ფუტსალის ასოციაციაში საქართველოს ჩემპიონატის სატელევიზიო გაშუქების იმედი აქვთ
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფების კენჭისყრა 4 დეკემბერს გაიმართება. უეფამ კალენდარი უკვე დაამტკიცა და ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრები პირველი ეტაპის მატჩებს 26-30 იანვარს ჩაატარებს.

საქართველოს ფუტსალის ასოციაციამ ჩვენი ნაკრების მოსამზადებლად თადარიგი აქედანვე დაიჭირა და ცნობილია, რომ ავთანდილ ასათიანის გუნდი 25 და 26 ოქტომბერს საკონტროლო მატჩებს ლისაბონში პორტუგალიასთან ჩაატარებს.

სექტემბერში სპარინგებს გვთავაზობს აფრიკის უძლიერესი ნაკრები ლიბია, რომელიც მზად არის, თბილისში გვესტუმროს.

ფუტსალის ასოციაციის გენერალური მდივნის, ბექა კვიციანის თქმით, საკონტროლო შეხვედრების თაობაზე მოლაპარაკება კიდევ ორ ქვეყანასთან მიმდინარეობს:

"თებერვლის ფანჯრის დროს ბელგრადში ჩვენთან ამხანაგური თამაში სერბეთს სურს. ეს სერბეთის ფეხბურთის ფედერაციის ფუტსალის დეპარტამენტის შეფმა და ფეხბურთის აღმასკომის წევრმა იგორ გაჩიჩმა დამიდასტურა.

ამას გარდა, 2013 წლის აპრილში ევროპული ტურნე დაგეგმა ახალი ზელანდიის ფუტსალის ნაკრებმა და ჩვენს გუნდს შესაძლო მეტოქედ განიხილავენ. ცნობისთვის, ახალ ზელანდიაში პირველი საფეხურის სკოლებში ფუტსალი, როგორც სასწავლო საგანი, ისეა შეტანილი".

ამჟამად ფუტსალის ასოციაციაში საქართველოს ჩემპიონატის სატელევიზიო გაშუქების იმედი აქვთ და მაგალითიც მოჰყავთ: ტელეკომპანია SKY-მ დაასრულა მოლაპარაკება და ხელშეკრულება გააფორმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასთან ფუტსალის ჩემპიონატის მატჩების პირდაპირ ტელეტრანსლირებაზე, რაც ინგლისური ფუტსალის პოპულარიზაციისთვის გადადგმული უდიდესი ნაბიჯია.

ცხადია, ბრიტანელთა დარ შეთანხმებაზე და მით უფრო, თანხაზე ლაპარაკი საქართველოში ნაადრევია, მაგრამ ჩვენი ფუტსალის შეფებს იმედი აქვთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის ახალ სეზონს რომელიმე ქართული არხი გააშუქებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს ფუტსალის ნაკრების გეგმები - ჯერ პორტუგალია, მერე ლიბია

ლევან ცქიტიშვილი: ფუტსალს საქართველოში მასობრიობა სჭირდება

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა