ათენში 20-წლიან მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქუთაისელმა საერთაშორისო ოსტატმა 13 შესაძლებლიდან 9 ქულას მოუყარა თავი
ექვსი მოგება, ამდენივე ყაიმი და ერთი მარცხი - ასეთი მაჩვენებლებით დაასრულა ათენში 20-წლიან მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი ქუთაისელმა საერთაშორისო ოსტატმა მერი არაბიძემ.

15 აგვისტოს ბოლო ტურში მან შავი ფიგურებით უნგრელ კლარა ვარგას სძლია და 13 შესაძლებლიდან 9 ქულას მოუყარა თავი.

9,5 ქულით ჩემპიონობა მოიპოვა ჩინელმა გუო ქიმ. გუშინ იგი აზერბაიჯანელ ხაიალა აბდულას დაუზავდა.

ასევე, 9,5-9,5 ქულას მოუყარეს თავი ნასტასია ზიაზიულკინამ (ბელარუსი), ანასტასია ბოდნარუკმა (რუსეთი) და აულია ვარდა მედინამ (ინდონეზია), რომლებმაც, შესაბამისად, კლაუდია კულონი (პოლონეთი), საბინა იბრაჰიმოვა (აზერბაიჯანი) და ირინა ბულმაგა (რუმინეთი) დაამარცხეს. უკეთესი კოეფიციენტით მეორე-მეოთხე ადგილები სწორედ ზიაზიულკინამ, ბოდნარუკმა და მედინამ გაინაწილეს.

ოცწლიანებში შარშანდელმა მსოფლიოს ჩემპიონმა დეიზი კორიმ (პერუ), რომელმაც ორი ტურის წინათ მერი არაბიძეს აჯობა, გუშინ თეთრი ფიგურებით ჩინელ ვან იუესთან წააგო და მე-6 ადგილს დასჯერდა. მე-5 ადგილი 18-წლიანებში შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონ მერი არაბიძეს ერგო.

15 აგვისტოს ნანი უნაფქოშვილი თეთრი ფიგურებით ინდოელ ფურტადო მარია ივანას დაუზავდა და 7 ქულით 28-ე ადგილი დაიკავა. მეოთხე-მეექვსე ტურებში ნანის ზედიზედ სამი პარტია რომ არ წაეგო, პირველ ათეულში დაიმკვიდრებდა ადგილს.

მით უმეტეს, რომ კარგი ფინიში ჰქონდა - ბოლო ხუთი შესაძლებლიდან 4 ქულა აიღო. უნდა ვივარაუდოთ, რომ ოცწლიანების მსოფლიოს პირველობა მისთვის კარგი მოთელვა და გამოცდილების მისაღები შეჯიბრება იყო 18-წლიანების ევროპის პირველობის წინ, რომელშიც უნაფქოშვილი დღეიდან ჩეხეთის დედაქალაქში ჩაებმება.

პრაღაშივე იასპარეზებს შალვა ნადირაშვილი, რომელმაც ოცწლიანთა ჩემპიონატი 13 შესაძლებლიდან 6 ქულით დაასრულა და 79-ე ადგილი დაიკავა (დიმიტრი კვარაცხელია 5,5 ქულით 95-ე ადგილს დაყაბულდა). ვაჟთა ტურნირი 10-10 ქულით დაამთავრეს ალექსანდრ იპატოვმა (თურქეთი) და რიჩარდ რაპორტმა (უნგრეთი), რომლებიც ბოლო ტურში, შესაბამისად, ალექსანდრ შიმანოვსა (რუსეთი) და დინ ლირენს (ჩინეთი) შეუთანხმდნენ ყაიმზე.

იპატოვს უკეთესი დამატებითი მაჩვენებლები აღმოაჩნდა და ოქროს მედალიც მას ერგო. მეორე ადგილზე რაპორტი გავიდა, 9,5-9,5 ქულით მესამე-მეოთხე ადგილები დინ ლირენმა და ნილს გრანდელიუსმა (შვედეთი) გაიყვეს.

დუბაის თასზე - მეორე ადგილი

არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ დუბაის თასზე ელვისებურ ჭადრაკში სხვადასხვა ქვეყნის სამკაცა 31 გუნდი (2 ძირითადი + 1 სათადარიგო) მონაწილეობდა. ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას დიდოსტატი სოფიკო ხუხაშვილი და მისი სეხნია - საერთაშორისო ოსტატი სოფიკო ტერელაძე იცავდნენ.

შვეიცარიული სისტემით გამართული 9 ტურის შემდეგ 16 ქულით პირველ ადგილზე ეგვიპტელი ფუად ტაჰერით (რეიტინგი - 2483), იემენელი ბაშერ ქუდაიმითა (2395) და სირიელი ტალალ ჰილვანით (2274) დაკომპლექტებული გუნდი "არაბ უნიტი" გავიდა.

გამარჯვებულს 3 ქულით ჩამორჩა "გეორგია" (ხუხაშვილი - 2396, ტერელაძე - 2183), რომელიც მეორე ადგილზე გავიდა. 13 ქულით, მაგრამ უარესი დამატებითი მაჩვენებლებით მესამე ადგილი მასპინძელთა "დუბაიმ" (ომარ ნოამანა - 2322, იშაქ საედი - 2225) დაიკავა.

დღეიდან პრაღაში

საქართველოს 21 წარმომადგენელი მოსინჯავს ძალებს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში 8-18 წლის მოჭადრაკეთა ევროპის პირველობაზე. დელეგაციის ხელმძღვანელია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გენერალური მდივანი აკაკი იაშვილი, მწვრთნელი - დიდოსტატი ლაშა ჯანჯღავა. ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას დაიცავენ:

8-წლიანებში - საბა ლომსაძე, ნიკოლოზ კაჭარავა, სალომე ბეიტრიშვილი, დიანა ლომაია; 10-წლიანებში - ლუკა ობოლაძე, დიმიტრი ჯიბუტი, თამარ ესაძე, ანასტასია სიდამონიძე, ანტონ ნადირაძე; 12-წლიანებში - კოკა ბუკია, ლუკა გოგია, ნატა ჯიბუტი; 14-წლიანებში - გიორგი სიბაშვილი, თამარ ფაშკურიძე, ნინო ხომერიკი; 16-წლიანებში - ირაკლი ბერაძე, დეა გოგიშვილი, ანა შამათავა; 18-წლიანებში - ნატო იმნაძე, ნანი უნაფქოშვილი, შალვა ნადირაშვილი.

საგულისხმოა, რომ ქართული ჭადრაკის ისტორიაში პირველად ისინი შეჯიბრებაზე ერთიანი ფორმით გამოვლენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედი" ბელინგემის გადაბირებას შეეცდება
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე
უარი გეჰის და უპამეკანოს - "რეალს" ორი ახალი სამიზნე ჰყავს
ვინგსმა სოხუმი-საქართველო დაამარცხა და “ა” ლიგის ბოლო, მე-6 საგზური მოიპოვა
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბელინგემის გადაბირებას შეეცდება
"წიტაიშვილი "ლაციოს" სჭირდება - მისი კარიერა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს" - იტალიური მედია
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
სალაჰი შობის დღესასწაულის მილოცვის გამო კრიტიკის ობიექტი გახდა
"დრო იწურება, გადარიცხეთ ფული უკრაინის დასახმარებლად!" - დიდი ბრიტანეთიდან აბრამოვიჩს ბოლო გაფრთხილება მისცეს
პარალელები დონარუმასთან - რა პოლიტიკის დაგეგმვას ცდილობს პსჟ და რატომ შეიძლება არ განაახლოს კონტრაქტი დემბელემ
გარანტია - ბარკოლა "ლივერპულში" მხოლოდ ერთ შემთხვევაში გადავა
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!