მაიკონის "ინტერში" დარჩენა, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია. არადა, ბევრი მას უკვე "რეალის" ფეხბურთელად მიიჩნევდა
იტალიურ სპორტულ პრესაში არაერთხელ დაიწერა, რომ დუგლას მაიკონი ისე ახლოსაა მადრიდის "რეალში" გადასვლასთან, როგორც არასდროს... თუმცა, როგორც ჩანს, ამ ზაფხულსაც ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც ყოველთვის და 31 წლის მცველი "ინტერში" გააგრძელებს კარიერას.

ამაზე ის ფაქტი მოწმობს, რომ ანდრეა სტრამაჩონიმ დუგლასი ევროპის ლიგის განაცხადში შეიყვანა; შეგახსენებთ, რომ მილანური გრანდი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას 23 აგვისტოს რუმინულ "ვასლუასთან" გამართავს.

ერთი სიტყვით, მაიკონის "ინტერში" დარჩენა, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია. არადა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბევრი მას უკვე "რეალის" ფეხბურთელად მიიჩნევდა. იყო საუბრები დუგლასის ფრანგულ პსჟ-სა და რუსულ "ანჟიში" გადაბარგების შესახებაც, თუმცა ეს ყველაფერი, უბრალოდ, ჭორებად დარჩა - "ინტერის" სპორტული დირექტორის, მარკო ბრანკას სიტყვები ამის ნათელი დადასტურებაა:

"მაიკონთან დაკავშირებით თვით მასიმო მორატიმ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ თუ ვინმეს ბრაზილიელი მცველის გადაბირება სურს, რვა მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.

აქამდე დუგლასის მსურველი არავინ გამოჩენილა და შესაბამისად, მის შესაძლო გასხვისებაზე საინტერესოს ვერაფერს გეტყვით.

მაიკონი "ინტერის" ფეხბურთელია, გუნდთან ერთად ვარჯიშობს და შესაბამისად, ევროპის ლიგის განაცხადშიც მოხვდა - ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა