ლუსიენ ფავრს (გლადბახი) მხოლოდ 138-მა ჟურნალისტმა მიანიჭა უპირატესობა.

მესამე ადგილზე "ფრაიბურგის" თავკაცი კრისტიან შტრაიხი გავიდა, რომელმაც ბრაისგაუელებს გასული სეზონის მეორე ნახევარში წარმოუდგენელი პროგრესი განაცდევინა და მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებისგან იხსნა.

"ამ ტიტულის ზედიზედ მეორედ მოგება უდიდესი პატივი და შრომის დაფასებაა. სცენაზე მხოლოდ მე ვჩანვარ, არადა, მთელი სამწვრთნელო შტაბი მაგრად მუშაობს და ჩვენი წარმატებები ჩემი თანაშტაბელების დამსახურებაცაა. გამოკითხვის შედეგები ცხადყოფს, რომ ჩვენ კარგად ვმუშაობთ," - ეს კლოპის სიტყვებია.

ისტორია

"კიკერის" წლის ფეხბურთელები 1960-2012

წელი ფეხბურთელი გუნდი

2012 მარკო როისი ბორუსია (მ)

2011 მანუელ ნოიერი შალკე

2010 არიენ რობენი ბაიერნი

2009 გრაფიტე ვოლფსბურგი

2008 ფრანკ რიბერი ბაიერნი

2007 მარიო გომესი შტუტგარტი

2006 მიროსლავ კლოზე ვერდერი

2005 მიხაელ ბალაკი ბაიერნი

2004 აილტონი ვერდერი

2003 მიხაელ ბალაკი ბაიერნი

2002 მიხაელ ბალაკი ლევერკუზენი

2001 ოლივერ კანი ბაიერნი

2000 ოლივერ კანი ბაიერნი

1999 ლოთარ მათეუსი ბაიერნი

1998 ოლივერ ბირჰოფი უდინეზე

1997 იურგენ კოლერი ბორუსია (დ)

1996 მათიას ზამერი ბორუსია (დ)

1995 მათიას ზამერი ბორუსია (დ)

1994 იურგენ კლინსმანი ტოტენჰემი

1993 ანდრეას კიოპკე ნიურნბერგი

1992 თომას ჰესლერი რომა

1991 შტეფან კუნტცი კაიზერსლაუტერნი

1990 ლოთარ მათეუსი ინტერი

1989 თომას ჰესლერი კიოლნი

1988 იურგენ კლინსმანი შტუტგარტი

1987 უვე რანი ბორუსია (მ)

1986 ჰარალდ შუმახერი კიოლნი

1985 ჰანს-პეტერ ბრიგელი ვერონა

1984 ჰარალდ შუმახერი კიოლნი

1983 რუდი ფიოლერი ვერდერი

1982 კარლჰაინც ფიორსტერი შტუტგარტი

1981 პაულ ბრაიტნერი ბაიერნი

1980 კარლ-ჰაინც რუმენიგე ბაიერნი

1979 ბერტი ფოგთსი ბორუსია (მ)

1978 ზეპ მაიერი ბაიერნი

1977 ზეპ მაიერი ბაიერნი

1976 ფრანც ბეკენბაუერი ბაიერნი

1975 ზეპ მაიერი ბაიერნი

1974 ფრანც ბეკენბაუერი ბაიერნი

1973 გიუნტერ ნეტცერი ბორუსია (მ)

1972 გიუნტერ ნეტცერი ბორუსია (მ)

1971 ბერტი ფოგთსი ბორუსია (მ)

1970 უვე ზეელერი ჰამბურგი

1969 გერდ მიულერი ბაიერნი

1968 ფრანც ბეკენბაუერი ბაიერნი

1967 გერდ მიულერი ბაიერნი

1966 ფრანც ბეკენბაუერი ბაიერნი

1965 ჰანს ტილკოვსკი ბორუსია (დ)

1964 უვე ზეელერი ჰამბურგი

1963 ჰანს შეფერი კიოლნი

1962 კარლ-ჰაინც შნელინგერი კიოლნი

1961 მაქს მორლოკი ნიურნბერგი

1960 უვე ზეელერი ჰამბურგი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა