მოლდოველებმა გასასინჯად მყოფი 19 წლის მცველი ლუკა თათხაშვილი გუნდში დაიტოვეს და კონტრაქტი გაუფორმეს
შარშან, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ზესტაფონისა" და კიშინიოვის "დაჩიას" პირველი მატჩის შემდეგ მომხდარი სკანდალი გემახსოვრებათ.

მოლდოვის ჩემპიონმა წაგება ვერ აიტანა და მასზე პასუხისმგებლობა მთლიანად ქართველ ლეგიონერს, დავით გამეზარდაშვილს დააკისრა, შემდგომ კი გამოცდილი მცველი გუნდიდან თამაშის გაყიდვის ბრალდებით გაუშვეს.

ამით აღშფოთებულმა "დაჩიას" ლიდერმა ლევან კორღალიძემ გუნდი თავად დატოვა.

მას შემდეგ კიშინიოველებმა თქვეს, რომ კლუბში ქართველს აღარ აიყვანდნენ, თუმცა აზრი მალე შეიცვალეს და ერთწლიანი პაუზის შემდეგ კიშინიოვურ კლუბში ქართველი ლეგიონერი კვლავ დაიმატეს: მოლდოველებმა 19 წლის მცველი ლუკა თათხაშვილი გასინჯეს, განსაჯეს და დატოვეს.

"უკვე ათი დღეა, კონტრაქტს ხელი მოვაწერე. განაცხადის გაკეთებას კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება და ამის შემდეგ ვითამაშებ.

როგორ მოვხვდი მოლდოვაში? ჩემი თანაგუნდელი იყო თორნიკე სტეფნიაშვილი, რომელიც კიშინიოვის "ზიმბრუში" თამაშობს. ის მოლდოვაში ზამთარში წავიდა, მაგრამ კავშირი გვქონდა და მეუბნებოდა, რომ ძალიან კარგი პირობები იყო.

შემდეგ ჩვენმა საერთო მეგობარმა აგენტს დამაკავშირა, რომელმაც თორნიკე წაიყვანა და მან "დაჩიას" ჩემი გასინჯვაც შესთავაზა.

აგვისტოს დასაწყისში ჩავედი, რამდენიმე ამხანაგური თამაში ჩავატარე, მთავარ მწვრთნელს მოვეწონე და კონტრაქტიც გავაფორმე.

მართალია, ახლა დუბლებში ვარ, მაგრამ ძირითად გუნდთან ერთად ვვარჯიშობ და მალე იქ თამაშსაც მპირდებიან", - გვითხრა თათხაშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქართველებზე აღრენილი მოლდოვური "დაჩია" ვასილ ღუჭაშვილს უსწორდება!

მოლდოვური შთაბეჭდილებები: ყველამ თავის უ.....ს მიხედოს

დობროვოლსკი: "ზესტაფონი" თავის საჯდომზე მაღლა ვერ ახტება

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა