ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინა მაკაროვასთან 1:6, 2:6-ით დამარცხდა
ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ცინცინატის (აშშ) ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 2 168 400 დოლარი) ძირითად ბადეში სერბი ანა ივანოვიჩის ავადმყოფობის გამო იღბლიანი წაგებულის სტატუსით მოხვდა. ამის მიუხედავად, ჩვენებურმა ასპარეზობის სტარტზე მსოფლიო რეიტინგით 31-ე ადგილზე მყოფი ჩეხი კლარა ზაკოპალოვა ჩამოიშორა გზიდან. მეორე წრეში იგი ნადია პეტროვას მძლეველ ეკატერინა მაკაროვას (რუსეთი) დაუპირისპირდა.

საინტერესო ის არის, რომ მაკაროვა ტატიშვილის მეწყვილეა. მათმა დუეტმა პირველ წრეში ბეტანი მატეკ-სანდსსა (აშშ) და სანია მირზას (ინდოეთი) სამ სეტში სძლია - 2:6, 6:1, 10:8 და მეორე წრეში გავიდა, სადაც სლოვენიელ კატერინა სრებოტნიკისა და ჩინელი ცზიე ჟენგის წყვილს გაუწევს მეტოქეობას.

ტატიშვილს სრებოტნიკთან ლონდონის ოლიმპიურ ტურნირზე (მაკა ჩახნაშვილთან ერთად) მარცხისთვის რევანში აქვს ასაღები.

ახლა ანას და მისი მეწყვილის გუშინდელ პაექრობას დავუბრუნდეთ: მაკაროვამ პირველი სეტი ძალების დაუძაბავად მოიგო 6:1. მეორეში ქართველმა ჩოგბურთელმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა. 2:2-ზე ანა თავისი მოწოდებისას 40:15-ს იგებდა, მაგრამ მაინც დათმო ის გეიმი. მერეც ვეღარ იყოჩაღა და მეორე ხელი 2:6 დათმო.

მარცხის მიუხედავად, ტატიშვილმა ცინცინატში 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა: 20 - საკვალიფიკაციო ეტაპზე, 70-იც ძირითადი ბადის მე-2 წრეში გასვლისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა