სერჯი ბენატის გუნდი უკრაინულ "კარდინალს" დაუპირისპირდა და 4:1 იმარჯვა
15 აგვისტოს ლვოვში დაიწყო საერთაშორისო ტურნირი ფუტსალში, რომელშიც საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი "იბერია სტარი" მონაწილეობს.

სერჯიო ბენატის გუნდი უკრაინულ "კარდინალს" დაუპირისპირდა. "იბერიამ" უიღბლოდ დაიწყო და უკვე 38-ე წამზე ბურთი გაუშვა. თუმცა მერე ჩვენებმა კლასი და უპირატესობა გამოავლინეს: ბრუნო მელოსა და ავგუსტოს გოლებით საქართველოს ჩემპიონმა პირველი ტაიმი 2:1 მოიგო.

მეორე ტაიმში უკრაინელებმა სტუმრებს პრესინგი დაუპირისპირეს, საკმაოდ შეავიწროვეს და რამდენჯერმე მიზანთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ საფინალო სასტვენამდე წუთნახევრით ადრე მელომ კიდევ ერთი გოლი გაიტანა, ბოლო წამებზე კი ავგუსტომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:1.

ჩვენი ჯგუფის პირველ შეხვედრაში პოლონურმა "რეკორდმა" უკრაინულ "ლემბერგს" 4:1 მოუგო. ამგვარად, ჯგუფში ქართული და პოლონური კლუბები გალიდერდნენ.

"იბერიას" დანარჩენი თამაშების გრაფიკი ასეთია: 16 აგვისტოს "ლემბერგს" დაუპირისპირდება, 17 აგვისტოს - "რეკორდს", ფინალი კი 18 აგვისტოს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონი შარშანდელი ტურნირის ფინალისტი იყო და მოსკოვის ცსკა-სთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

ამავე დროს, გაირკვა "იბერია სტარის" თამაშების გრაფიკი ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე. 5 სექტემბერს "იბერია" საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულს შეხვდება (სავარაუდოდ, ბელგიურ "ანდერლეხტს"), 6 სექტემბერს - ბერძნულ "ათენა 90"-ს, ხოლო 8 სექტემბერს მისი მეტოქე ეტაპის მასპინძელი სლოვენიური "ლიტია" იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"იბერია სტარი" ლვოვის საერთაშორისო ტურნირის მოგებაზე ფიქრობს

სერჟიო ბენატი: მჯერა, ერთად შევძლებთ "იბერიას" ოცნების ახდენას!

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა