ანა ტატიშვილმა ლას ვეგასის საერთაშორისო ტურნირის მეორე წრეც გაიარა, მან "უაილდ ქარდით" მიწვეულ ტანმაღალ ამერიკელ ალექსა გლეტჩს სამ სეტში მოუგო - 3:6, 6:3, 7:5.

ანა ტატიშვილმა (135) ლას ვეგასის საერთაშორისო ტურნირის (50 ათასი დოლარი) მეორე წრეც გაიარა, მან "უაილდ ქარდით" მიწვეულ ტანმაღალ ამერიკელ ალექსა გლეტჩს (256) სამ სეტში მოუგო - 3:6, 6:3, 7:5. საქართველოს პირველმა ჩოგანმა, რომელიც ლას ვეგასში მე-6 ნომრადაა განთესილი, მეოთხედფინალში გასვლით 18 სარეიტინგო ქულა გაინაღდა, თუმცა უკვე იმდენად მაღლაა რეიტინგში, რომ ეს ქულები სულ 3-4 ადგილით წასწევს კლასიფიკაციაში (ტურნირიც რომ მოიგოს, მაქსიმუმ, 10 საფეხურით დაწინაურდება). მეოთხედფინალში ანას მეტოქე მე-2 ნომრად განთესილი ამერიკელი ვარვარა ლეპჩენკოა (96). ტაშკენტში დაბადებულ ლეპჩენკოს ჩვენებური პირველად ეთამაშება. წყვილთა ბადეში ტატიშვილისა და კიმბერლი კაუტსის (აშშ, 286) დუეტი მეოთხედფინალში გაჩერდა, სადაც მასპინძლებთან, ალექსანდრა მიულერთან და აშა როლთან წააგეს - 2:6, 3:6.

კალიფორნიის ქალაქ ირვაინის საერთაშორისო ტურნირში (10 ათასი დოლარი) ნიკოლოზ ბასილაშვილმა (838) მერვედფინალში მე-8 ნომრად განთესილი მოლდოველი რომან ბორვანოვი (638) სამ სეტში დაამარცხა - 3:6, 6:4, 6:1. მეოთხედფინალში ჩვენებური რუმინელ ანდრეი დაესკუს (1179) შეხვდება.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა