სამი წლის წინანდელი გართობა "ბაიერნის" ფეხბურთელს შეიძლება ძვირად დაუჯდეს
ეს თემა თითქოს დახურული იყო, სკანდალი აღარავის ახსოვდა, მაგრამ ყველაფერი თავიდან იწყება.

მოსამართლე ანდრე დანდოს გადაწყვეტილებით, მიუნხენის "ბაიერნისა" და საფრანგეთის ნაკრების 29 წლის გარემარბი ფრანკ რიბერი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს.

ბრალდება არასრულწლოვან მეძავთან ურთიერთობაა. აღსანიშნავია, რომ რიბერისთან ერთად ამ სკანდალში მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი ქარიმ ბენზემაცაა გახვეული და უდანაშაულობის დამტკიცება მასაც მოუწევს.

ამ საქმის გამოძიება 2010 წელს დაიწყო. რიბერიმ აღიარა, რომ ურთიერთობა ჰქონდა ვინმე ზაჰიასთან, რომელიც მაშინ 17 წლის იყო, ოღონდ განმარტა - არ ვიცოდი, რომ არასრულწლოვანი იყოო. რიბერიმ ზაჰია ღამის კლუბში გაიცნო და ამტკიცებდა, მეუბნებოდა, 20 წლის ვარო...

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ნოემბერში პროკურატურამ საქმე დახურა - რიბერი და ბენზემა, რომელსაც ზაჰიასთან ურთიერთობა უფრო ადრე, 2008 წელს ჰქონდა (მაშინ მეძავი სულაც 16 წლის იყო), გაამართლეს.

თუმცა ფრანგი სამართალდამცავები ამ საკითხს კიდევ ერთხელ მიუბრუნდნენ და საქმის თავიდან განხილვა მოითხოვეს. რიბერის და ბენზემას სასამართლოს წინაშე კიდევ ერთხელ მოუწევთ თავის მართლება.

ცნობისათვის, საფრანგეთის კანონმდებლობის მიხედვით, არასრულწლოვანთან სექსი სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა