ჟოზეს განსაკუთრებულობა მობეზრდა და ახალი მეტსახელი ისურვა
"რეალის" თავკაც ჟოზე მოურინიოს თავდაჯერება რომ არ აკლია, ცნობილი ამბავია. 2004 წელს, ლონდონის "ჩელსიში" წარდგენისას პორტუგალიელმა ისეთი ფრაზა თქვა, რომელიც დღემდე არავის დავიწყებია და რომლის გამოც ცნობილი მეტსახელი The Special One (განსაკუთრებული) შეარქვეს:

"იმედია, ამის გამო ეგოისტს არ მიწოდებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგე და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული ვარ!"

მას მერე რვა წელი გავიდა და მოურინიომ თავის ტიტულებს კიდევ არაერთი ჯილდო შემატა: "ჩელსისთან", მილანის "ინტერთან" და მადრიდის "რეალთან" ერთად ინგლისის, იტალიისა და ესპანეთის ჩემპიონატები და თასები მოიგო, "ნერაძურის" კი 2010 წელს ჩემპიონთა ლიგაც მოაგებინა.

ამ ტიტულების მოგებასთან ერთად, ჟოზემ განუმეორებელი რეკორდიც დაამყარა: 2002 წლის 23 თებერვლიდან 2011 წლის 2 აპრილამდე არცერთი საშინაო მატჩი არ ჰქონდა წაგებული - ამ ხნის განმავლობაში 4 სხვადასხვა ქვეყანაში იმუშავა.

ორშაბათს ჟოზემ პორტუგალიურ ტელეკომპანია SIC-ს ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნა, რომ მისთვის პირად ჯილდოებს აღარ აქვს ისეთი მნიშვნელობა, როგორც ადრე ჰქონდა და საკუთარ თავს ახალი მეტსახელიც გამოუგონა.

"შეგიძლიათ, გიყვარდეთ ან გძულდეთ, მაგრამ მე ერთადერთი ვარ, რომელმაც მსოფლიოს სამი საუკეთესო ლიგა მოიგო - ინგლისი, იტალია და ესპანეთი. შესაბამისად, ალბათ დროა, რომ "განსაკუთრებულის" ნაცვლად "ერთადერთი" დამიძახოთ, - აღნიშნა მოურინიომ და იქვე დასძინა, - ახლა პირად წარმატებებზე ადრინდელზე გაცილებით ნაკლებად ვფიქრობ."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა