ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
15 აგვისტოს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ციკლის შეხვედრას ხორვატ თანატოლებთან თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს.

ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრები ორჯერ არის გასული ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. დასაკვეხნი ამაში, ალბათ, არაფერია, თუმცა ყველაფერი შედარებითია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხორვატია ამ ასაკშიც ჩვენზე წარმატებულია.

2000 წელს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი სლოვაკეთში გაიმართა და გუნდს მაშინაც ივო შუშაკი თავკაცობდა.

14 აგვისტოს შუშაკის გუნდი საღამოს რვა საათისთვის გავიდა სავარჯიშოდ "მიხეილ მესხზე". მატჩის წინა დღის ვარჯიში ისეთია, მასზე ბევრს ვერაფერს რომ ვერ იტყვი.

თამაშის წინა დღეს მწვრთნელი ვარჯიშზე უფრო იმას ცდილობს, რომ გუნდს ტონუსი შეუნარჩუნოს და ის მოედანი გააცნოს, სადაც მეორე დღეს ბრძოლა ექნება გადასატანი.

ბრძოლა კი ხორვატებს მართლაც ეხერხებათ. იქაური ახალგაზრდებისთვისაც ფეხბურთი წარმატების ერთ-ერთი იშვიათი საშუალებაა.

64 წლის შუშაკი კვლავაც მხნედ გამოიყურება. არ დაუკარგავს ის ემოციურობა, რაც მას "დინამო თბილისის" ვარჯიშებზე ახასიათებდა. შუშაკი ახლაც დამუხტული ჩანდა.

ხორვატი სპეციალისტი საქართველოში მუშაობისას ჟურნალისტებთან ნორმალური დამოკიდებულებითაც გამოირჩეოდა. ახლა კი მას პრესკონფერენცია არ ჩაუტარებია, ალბათ, არ ჩათვალა ეს აუცილებლად.

"საქართველოში ჩამოსვლა ყოველთვის მიხარია. ახლა კი, სამწუხაროდ, მოწინააღმდეგის როლში ვარ, მაგრამ რა გაეწყობა, ეს სპორტია.

კარგი თამაშის მოლოდინში ვარ. ალექსანდრე ჩივაძე ჩემი მეგობარია, მისი გუნდი ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს.

იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ფეარ პლეის პრინციპების დაცვით იქნება", - გვითხრა დამტვრეული რუსულით შუშაკმა.

ივო შუშაკი: არ დაგავიწყდეთ ფეარ პლეი! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

U21. საქართველო VS ხორვატია - პასუხისმგებლობა და თვითშეგნება

ჩივაძე VS შუშაკი - ყველა შეტევა და ინიციატივა მომზადებული უნდა იყოს!

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა