13 აგვისტოს ბუნდესნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა
გერმანიის ნაკრები 15 აგვისტოს (22:30) არგენტინასთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.

13 აგვისტოს ბუნდესნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა პრესკონფერენცია გამართა, რომელიც, ყველასათვის მოულოდნელად, ძალიან ხმაურიანი გამოვიდა. 52 წლის იოგიმ მკაცრად გააკრიტიკა გერმანული პრესა იმის გამო, რაც ჟურნალ-გაზეთებში გერმანიის ნაკრებზე იტალიასთან ნახევარფინალში წაგების შემდეგ დაიწერა.

"იტალიის ნაკრებთან წაგებული მატჩის შემდეგ კრიტიკის ქარცეცხლი დაგვატყდა. სპორტული კრიტიკა ჩემთვის ყოველთვის მისაღებია, მაგრამ მიმაჩნია, რომ კრიტიკული განცხადებებისა და მოსაზრებების უდიდესი ნაწილი გაუმართლებელი იყო. სიმართლე გითხრათ, ამგვარმა კრიტიკამ ძალიან დამღალა და ვინ მოთვლის, მერამდენედ მიწევს ამაზე საუბარი, - აღნიშნა ლიოვმა და იქვე დააკონკრეტა, - ნერვებს ყველაზე მეტად ის განცხადებები მიშლის, სადაც ნათქვამია, რომ გერმანიის ნაკრებს ლიდერები არ უვარგა.

ამ ლიდერებთან ერთად ჩვენ უდიდესი პროგრესი განვიცადეთ და ძალიან ბევრ რამეს მივაღწიეთ! ფილიპ ლამმა, მიროსლავ კლოზემ და ბასტიან შვაინშტაიგერმა ევროპის ჩემპიონატზე ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც ველოდი.

დღეს ფეხბურთში სხვანაირი ლიდერები არსებობენ - ნურავინ ელის ისეთებს, როგორებიც თუნდაც 90-იან წლებში გვყავდა. ამიტომაც მიმაჩნია ეს დისკუსია არასწორად. იმედია, ამის შესახებ საუბარი უკანასკნელად მიწევს. როგორ ფიქრობთ, ნაკრებს ლიდერები რომ არ უვარგოდეს, ჩვენი გუნდის თამაშებს მილიონობით ადამიანი უყურებდა?"

ლიოვი ხმამაღლა და მკაცრი ტონით საუბრობდა: "რაც შეეხება მეორე პრობლემას - ჟურნალ-გაზეთებში წავიკითხე, რომ არაეთნიკური გერმანელი ფეხბურთელები ჩვენს ჰიმნს არ მღერიან და მოედანზე არ იბრძვიან.

მიმაჩნია, რომ ეს ფატალური მოსაზრებაა! ამის მთქმელი, ფაქტობრივად, იმას გულისხმობს, რომ ასეთი მოთამაშეები არ არიან კარგი გერმანელები, რაც ძალიან ცუდია! ჰიმნის შესრულება, რა თქმა უნდა, ძალიან ლამაზი, ულამაზესი სანახავია, მაგრამ ეს არ არის და ვერ იქნება იმის დასტური, რომ გუნდი შედეგს ამიტომ ვერ აღწევს.

მით უმეტეს, არც იმის მიზეზია, რომ ამის გამო ფეხბურთელმა შეიძლება მოედანზე არ იბრძოლოს".

გერმანულმა პრესამ იტალიასთან მარცხის (1:2) შემდეგ ბუნდესგუნდის ფეხბურთელები მართლაც მაგრად გააკრიტიკა იმის გამო, რომ ზოგიერთი ჰიმნს საერთოდ არ მღეროდა, დანარჩენები კი მხოლოდ ჩურჩულებდნენ - ეს იმ დროს, როცა იტალიელებმა თავიანთი ჰიმნი მართლაც სამაგალითოდ შეასრულეს.

"ჩემთვის ასეთი კრიტიკაც მიუღებელია. ჩვენს ფეხბურთელებს გუნდთან და გერმანიის დროშასთან იდენტიფიცირების პრობლემა არ აქვთ! იოზილს, ხედირას და სხვებს ეს არაერთხელ დაუმტკიცებიათ," - განაცხადა იოგიმ.

მესამე საკითხი, რაც ლიოვს ასევე პრობლემურად მიაჩნია და რაშიც ექსპერტებს კატეგორიულად არ ეთანხმება, არის კრიტიკა იმის შესახებ, რომ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები ზედმეტად განებივრებულები არიან.

ლიოვი: "ჩვენ ფეხბურთელებისგან ყოველთვის საუკეთესო ფეხბურთს ველით და ვითხოვთ. შესაბამისად, მათ ყოველთვის საუკეთესო პირობები უნდა შევუქმნათ. ესპანეთისა და იტალიის ნაკრების ფეხბურთელებსაც თავიანთი შეფ-მზარეული ჰყავთ და ყოველთვის ავტობუსით არ დადიან!"

ვნახოთ, როგორ შეხვდება საფეხბურთო გერმანია ბუნდესმწვრთნელის ამ განცხადებებს - გაკეთდება თუ არა კონტრ-განცხადებები. გერმანულ პრესაში ლიოვის ამ განცხადებებს უკვე მოჰყვა გარკვეული, რა თქმა უნდა, კრიტიკული რეაქცია.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ლიოვს სრული მხარდაჭერა აღუთქვა და ასპროცენტიანი ნდობა გამოუცხადა. იოგის მიზანი ახლა გუნდის მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისთვის მომზადებაა.

ტერ შტეგენი ნოიერის ნაცვლად

გერმანიის სუპერთასის (ბაიერნი-დორტმუნდი 2:1) შემდეგ მიუნხენური გრანდის მეკარე მანუელ ნოიერმა ლიოვს შეუთვალა, რომ არგენტინასთან ტესტ-მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს - 26 წლის მეკარე, რომელსაც ნაკრებში 32-ე თამაში უნდა ჩაეტარებინა, "დორტმუნდთან" შეხვედრაში დაშავდა.

შესაბამისად, იოგიმ ხვალინდელი მატჩისთვის ნაკრებში მიონხენგლადბახის კარის დარაჯ მარკ-ანდრე ტერ შტეგენს უხმო.

შეგახსენებთ, რომ იოახიმ ლიოვის გაფართოებულ სიაში ტერ შტეგენისა და რონ-რობერტ ცილერის (ჰანოვერი) გარდა, რენე ადლერი (ჰამბურგი), ბერნდ ლენო (ლევერკუზენი), ტიმ ვიზე (ჰოფენჰაიმი) და სვენ ულრაიხი (შტუტგარტი) არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა