მანჯუკიჩი "ბაიერნში" ამაზე უკეთეს ოფიციალურ დებიუტს ვერ ინატრებდა
მარიო მანჯუკიჩი "ბაიერნში" ამაზე უკეთეს ოფიციალურ დებიუტს ვერ ინატრებდა: 26 წლის ხორვატმა თავდამსხმელმა გერმანიის სუპერთასზე, მოქმედ ჩემპიონ დორტმუნდის "ბორუსიასთან" ერთი გოლი თავად გაიტანა, ერთიც თომას მიულერს გაატანინა და რეკორდმაისტერის წარმატებაში (2:1) ლომის წვლილი მიუძღვის.

ამით ხორვატმა თავდამსხმელმა დაამტკიცა, რომ მარიო გომესის ღირსეული შემცვლელია; ან იქნებ შემცვლელზე მეტიც?

ყველაფრისთვის მზად ვარო, ამბობდა ექს-ვოლფსბურგელი მანჯუკიჩი წინა კვირაში - მან უკვე იცოდა, რომ "დორტმუნდთან" ძირითად შემადგენლობაში მოუწევდა თამაში. მარიოს ნაოპერაციები გომესი უნდა შეეცვალა და ისიც თქვა, სულაც არ მიხარია, რომ სასტარტოში თამაში კონკურენტის ტრავმის გამო მიწევსო, რითაც თავი, ერთი მხრივ, გუნდურ მოთამაშედ წარმოაჩინა, მეორე მხრივ კი ყველას გააგებინა, რომ სათადარიგო ფეხბურთელის სტატუსს არ შეეგუება.

უშუალოდ "ბორუსიასთან" შეხვედრაში მანჯუკიჩი არა მარტო გოლით და საგოლე პასით გამოირჩა, არამედ, ჩვენი გერმანელი კოლეგების შეფასებით, მოედანზე საუკეთესო იყო, რითაც ისიც დაამტკიცა, რომ "ბაიერნისთვის" შეიძლება იმაზე მეტიც იყოს, ვიდრე მხოლოდ მარიო გომესის ალტერნატივა.

ცხადია, მანჯუკიჩის პერსპექტივა "ბაიერნის" ტაქტიკაზეცაა დამოკიდებული: სანამ ბავარიელთა თავკაცი იუპ ჰაინკესი რეკორდმაისტერს 4-2-3-1 ტაქტიკური სქემით ათამაშებს, მანჯუკიჩს და გომესს ერთმანეთის მტრობა მოუწევთ, თუმცა ხორვატს ფლანგზეც შეუძლია თამაში. მისი სტილი გომესის სტილისგან განსხვავდება:

მანჯუკიჩი ხშირად იხევს უკან, რათა ბურთი მოიპოვოს და კომბინაციებში მონაწილეობა მიიღოს; ან გადადის ფლანგზე იმისათვის, რომ რომელიმე გარემარბს მიეხმაროს. მანჯუკიჩი ბრწყინვალედ თამაშობს თავით და ესეც მისი მორიგი პლუსია - გომესს ამ მხრივ არაფრით ჩამოუვარდება (თუ არ სჯობია).

ჰაინკესი: მეტი აღარავინ მჭირდება!

ბავარიელთა თავკაცი მიიჩნევს, რომ მისი გუნდი ახალი სეზონისთვის სრულ მზადყოფნაშია და სულაც არ არის აუცილებელი, რომ "ბაიერნი" სატრანსფერო ბაზარზე კიდევ გააქტიურდეს.

"მხოლოდ 22 გოლი გავუშვით და თუ სადმე უნდა გამოვსწორდეთ, ეს, პირველ რიგში, შეტევაზე ითქმის. ჩვენ არაერთი უმაღლესი დონის შემტევი ნახევარმცველი და თავდამსხმელი გვყავს, რომლებმაც იციან თავიანთი საქმე, მაგრამ გარკვეულ საკითხებში მათაც უნდა მოუმატონ. მაგალითად, ბურთის დაკარგვის შემდეგ მის დასაბრუნებლად ყველამ უნდა იბრძოლოს.

მეტოქე წნეხის ქვეშ ყველამ ერთად ან ეტაპობრივად უნდა მოაქციოს, - უთხრა 67 წლის "დონ იუპმა" ჩვენს გერმანელ კოლეგებს, - საბოლოო ჯამში მიმაჩნია, რომ ჩვენი შემადგენლობა საკმარისად ძლიერია და რომ გაძლიერების აუცილებლობა არ არსებობს.

ხავი მარტინესი შესანიშნავი ფეხბურთელია და გამიხარდება, თუ მაინც ჩვენთან გადმოვა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ყიდვა უკიდურესად აუცილებელი არ არის, რადგან ბასტიან შვაინშტაიგერი მალე გამოჯანმრთელდება და ჩვენ ლუის გუსტავოც გვყავს."

რუმენიგე ერთ ტრანსფერს მაინც არ გამორიცხავს

თუმცა "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე ერთ ხმაურიან ტრანსფერს მაინც არ გამორიცხავს.

"ამ დღეებში ხელმძღვანელები დავსხდებით და მოვილაპარაკებთ, უნდა გავაქტიურდეთ თუ არა სატრანსფერო ბაზარზე კიდევ ერთხელ," - უთხრა "კალემ" "კიკერს" და იქვე დასძინა, "დორტმუნდის" ძლევამ არ უნდა დაგვაბრმავოს, ყველაფერი კარგად უნდა გავაანალიზოთ, რადგან "ბაიერნს" ზედიზედ მესამე სეზონში უტიტულოდ დარჩენის უფლება არ აქვსო.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენელებმა დღემდე ახალი სეზონისთვის მარიო მანჯუკიჩი, კლაუდიო პისარო, ჯერდან შაჩირი, დანტე, მიტჩელ ვაიზერი, ლუკას რედერი და ტომ შტარკე გადაიბირეს. "ბაიერნმა" ამ ტრანსფერებში სულ 27 მილიონი ევრო დახარჯა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს