ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ფრაგმენტები შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნიდან "გუშინ"

ფრაგმენტები შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნიდან "გუშინ"

ნაწილი XXVIII: ალკმაარი - მე და ლუი

შოთა არველაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, ავტობიოგრაფიული წიგნი რომ დაწერა.

"გუშინ" ჯერაც დახლზე დევს, თუმცა მის შესაძენად ყველას არ მიუწვდება ხელი და გადავწყვიტეთ, ამ წიგნის რამდენიმე ფრაგმენტი "ლელოში" დაგვებეჭდა.

რა თქმა უნდა, ამის ნებართვა თვითონ შოთა არველაძემ მოგვცა.

ფრაგმენტები ამ წიგნიდან "ლელოს" ნომრებში გამოქვეყნდება.

ასევე იხილეთ:

ნაწილი I: ტრაბზონი - ალთინ იკიზლარ - ოქროს ტყუპები

ნაწილი II: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე

ნაწილი III: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე

ნაწილი IV: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე

ნაწილი V: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე

ნაწილი VI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...

ნაწილი VII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...

ნაწილი VIII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...

ნაწილი IX: იმ საქართველოს გაუმარჯოს...

ნაწილი X: იმ საქართველოს გაუმარჯოს...

ნაწილი XI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...

ნაწილი XII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...

ნაწილი XIII: აიაქსი - ოცნების ახდენა

ნაწილი XIV: აიაქსი - ოცნების ახდენა

ნაწილი XV: აიაქსი - ოცნების ახდენა

ნაწილი XVI: აიაქსი - ოცნებების ახდენა

ნაწილი XVII: აიაქსი - ოცნების ახდენა

ნაწილი XVIII: აიაქსი - ოცნებების ახდენა

ნაწილი XIX: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007

ნაწილი XX: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007

ნაწილი XXI: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007

ნაწილი XXII: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად

ნაწილი XXIII: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად

ნაწილი XXIV: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად

ნაწილი XXV: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად

ნაწილი XXVI: შო, შეტენე ერთი გოლი შენებურად

ნაწილი XXVII: შო, შეტენე ერთი გოლი შენებურად

ალკმაარი - მე და ლუი

გლაზგოში მართლაც კარგად ვგრძნობდი თავს და ჩემი ოჯახის ყველა წევრი ძალიან კმაყოფილი იყო, მაგრამ როდესაც სასურველი ადგილიდან წასვლა გიწევს, უმჯობესია ისეთ გარემოში და ქვეყანაში მოხვდე, სადაც კარგად გიცნობენ და გაფასებენ.

ამიტომ, ერთი მხრივ, მიხაროდა და მეორე მხრივ კი, ვშიშობდი, შევძლებდი ყველასთვის მეჩვენებინა, რომ კიდევ შემეძლო მაღალ დონეზე თამაში?

"ალკმაარი" აღმავლობის პერიოდში იყო, ორი კარგი სეზონი ჰქონდა ჩატარებული და, რაც მთავარია, მისი მწვრთნელი - ლუის ვან გაალი გახლდათ.

ეს ერთადერთი ფაქტორი იყო იმისა, რომ მე გადაწყვეტილება მივიღე და "ალკმაართან" მოვაწერე კონტრაქტს ხელი. მანამდე კი ჩემს მეგობარ და ძველ თანაგუნდელს "აიაქსის" მწვრთნელს, დენი ბლინდს დავურეკე და ვესაუბრე. ავუხსენი, რომ "რეინჯერსთან" კონტრაქტი მიმთავრდებოდა და დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი ამსტერდამში.

"აიაქსის" ვარიანტი ჩემთვის საუკეთესო იქნებოდა, კარიერას ჩემს საყვარელ კლუბში დავასრულებდი და თან, კიდევ ერთხელ დავარწმუნებდი ყველას, რომ "აიაქსისთვის" ბებერი არ ვიყავი - წარმატებისთვის არაფერს დავიშურებდი.

დენიმ კარგად მომისმინა და მთხოვა, სამი კვირა დამეცადა პასუხისთვის. ჩვენი საუბრის შესახებ თამუნას რომ ვუთხარი, სიხარულისგან ცრემლები წამოუვიდა.

ისევ ამსტერდამზე გადავერთეთ. მოკლედ, ყველა სხვა წინადადების განხილვა სამი კვირით გადავდე. დენიმ თავისი დანაპირები შეასრულა და ზუსტად დათქმულ დროს დამირეკა, ოღონდ პასუხი ჯერ მზად არ ჰქონდა.

"აიაქსის" ხელმძღვანელობა ახალგაზრდა შვედ ფეხბურთელთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს. ჩემი ამბავიც ამ მოლაპარაკების საბოლოო დამთავრებამდე არ გაირკვეოდა. თან კიდევ, ბერძენი თავდამსხმელი ხარისტეასისთვის "აიაქსს" გუნდი უნდა მოეძებნა, რადგან ის მწვრთნელის გეგმებში არ შედიოდა და პრინციპში, თავდამსხმელის ადგილს იკავებდა.

მართალია, დენის ნაამბობმა ცუდ გუნებაზე დამაყენა, მაგრამ კიჭას ნათქვამი გამახსენდა, - ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ არ შედიან! კარგად დაფიქრდი და ისე გადაწყვიტეო.

რეალურად რომ მეფიქრა, ჩემს აყვანას "აიაქსს", თავისი ფილოსოფიით, ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელის აყვანა ერჩია - იყიდი ნიჭიერს, ორი წელი ათამაშებ, გამოთლი და ნამდვილ ვარსკვლავად აქცევ. მერე რამდენიმე მილიონით ძვირად გაყიდი... ამაში ხომ ისინი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან.

მადლობა გადავუხადე და წარმატება ვუსურვე, მაგრამ გული ძალიან დამწყდა.

თავდაპირველად, როცა 1996 წელს ბენეშმა დამირეკა და "აიაქსის" ვარიანტზე მითხრა, არ დავიჯერე, არ მეგონა, თუ ამ რანგის გუნდი ქართველით დაინტერესდებოდა. როცა "აიაქსში" ჩავირიცხე, ყველა ოცნების ახდენის შესაძლებლობა ვირწმუნე. ახლაც ასე მეგონა, რომ ჩემი ოცნება უფრო ადვილად ამიხდებოდა, რადგან უკვე ცნობილი ვიყავი, იცოდნენ ჩემი შესაძლებლობები, ჩემი ხასიათი და ის, რომ ფეხბურთის თამაში ნამდვილად შემიძლია.

მაისის მიწურულს "ალკმაარიდან" დამიკავშირდნენ და ჩემდამი ინტერესის შესახებ მაცნობეს. ვიცოდი, რომ "ალკმაარს" ახალი სეზონიდან ლუის ვან გაალი გაწვრთნიდა. ჩემს უფროს მეგობარ, რობ კოუჰენთან და მის ადვოკატთან ერთად "ალკმაარის" მესვეურებს შევხვდი. ჩვენი პირობები გავაცანით და დავემშვიდობეთ.

დამშვიდობებისას, "ალკმაარის" ტექნიკურმა დირექტორმა მარტინ ვან ჰელმა მითხრა, რომ ლუის ვან გაალი ჩემით ძალიან დაინტერესებული იყო.

მე სხვა ვარიანტებიც მქონდა, მაგრამ ლუის ვან გაალის ფაქტორმა ყველაფერი გადაწონა და გადაწყდა, რომ ერთ კვირაში დავბრუნდებოდი და სამედიცინო შემოწმებას გავივლიდი.

მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელთან მუშაობა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. პრეტენზია იმისა, რომ ფეხბურთში კარგად ვერკვეოდი, ყოველთვის მქონდა. ახლა კი შემეძლო დიდ მწვრთნელთან მემუშავა და უამრავი რამ მესწავლა მისგან.

რობ კოუჰენმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კონტრაქტი საუკეთესო ყოფილიყო. ყველა ნიუანსი შეათანხმა თავის ადვოკატთან და თუ რამე პატარა პრობლემა იყო, სასწრაფოდ მომიგვარა. ისე იზრუნა ჩემზე, როგორც საკუთარ შვილზე. ამსტერდამში მარტო ყოფნისას მათთან სახლში ხშირად ვვახშმობდი, რობი და მისი მეუღლე ივონი უგემრიელეს კერძებს მიმზადებდნენ და მე ისე მივდიოდი მათთან, როგორც საკუთარ სახლში.

სამედიცინო შემოწმებაზე მე და რეზი წავედით. სეზონის ბოლოს ჩემი ექიმი დათოც ჩემთან იყო გლაზგოში და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მარჯვენა მუხლი საუკეთესო მდგომარეობაში მქონოდა. მაინც ვნერვიულობდი, შემოწმების წინ ორი გამაყუჩებელიც კი დავლიე და ისე შევედი სამედიცინო ოთახში.

ექიმის ყველა კითხვას გავეცი პასუხი. აინტერესებდა, რამდენჯერ ვიყავი ნაოპერაციები. მერე შემოწმებას შეუდგა და საკმაოდ მალე გამომიშვა, დიდხანს არ ვუწვალებივარ. ეტყობოდათ, რომ გუნდში ჩემი აყვანა მართლაც ძალიან უნდოდათ.

იქიდან ისე მალე გამოვედი, რომ რეზის გული გაუსკდა, სახის გამომეტყველებით მეკითხებოდა - რა მოხდა, ხომ არ "დაგბრაკესო"?! თვალი ჩავუკარი და ვაგრძნობინე, რომ ყველაფერი კარგად იყო...

მაშინვე აჩის და კიჭას გადაურეკა. ისინიც სამედიცინო შემოწმების შედეგებს მოუთმენლად ელოდნენ. ყველამ ერთად ამოისუნთქა და იმ წუთიდან "ალკმაარს" საქართველოში ძალიან ბევრი გულშემატკივარი გაუჩნდა.

კლუბის ოფისში, მოვაწერე თუ არა კონტრაქტს ხელი, სატელეფონო ზარი გაისმა, მითხრეს, - ლუის ვან გაალს სურს შენთან ლაპარაკიო.

მისი სტილი აქაც დაცული იყო - გილოცავ, იმედია, ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება!..

ასე დაიწყო ჩემი და ლუის ურთიერთობა...

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა

შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს