სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" დაწუნებული 21 წლის ქართველი პლეიმეიკერი ლვოვის "კარპატიში" სიხარულით მიიღეს
ლევან ყენიას ხანგრძლივი წვალება დასრულდა - 14 აგვისტოს, თბილისის დროით 13 საათზე, უკრაინულ გუნდთან, ლვოვის "კარპატისთან" კონტრაქტი გააფორმა, რის შემდეგაც კლუბმა 20-ნომრიანი მაისურა გადასცა.

ამის მერე კი 21 წლის პლეიმეიკერი უკრაინულ მედიას კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად შეხვდა.

გელზენკირხენის "შალკედან" წამოსვლის შემდეგ ყენიამ უარი თქვა ბერლინის "ჰერტაზე"; იყო თურქული "კაისერის" ვარიანტი, ვარჯიშობდა პეტერბურგის "ზენიტში" და ეს ტრანსფერი ყველას გადაწყვეტილიც ეგონა, მაგრამ საბოლოოდ რუსულ კლუბთან გარიგება ჩაიშალა.

რა მოხდა რუსულ კლუბში, რატომ გადავიდა უკრაინაში და რატომ მაინცდამაინც "კარპატი"?

ამის თაობაზე ლვოვში დავუკავშირდით ქართველ მენეჯერს სერგო ქუთათელაძეს (რომელმაც "კარპატიში" რეკომენდაცია გაუწია) და ლევან ყენიას.

სერგო ქუთათელაძე:

- ვიცოდი, რომ "ზენიტთან" მოლაპარაკება არ გამოვიდა. უკრაინის ჩემპიონატი კი დაწყებულია, მაგრამ სატრანსფერო ფანჯარა დახურული არ იყო და ამით ვისარგებლეთ.

- "ზენიტიდან" რატომ წამოვიდა?

- სიმართლე გითხრათ, არც ვიცი და ეს უკვე ნაკლებად მაინტერესებს. ვიცოდი, რომ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი მოთამაშის უგუნდოდ დარჩენა საცოდაობა იქნებოდა და "კარპატის" ვარიანტი შევთავაზე. ლევანი დამთანხმდა, ლვოველებმაც სიხარულით მიიღეს და კონტრაქტიც გაფორმდა.

- ლევანი გასინჯვების შემდეგ აიყვანეს?

- არანაირი გასინჯვა არ ყოფილა, მოლაპარაკება იყო და დღეს კონტრაქტი გააფორმეს. ახლა პრესკონფერენციაზე უკრაინელ ჟურნალისტებს შეხვდება, საღამოს კი "კარპატისთან" პირველად ივარჯიშებს.

- უკრაინის ჩემპიონატში უკვე ხუთი ტური ჩატარდა. ასეთ დროს კლუბში დამკვიდრება არ გაუჭირდება?

- ლევანს უდიდესი პოტენციალი გააჩნია და ვფიქრობ, კლუბს იოლად და მალე შეეწყობა.

- თქვენი აზრით, ტექნიკური ყენია ძალისმიერ უკრაინულ ფეხბურთში ადგილს დაიმკვიდრებს?

- მჯერა, რომ აქაურ ფეხბურთსაც ალღოს აუღებს და მალე "კარპატისა" და უკრაინის პრემიერლიგის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახდება.

საერთოდ, მგონია, რომ ახლა "კარპატის" ყენია, ლევანს კი ლვოვური კლუბი ჰაერივით სჭირდებოდათ.

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ლევან ყენიას პირველი კომენტარი "ლელომ" ჩამოართვა:

- როგორც იქნა, ჩემს ტრანსფერს საშველი დაადგა, კლუბში ჩავირიცხე და მიხარია, ყველაფერი ასე რომ დასრულდა.

- დასამალი არ არის, შენი ხილვა გაცილებით ძლიერ კლუბში გვსურდა და ველოდით კიდეც...

- უკრაინის პრემიერლიგის კლუბში მოხვედრა ჩემს მდგომარეობაში ურიგო ნამდვილად არ იყო. როდესაც სერგო ქუთათელაძე დამიკავშირდა და "კარპატიში" თამაში შემომთავაზა, ბევრი არც მიფიქრია.

არ დაგავიწყდეთ, რომ ორწელიწადნახევარი არ მითამაშია. ლვოველებს კი ჩემი აყვანა ძალიან სურდათ. ახლა უნდა ვივარჯიშო, ვითამაშო და პოზიციების დაბრუნება ნელ-ნელა მოვახერხო.

- "ზენიტში" რატომ ვერ დარჩი?

- ეს დიდი ისტორიაა და მოკლედ გეტყვით: "ზენიტში" ჩემი აყვანა პრეზიდენტს სურდა, მთავარ მწვრთნელს ლუჩანო სპალეტის კი - არა. ასეთ ვითარებაში თამაში გამორიცხული იყო და დარჩენას აზრი არ ჰქონდა.

- ანუ ახალი კლუბით კმაყოფილი ხარ?

- კი, ძალიან, რადგან ჯობია იყო იქ, სადაც მწვრთნელსა და პრეზიდენტს შენი სჯერათ და თამაშის საშუალება გექნება.

მესმის, რომ "შალკესა" და "ზენიტის" შემდეგ ბევრს "კარპატიში" ჩემი გადასვლა ვერ წარმოედგინა, მაგრამ ახლა ჩემთვის მთავარია, ვითამაშო და უკრაინელების წინადადებას ამიტომ დავთანხმდი.

გადაწყდა: ლევან ყენია ლვოვის კარპატიში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლევან ყენია: "ზენიტში" ჩემი ტრანსფერი ლუჩანო სპალეტის არ უნდოდა

ლევან ყენია სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" - ნაბიჯი უკან

ramo
არ დაგავიწყდეთ რომ ორი წელი არ მითამაშია. აბა ქეცბაიას რას სერჩოდი? ნაკრებია თუ შენი საგულავო?
zako
ღმერთმა ხელი მოუმართოს ლევანს, მაგრამ............... საინტერესოა რა ბიუჯეტის მქონე გუნდია "კარპატი", დინამოზე მეტი აქვს?
Toko
ვგულშემატკივრობთ კარპატს!
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა