ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლუქსემბურგი VS საქართველო - სპარინგია, მაგრამ გამარჯვება აუცილებელია

ლუქსემბურგი VS საქართველო - სპარინგია, მაგრამ გამარჯვება აუცილებელია

15 აგვისტოს, თბილისის დროით 22:00 სთ-ზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები ქალაქ ობერკორნში ლუქსემბურგთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს
15 აგვისტოს, საღამოს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ქალაქ ობერკორნში ლუქსემბურგთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს და ამით მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადებას დაასრულებს.

მუნდიალის შესარჩევ ეტაპს თემურ ქეცბაიას გუნდი 7 სექტემბერს, ბელარუსთან საშინაო შეხვედრით იწყებს, 11 სექტემბერს კი თბილისში ჩვენი მეტოქე მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი იქნება.

სამწუხაროდ, ტელეეთერით ვერ ვნახავთ, თუ როგორ გამოიყურება ჩვენი ეროვნული გუნდი მოახლოებული ოფიციალური დაპირისპირებების წინ.

საქმე ის არის, რომ ლუქსემბურგში ამ მატჩის ტელერეპორტაჟი არ იგეგმება და, შესაბამისად, არც ქართულ არხს აქვს იმის საშუალება, რომ თამაში ქართველ მაყურებელს უჩვენოს.

საუკეთესო შემთხვევაში, შეხვედრას მხოლოდ რომელიმე ინტერნეტსაიტზე თუ გადავაწყდებით, თუმცა არც ამის გარანტია გვაქვს.

ამხანაგურ მატჩში შედეგს არასდროს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ როცა საქმე გვაქვს ლუქსემბურგის კალიბრის გუნდთან, ჩვენს ნაკრებს უპირობო გამარჯვება უნდა მოვთხოვოთ. დღევანდელი მოგება გუნდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას მეტ-ნაკლებად აამაღლებს, სხვა შედეგი კი შესარჩევი ტურნირის წინ მეტისმეტად არასასიამოვნო ფონს შექმნის.

მოკლედ, შევთანხმდეთ, რომ ხარისხიანი თამაშის გარდა, ჩვენი ნაკრებისგან გამარჯვებასაც ველით.

საქართველოს ნაკრებს ძალიან ბევრ უსახურ გუნდთან დაუსრულებია მატჩი ცუდი შედეგით და ლუქსემბურგიც მათ შორისაა. 2007 წლის 22 აგვისტოს კლაუს ტოპმიოლერის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ჩვენი ეროვნული გუნდი ლუქსემბურგთან გასვლით შეხვედრაში 0:0-ს დასჯერდა.

ამ შედეგის ახსნა კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ უცნაური განცხადებით სცადა, რომლის მიხედვითაც, ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი საქმეს არაპროფესიულად მიუდგა, თუმცა კონკრეტული გვარები (თუ ასეთები არსებობდნენ) არ დასახელებულა.

ლუქსემბურგის ნაკრები ყოველთვის მაჩანჩალა გუნდი იყო, თუმცა ობიექტური მიზეზების გამო ამ ჯუჯა ქვეყანას ფეხბურთში დიდი წარმატებების პრეტენზია არასდროს ჰქონია. სხვათა შორის, ამ ნაკრების შექმნიდან უკვე საუკუნეზე მეტია გასული - პირველი მატჩი ლუქსემბურგის ეროვნულმა გუნდმა 1911 წელს ჩაატარა.

ნაკრებთან უშუალო კავშირში არ არის, მაგრამ ლუქსემბურგული ფეხბურთის არსებობა ცოტა ხნის წინ ამ ქვეყნის ჩემპიონმა "დუდელანჟმა" შეგვახსენა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სენსაციურად სძლია ავსტრიის ჩემპიონ "ზალცბურგს" და ევროპის ლიგის პლეი ოფამდე მიაღწია.

ლუქსემბურგის ნაკრებს, რომელიც დღეისთვის ფიფას რეიტინგში 110-ე ადგილზეა, 43 წლის ადგილობრივი სპეციალისტი ლუის ჰოლტცი წვრთნის. მის ფეხბურთელებზე კი აღარ შევჩერდებით, რადგან დღეს ლუქსემბურგს აღარ ჰყავს იმ დონის მოთამაშე, როგორიც თუნდაც გერმანიის ბუნდესლიგაში ნათამაშები ჯეფ შტრასერი იყო.

ჰოლტცმა, რომელიც ამ პოსტზე 2010 წლიდან მუშაობს, ნაკრების გაახალგაზრდავებას მიჰყო ხელი და დღეს მისი გუნდის ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 24 წელია.

ევრო 2012-ის შესარჩევ ტურნირში ლუქსემბურგი ჯგუფში საფრანგეთთან, ბოსნიასთან, რუმინეთთან, ბელარუსსა და ალბანეთთან ერთად იყო და 4 ქულით ბოლო ადგილი დაიკავა. ჰოლტცის გუნდმა სტუმრად ყველა მატჩი წააგო, შინ კი ალბანეთს სძლია და ბელარუსთან ფრეს მიაღწია.

2014 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში ლუქსემბურგელთა მეტოქეები პორტუგალია, რუსეთი, ისრაელი, ჩრდილოეთ ირლანდია და აზერბაიჯანი იქნებიან.

ჩვენს ნაკრებს მივუბრუნდეთ და კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სპარინგ-პარტნიორების მოძიების კუთხით უფრო აქტიურად იმუშავებდა და ჩვენს ეროვნულ გუნდს მეტ ამხანაგურ მატჩს გაუჩარხავდა.

ეს განსაკუთრებით მაის-ივნისის პერიოდს ეხება. მაშინ, როცა ამ დროს სხვა ნაკრებებმა (მათ შორის, ჩვენი კალიბრისებმაც) ორი და მეტი საკონტროლო შეხვედრა გამართეს, საქართველოს ნაკრები მხოლოდ ერთ თამაშს დასჯერდა.

აქვე იმასაც გეტყვით, თუ როგორ იყენებენ დღევანდელ სანაკრებო დღეს ჩვენი მომავალი მეტოქეები: ესპანეთი პუერტო რიკოში ადგილობრივ ნაკრებს ესპარინგება, საფრანგეთი ურუგვაის მასპინძლობს, ბელარუსი სომხეთში იქაურ ეროვნულ გუნდს გაეჯიბრება, ფინეთი კი ჩრდილოეთ ირლანდიას ეწვევა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს თბილისში ამ მატჩის წინ შეკრება არ გაუვლია და გუნდი პირდაპირ ლუქსემბურგში შეიკრიბა. იქ თემურ ქეცბაიამ შემდეგი ფეხბურთელები იახლა:

მეკარეები: გიორგი ლორია (დინამო), ნუკრი რევიშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი);

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ზურაბ ხიზანიშვილი (ქაისერისფორი, თურქეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), გიორგი ფოფხაძე (ბაქი, აზერბაიჯანი), გია გრიგალავა (ვოლგა, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე (კრივბასი, უკრაინა), აკაკი ხუბუტია (გაზ მეთანი, რუმინეთი);

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (კარპატი, უკრაინა), ჯაბა კანკავა (კრივბასი, უკრაინა), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მ. რუსეთი), დავით თარგამაძე, თორნიკე ოქრიაშვილი (ორივე - ილიჩევეცი, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე (არსენალი, უკრაინა), სანდრო გურული (დილა);

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ნიკოლოზ გელაშვილი (ბოხუმი, გერმანია), მათე ვაწაძე (დილა), ირაკლი სირბილაძე (ინტერი ტურკუ, ფინეთი).

P.S. ბოლო ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებთან ერთად არ ვარჯიშობს გუნდის კაპიტანი ზურაბ ხიზანიშვილი. ჩვენმა ეროვნულმა ობერკონში მის გარეშე ივარჯიშა. ხიზანიშვილი დაშავებულია და ნაკრების სამედიცინო შტაბის დასკვნას ელოდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• derte

რა არ იგეგმება, ტელევიზია გადასცემს ლუქსემბურგის, რაც არ იცით რატო წერთ?

მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა