ინგლისელებს ქართველი ცენტრალური მცველი მოსწონთ, მაგრამ სამუშაო ვიზა აფიქრებთ
უკვე ერთი კვირაა, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ცენტრალური მცველი ნიკა ჭანტურია ლონდონის "არსენალის" დუბლშემადგენლობაში ვარჯიშობს.

17 წლის ქართველმა "არსენალის" რეზერვისტებში 15 აგვისტოს პირველად მოირგო ლონდონური გრანდის ფორმა და "ნორვიჩის" დუბლებთან მეორე ტაიმი ითამაშა.

"შეხვედრას "არსენალის" პირველი გუნდის მთელი სამწვრთნელო შტაბი უყურებდა და ნიკას გამოსვლით ყველა კმაყოფილი დარჩა", - გვითხრა მატჩზე დამსწრე მენეჯერმა გუგა კაჭახიძემ.

მისი სიტყვები younggunsblog.co.uk-ის წერილითაც დასტურდება.

"არსენალი" ქართველ ვარსკვლავს აკვირდება

"ლონდონის "არსენალი" ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების ძიებას მთელ მსოფლიოში განაგრძობს - ახლა ლონდონელები ქართველ მცველს, ნიკა ჭანტურიას აკვირდებიან.

მეორე კვირაა, რაც ის "მეთოფეთა" რეზერვისტებთან ვარჯიშობს და სამწვრთნელო შტაბზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

მაღალი, ათლეტური აღნაგობის მქონე ტექნიკური მცველი "არსენალის" კლასიკური ფეხბურთელის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და ლონდონში უკვე მოსწონთ.

ჭანტურია მენეჯერების რეკომენდაციით მიიწვიეს, მაგრამ მანამდეც შენიშნეს და უკვე გამოჩნდა პირველი ნიშნები იმისა, რომ მომავლის ფეხბურთელი გახდეს.

კარგი მონაცემები კი გააჩნია, მაგრამ ჭანტურიას აყვანას სამუშაო ვიზის არარსებობა ართულებს. ქართველი მცველის საკითხი მომავალ კვირას გადაწყდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

messi
17 იანებიდან ყველა კაი ბიჭები არიან , მაგრამ ეს ბიჭი აშკარად გამოირჩეოდა ტექნიკურია სწრაფი და რაც მთავარია აზროვნებს კიდევ რითაც გამაკვირვა ესეთ პატარა ასაკში შეუფერებლად თავდაჯერებულია რაც ლიდერის კლასიკური ნიშანია. გენაცვალე აბა შენ იცი
gizog
ნიკა, აბა შენ იცი, მთელი საქართველო გგულშემატკივრობს. გფარავდეს ღმერთი მადლი
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა