ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

პეტერ ზაიზენბახერი და გიორგი ალექსიძე თანამდებობებიდან მიდიან [+VIDEO]

პეტერ ზაიზენბახერი და გიორგი ალექსიძე თანამდებობებიდან მიდიან [+VIDEO]

15 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში ლონდონის ოლიმპიადისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა
15 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში ლონდონის ოლიმპიადისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა (იხილეთ ვიდეო).

მას სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი უძღვებოდა და ესწრებოდნენ თამაშების მედალოსნები, ძიუდოსა და ჭიდაობის ფედერაციების პრეზიდენტები - გიორგი ალექსიძე და კახა გეწაძე.

ვიდრე პრესკონფერენციის მთავარ საკითხებზე გადავალთ, წინასწარ გეტყვით, რომ ნაცვლიშვილმა მთავარი ამბები სწორედ ძიუდოს ფედერაციასთან დაკავშირებით გვამცნო - ალექსიძე პოსტიდან მიდის და ახალ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს;

პოსტს ნაკრების მთავარი მწვრთნელი პეტერ ზაიზენბახერიც ტოვებს, რომელიც წუხელ უკვე გაფრინდებოდა თბილისიდან, თუმცა დაზუსტებით ვერ გავარკვიეთ, დროებით წავიდა თუ - საერთოდ.

ყოველ შემთხვევაში, ვერ მივიღეთ გარკვეული პასუხი კითხვაზე, ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა დაუკავშირდება თუ არა მას ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად. ეს ახალი პრეზიდენტის კომპეტენციააო, გვიპასუხეს.

პრესკონფერენცია ნაცვლიშვილმა გახსნა, რომელმაც ფართოდ მიმოიხილა ოლიმპიადის პერიპეტიები და ჩვენი გუნდის გამოსვლას ასეთი შეფასება მისცა:

"ჩემი შეფასებით, ეს ოლიმპიადა იყო კარგი და ხუთბალიანი სისტემიდან მას ოთხიანით შევაფასებ. ჩვენ წასვლამდე 7-8 მედალს ვგეგმავდით. რაოდენობრივად ჩვენი პროგნოზი გამართლდა, თუმცა 1-2 ოქროს ვვარაუდობდით, ამ მხრივ კი ვერ გავამართლეთ.

ყველაზე კარგი ისაა, რომ ამ ახალგაზრდულ ნაკრებს შემდგომი ოლიმპიადისთვის უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია. მჯერა, რომ ამათი 80 პროცენტი რიო დე ჟანეიროს თამაშებშიც მოხვდება; ცხადია, იმ კონკურენციას თუ გაივლიან, რაც უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში ქართულ სპორტში გაჩნდება".

ნაცვლიშვილი სპორტის გეოგრაფიის შემცირებასაც შეეხო და ამ კუთხით მდგომარეობის გამოსასწორებლად გადასადგმელ აუცილებელ ნაბიჯებზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ამჯერად შვიდივე მედალი საჭიდაო სახეობებზე მოდის. კრივი, ძალოსნობა, ტყვიის სროლა, სადაც ბოლო პერიოდში ოლიმპიადებზე მედლები გვქონდა, ამჯერად ჩამორჩნენ, ხოლო სხვა სახეობებზე არცაა ლაპარაკი.

ნაცვლიშვილმა იმათზეც ილაპარაკა, ვისაც უახლოეს თამაშებზე წარმატებით გამოსვლა შეუძლია.

"ჭიდაობაში მოპოვებული მედლები კარგია, მაგრამ ოლიმპიადებზე თუ მასშტაბური წარმატება გვინდა, მაშინ სხვა სახეობებიც უნდა წამოვწიოთ. საჭიდაო სახეობებში ამჯერად 21-დან 7 მედალი ავიღეთ... ჰა-ჰა, მაქსიმუმ 10 ავიღოთ, რაც საერთო გუნდურ ჩათვლაში დიდად ვერ წაგვწევს წინ.

ამიტომ საჭიროა სხვა სახეობების წამოწევაც. დარწმუნებული ვარ, რიო დე ჟანეიროში ძალიან კარგი გუნდი გვეყოლება ძალოსნობაში, ვაჟთა ფარიკაობაში, მშვილდოსნობაში, განსაკუთრებით - ვაჟებში.

ჩემთვის აღმოჩენა იყო მათი კარგი გამოსვლა სალიცენზიო ტურნირში. სიმართლე გითხრათ, ასაკის გამო მშვილდოსან ქალთა ნაკრები უფრო მაფიქრებს...

სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი მძლეოსნობაში, რათა 1-2 კაცი მაინც გვყავდეს მედლებისთვის მებრძოლი. ახლა კარგი შედეგი იყო 4 საგზური, მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ მონაწილეობა იყო და არ ვფიქრობდით მედლებზე, მაგრამ მომავალში ამაზეც უნდა ვიფიქროთ.

ძალიან კარგი ახალგაზრდაა ცურვაში ირაკლი ბოლქვაძე. კმაყოფილი ვარ მისი გამოსვლით. შეიძლება ის ბევრად ჩამორჩა პრიზიორებს, მაგრამ მისი ასაკიდან გამომდინარე, ძალიან კარგად გამოვიდა. შემდეგ ოლიმპიადაზე პერსპექტივას ვხედავ გუნდურ სახეობებში და საამისოდ ბევრი უნდა ვიმუშაოთ.

წლეულსაც ვფიქრობდით წყალბურთზე და ბევრიც ვიწვალეთ, მაგრამ წავაგეთ იმ გუნდებთან, რომლებიც საუკეთესო ევროპულ შვიდეულში მოხვდნენ - რუმინეთთან და საბერძნეთთან. თუმცა შემდეგი ციკლის დიდი იმედი მაქვს, რადგან ძალიან კარგი ახალი თაობა მოდის.

მეტი უნდა ვიმუშაოთ კალათბურთზე. ამ გუნდის წევრთა ბირთვი რამდენიმე წლის შეთამაშებულია და იქ 3-4 ისეთია, რომლებიც მზად არიან NBA-ს დონეზე სათამაშოდ.

შესაძლებელია, ამ გუნდმა იბრძოლოს რიოში მოსახვედრად. ამის კარგი შანსი აქვთ ფეხბურთელებსაც, ოღონდ იქ თუ მოვახერხებთ, რომ ახალგაზრდულიდან წარმატებით გადავიდნენ უფროსებში.

17-წლამდელთა წლევანდელი კარგი გამოსვლა მოგეხსენებათ და სწორედ მათ უწევთ რიოს ოლიმპიადაზე მოსახვედრად ბრძოლა.

ამ თაობას არ ექნება ის ფსიქოლოგიური ბარიერი, რაც ადრე ახასიათებდათ ჩვენებს. ბუნებრივია, რიოში წასვლის კანდიდატად განვიხილავთ შვიდკაცა რაგბისაც, ოღონდ გავითვალისწინოთ, რომ ეს არაა დიდი რაგბი, ეს სულ სხვა სპეციფიკაა.

ის დიდი რაგბი რომ იყოს, მაშინ თამამად დავიბევებდით ადგილს. შვიდკაცას კი დიდი მუშაობა მოუწევს".

ძიუდო - საგანი პრესკონფერენციის მღელვარებისა

ამის შემდეგ ნაცვლიშვილმა ძიუდოსა და მოჭიდავეთა ნაკრებების გამოსვლა შეაფასა. მან სინანული გამოხატა ჭიდაობაში მსაჯთა მიკერძოების გამო, რამაც მედლები დაგვაკლო როგორც ხარისხობრივად, ისე - რაოდენობრივად.

ისაუბრა ვლადიმერ ხინჩეგაშვილის შეხვედრის მსაჯთა დასჯაზეც და იქვე ქებით მოიხსენია თავად სპორტსმენი, რომელმაც საღი, მართლაც პროფესიული მიდგომა გამოავლინა და არბიტრთა მიკერძოების მიუხედავად, წაგებაში მაინც თავი დაიდანაშაულა, უკეთ უნდა მეჭიდავაო.

პრესკონფერენციის უდიდესი ნაწილი ძიუდოს ნაკრებს, მის გამოსვლას და ზაიზენბახერის კონტრაქტს დაეთმო.

ნაცვლიშვილმა წონების მიხედვით შეადარა ამ გუნდის გამოსვლა პეკინისა და ლონდონის ოლიმპიადებზე და აღნიშნა, იქ მოპოვებული ერთი ოქრო თუ წარმატებაა, მაშინ ახლანდელიც წარმატებად უნდა მივიჩნიოთ, ხოლო თუ ის წარუმატებლობა იყო, მაშინ ამასაც წარუმატებლობა ვუწოდოთო.

ძიუდოს საქმეებში კარგად ჩახედულმა ნაცვლიშვილმა იცის, რომ პეკინში კიდევ ორმა მესამე ადგილისთვის იჭიდავა და აღნიშნა, მეხუთე ადგილი არავის ახსოვს, მთავარი მედალიაო!

ბრინჯაოსთვის ჭიდაობა თუ წარუმატებლობაა და არც გუნდის სტაბილურობას განსაზღვრავს, მაშინ მთელი გუნდის მეორე წრიდან გამოვარდნა რატომ უნდა მივიჩნიოთ წარმატებად? გაგვაკვირვა მიდგომამ იმასთან დაკავშირებითაც, რომ თურმე პეკინში მაშინდელი წესებით უფრო ადვილი იყო სანუგეშო წრეში გადასვლა და ახლაც რომ იგივე წეს-კანონები ყოფილიყო, რამდენიმე კიდეც გადავიდოდაო.

წესებს იქით უნდა მოვერგოთ, თორემ ჩვენი გულისთვის არავინ შეცვლის, ხოლო სანუგეშოში გადასვლა უცხოელებისთვისაც ისევე იყო გართულებული, როგორც - ქართველებისთვის. თუმცა მთავარი კითხვა შემდეგია - ლონდონში ნაჩვენები ჭიდაობით რამდენი გაივლიდა დამამშვიდებლის ფინალამდე გზას და რამდენი მივიდოდა ბრინჯაოს მედლამდე საჭიდაოდ?

შეხვედრის დიდი ნაწილი ბეთქილ შუკვანის გახმაურებულ სკანდალსაც შეეხო, თუმცა ამ თემაზე, ძირითადად, არასპორტული მედია აქტიურობდა.

მოკლედ ვიტყვით - ნაცვლიშვილმაც და დელეგაციის სხვა წევრებმაც კატეგორიულად გამორიცხეს სპორტსმენის წინააღმდეგ მომხდარი ინციდენტი თვითმფრინავშიც და ოლიმპიურ სოფელშიც. მათ ეს ფაქტი პოლიტიკური ანგაჟირებით ახსნეს.

ზაიზენბახერის მუშაობა სეოკ-ის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა, რადგან მათი პროგრამა-მაქსიმუმი ოქროს მედალი იყო.

მით უფრო, საამისოდ მეტად მცირე დრო ჰქონდათ და ფორს-მაჟორში უწევდათ მუშაობა. ნაცვლიშვილმა ამით ახსნა ის ხისტი, ლამის სამხედრო მიდგომა, ვინც ზაიზენბახერის გეგმას ვერ გაუძლებს, სახლში გავუშვებთო.

ავსტრიელის გუნდში დარჩენასთან დაკავშირებით ნაცვლიშვილმა კონკრეტულად ვერაფერი გვითხრა, თუმცა ისაუბრა ფედერაციებში, ზოგადად - ქართულ სპორტში გასატარებელ მართვის რეფორმებზე.

მაგალითად, ძიუდოს ცენტრები, თბილისის გარდა, რეგიონებშიც უნდა არსებობდეს, სადაც ამის ტრადიციებია; მთავარი მწვრთნელი დამოუკიდებელი უნდა იყოს; პრემიებს მწვრთნელი არ უნდა ანაწილებდეს, ეს კანონით უნდა იყოს გაწერილი და ასე შემდეგ. ოღონდ საკითხავია - ამის გაკეთება უცხოელის გარეშე არ შეიძლება? განა კანონი ვინ უნდა მიიღოს?

ნაცვლიშვილმა მადლობა გადაუხადა ზაიზენბახერს გაწეული სამუშაოსთვის, თუმცა იქვე ნაკრებისთვის მოსალოდნელ საფრთხეებზეც ილაპარაკა - არ უნდა მოხდეს განხეთქილება, დაპირისპირება და ასე შემდეგ...

სეოკ-ის პრეზიდენტი ირაკლი ცირეკიძის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ოლიმპიადაზე მისი წასვლა ერჩივნა, რადგან მედლის კანდიდატად განიხილავდა, მით უფრო - იმ კენჭისყრაში, თუმცა დაგმო წინასწარი შეთანხმება მასა და ლომერ ჟორჟოლიანს შორის, თუ ვინ უნდა წასულიყო ოლიმპიადაზე.

თამაშებამდე მცირე ხნით ადრე ორივეს დისკვალიფიკაციას ვერ მივცემდი, რადგან ამით ლიცენზიას ვკარგავდით და ამას ვერც ხალხი გაიგებდაო, აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

ოლიმპიურში ოლიმპიადა შეაჯამეს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბეთქილ შუკვანი ევროსასამართლოს მიმართავს

წარუმატებელ ძიუდოისტთა ნაკრების გაურკვეველი ბედი

• sano

dato უბრალოდ გაიხსენე რამდენი მედალი წაგვართვეს და მერე თქვი რამდენი იქნებოდა ჯამში

• judo777

ძიუდოს ნაკრებმა ჩააგდო ეს ოლიმპიადა ლაშაამ შეუნარჩუნა კიდევ ცოტა სახე დანარჩენები რას გვანდენ ახალ ნაჟიმავებივით ფეხები ეკეცებოდათ და ილეთს ვერ აკეთებდენ საცოდავი საყურებელი იყო რაც შეეხება პოლიტიკას სამწუხაროდ აქაც ჩაყვეს დორბლიანი ცხვირი ყველამ კარგათ იცის რამდენი მოჭიდავეა ზონდებრიგადებში და ათას სიბინძურეში გახვეული რას იზამ თავი თუ დამპალია დანარჩენის დალპობაც დროის ამბავია. და ნუღარ გვიკვირს რო შედეგი არ გვაქვს პ.ს. მიშა მართლა როგორ გავხარ შენ ბელადს :)უნდა ამაყობდე შენ ნამდვილი რევოლუციის შვილი ხარ და სამაგალითო ქართველი ვაშააა..:) საქართველო გაივსო მსგავსი მუტანტებით და რა გვეძიუდოება ეე

• lado, gia, piteri.

dato, რა მაგარი დემაგოგი ხარ (თანაც ავადმყოფობის დონემდე ასული პოლიტიზირებული). ცუდი ის არის, რომ ყველა დემაგოგი თავისი ცხოვრების მანძილძე სულ დემაგოგად რჩება.

• aravisti

zura, მიშიზმი ცუდია, მაგრამ დამერწმუნე, ბიძინიზმიც ძალიან ცუდია, მითუმეტეს ცპორცმენებისთვის.

• zura

მიშიზმმა და პერმანენტულმა ქართულმა უდარდელობა-ამპარტავნებამ 50-50 უდიდესი ზიანი მიაყენა ყველაფერს, მათ შორის სპორტსაც. ვერა და ვერ დავიდა ჩვენამდე, რომ ოლიმპიადაზე (სხვაგანაც) სუსტი მეტოქე ა ღ ა რ ა რ ი ს ! სხვათა შორის მიშიზმიც ზემოთნახსენები ქართული უბედურების პირმშოა

• dato

ყველა ნაცი ამ თავის პრეზიდენტს როგორ გავს ამ დემაგოგიასა და ტყულში, ნაცვლიშვილი არ იყო ყოველდღე რო გვმოძღვრავდა ტელევიზიით ლონდონში ბევრად უკეთესი შედეგი იქნება ვიდრე პეკინშიო? ნაცებო სათავისო ანგარიში რომ იცით ეგ გავიგეთ უკვე მაგრამ ეს ხალხიც რომ ბრიყვები გგონიათ არ არის მასე, ბევრმა თქვენთაგანმა გამრავლების ტაბულა და მიმატება გამოკლება რომ არ იცის გასაგებია მაგრამ ოთხი წლის წინანდელი ომის არ იყოს რომელიც საქართველოსთვის კატასტროფით დამთავრდა და დღესაც გვაბოლებთ არ დაიჯეროთ ეს ომი ჩვენ მოვიგეთო აგვიხსენით მაინც ლონდონში როგორ აჩვენეთ იგივე შედეგი მაინც რაც პეკინში?35კაციდან უმრავლესობა რომ ტურისტად გყავდათ წაყვანილი ვისი ბრალია? შე დალოცვილო რაც თქვენ ფული დახარჯეთ გინდა მომზადებაში და გინდა პაეზდკაში მაგის მეასედი თანხით პირველივე წრეში ჩვენც გამოვარდებოდით ,ტრასას ჩვენც მივატოვებდით,ჩიზბურგერებს ჩვენც მივირთმევდით და მეორე დღეს ჩვენ რა ვერ მოგვხსნიდნენ? ეეე წადით ბიძიკოებო და რაც არ არის თვენი საქმე მოეშვით და ხალხს თავს ამაში მაინც ნუ აგინებინებთ ისეც არ გაკლიათ გინება

• misha

მე დიდად მოხარული ვარ,რომ ამ კაცთან მოგვიწია მუშაობა,მის ჩამოსვლამდე ჩვენ რევოლუციამდელ ძიუდოს ვჭიდაობდით,მან კი შეძლო უმოკლეს დროში მიეღწია იმისთვის რასაც მსოფლიოს ბევრი წარმატებული ქვეყანა ოცნებობს;ბევრს რომ ეგონა ქართული ძიუდო დაბერებული და ჩამოშლილი,მასე არაა და ეს ყველამ კარგად დაინახა და აღიარა ლონდონის ოლიმპიადაზე.

ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი

უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება

ამწე კრანის ფასი თბილისში – როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი სერვისი

PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი

[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო

19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა

21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა