ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატში 6 ქართველი ითამაშებს

ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატში 6 ქართველი ითამაშებს

წლეულს, 9 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, ხანტი-მანსიისკი მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს
წლეულს, 9 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, ხანტი-მანსიისკი (რუსეთი) მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. შეჯიბრებაში სხვადასხვა ქვეყნის 64 წარმომადგენელი ჩაებმება. გამარჯვებულსა და პრიზიორებს ნოკაუტსისტემა გამოავლენს.

პირველ ხუთ რაუნდში მეტოქეები ორ-ორ კლასიკურ პარტიას ითამაშებენ (თითოეულ მოჭადრაკეს 40 სვლისთვის მიეცემა 90 წუთი, შემდეგ პარტიის ბოლომდე 30 წუთი ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით).

თუ ამ ორთაბრძოლებში წარმატებას ვერცერთი მხარე ვერ მიაღწევს, მესამე დღეს ტაიბრეიკები გაიმართება.

მოჭადრაკეები ჯერ ორ 25-წუთიან პარტიას ითამაშებენ ყოველ სვლაზე 10-10 წამის დამატებით. ფრეს შემთხვევაში კიდევ ორი 10-10-წუთიანი პარტია გაიმართება ყოველ სვლაზე 10-10 წამის დამატებით.

თუ საჭირო გახდა, მეტოქეები ორ ხუთ-ხუთწუთიან პარტიაში გაარკვევენ ურთიერთობას ყოველ სვლაზე 3-3 წამის დამატებით. თუ ამანაც ვერ გამოიღო შედეგი, დაინიშნება "არმაგედონი" - ხუთწუთიანმა თეთრებმა ოთხწუთიან შავებს უნდა მოუგონ. თუ ეს ვერ შეძლეს, წაგება ჩაეთვლებათ.

მე-6 რაუნდში ფინალური პაექრობები გაიმართება. ჩემპიონი ოთხ კლასიკურ პარტიაში ან, თუ საჭირო გახდა, ტაიბრეიკებში გამოვლინდება.

მსოფლიოს ჩემპიონატის საპრიზო ფონდია 450 000 დოლარი. პირველი რაუნდის გამარჯვებულები 3 750-3 750 დოლარს მიიღებენ. მომდევნო რაუნდებში ფულადი პრიზები იზრდება: II რაუნდში - 5 500, მესამეში - 8 000, მეოთხეში - 12 000, მეხუთეში - 20 000, ფინალში - 30 000, გამარჯვებული კი 60 000 დოლარით დაჯილდოვდება.

საქართველოდან მედლებისთვის 6 დიდოსტატი იბრძოლებს. ესენი არიან: ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე, ნანა ძაგნიძე, ნინო ხურციძე, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი და სოფიკო ხუხაშვილი.

ალბათ, მკითხველთათვის ინტერესმოკლებული არ იქნება იმის გაგება, ჩვენებურებს ვისთან მოუწევთ დაპირისპირება.

მსოფლიოს პირველობის მონაწილეთა შესარჩევად ფიდე რამდენიმე პრინციპს დაეყრდნო. ხანტი-მანსიისკში იასპარეზებენ 2010-2011 წლების: 1) მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალისტები: ჩინელი მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი, ვიცე-ჩემპიონი ჰამფი კონერუ (ინდოეთი), ბრინჯაოსმედალოსნები - ლუფეი რუანი და ჟაო სიუ (ორივე - ჩინეთი); 2) ოცწლიანებში მსოფლიოს ჩემპიონები - ანა მუზიჩუკი (სლოვენია) და დეიზი კორი (პერუ); 3) რეიტინგით საუკეთესოები: იუდით პოლგარი (უნგრეთი), ევროპის ჩემპიონი ვალენტინა გუნინა და ალისა გალიამოვა (ორივე - რუსეთი) ჩვენს მაია ჩიბურდანიძესა და ნანა ძაგნიძესთან ერთად; 4) ევროპის ჩემპიონატების შედეგებით: ორგზის ევროპის ჩემპიონი პია კრამლინგი (შვედეთი), ევროპის ჩემპიონი ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა), მონიკა სოჩკო (პოლონეთი), მარი სებაგი (საფრანგეთი), ორგზის ევროპის ჩემპიონი ტატიანა კოსინცევა (რუსეთი), ევროპის ჩემპიონი ნატალია ჟუკოვა (უკრაინა), ელენა დემბო (საბერძნეთი), მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი), ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი), მარია მუზიჩუკი (უკრაინა), ივეტა რაილიჩი (პოლონეთი), ნასტასია ზიაზიულკინა (ბელარუსი), ეკატერინა კოვალევსკაია (რუსეთი), ელინა დანიელიანი (სომხეთი), სვეტლანა მატვეევა (რუსეთი), ორგზის ევროპის ჩემპიონი კატერინა ლაგნო (უკრაინა), ქეთევან არახამია-გრანტი (შოტლანდია), ქრისტინა-ადელა ფოიშორი (რუმინეთი), ანასტასია ბოდნარუკი (რუსეთი), ნატალია პოგონინა (რუსეთი), ევგენია ოვოდი (რუსეთი), მარინა რომანკო (რუსეთი), ჰოანგ თან თრანგი (უნგრეთი), ლილით მკრტიჩიანი (სომხეთი); 5) რვა საუკეთესო ამერიკის კონტინენტიდან: ოლეინ ნაპოლეს ლინარესი (კუბა), კაროლინა ლუჯანი (არგენტინა), მელისა გომეს კასტრილონი (კოლუმბია), ანა ზატონსკიხი (აშშ), ინგრიდ ფერნანდეს ალიაგა (პერუ)... სამი მოჭადრაკე გამოსავლენია. 6) 12 მოთამაშე აზიიდან: ირინა ბერეზინა (ავსტრალია), ცზიუ ვენძიუნი, შენ იანი, ჰუან ქიანი, ვან იუ (ყველა - ჩინეთი), ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი), ათუშა პურკაშიანი, შეით პურ ხადერი (ორივე - ირანი), პანასინგხი (შრი ლანკა), რუფან ლი (სინგაპური), მადინა დავლეტბაიევა (ყაზახეთი), სვამინათან სოუმია (ინდოეთი). 7) 3 მოთამაშე აფრიკიდან: ხალედ მონა (ეგვიპტე), ამინა მეზიუდი (ალჟირი), მელისა გრიიფი (სამხრეთ აფრიკა).

ზემოაღნიშნულ მოჭადრაკეებს ფიდეს პრეზიდენტის ორი ნომინანტი დაემატება. პირველ რაუნდში ვინ ვის შეხვდება, ამას წილისყრა გამოავლენს. პირველი ნომერი რომ მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი იქნება, ეს ამთავითვე ცნობილია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა